პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთზე, პროქართულ განწყობებზე და მუქარა ბჟანიას
"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთზე, პროქართულ განწყობებზე და მუქარა ბჟანიას

"დონ­ბა­სის გმი­რის" ახრა ავიძ­მას მი­მართ, აფხაზ­თა მიერ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი­სა და გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მას აფხა­ზეთ­ში არ შე­უშ­ვებ­დნენ, ახრა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი­ვე ინი­ცი­ტი­ა­ვით, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­საც შეხ­ვდა.

ავი­ძ­ბას თქმით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ შეძ­ლო მისი "დაბ­ლოკ­ვა" და ის უკვე "სამ­შობ­ლო­შია" და აპი­რებს "თა­ვის ხალ­ხს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე უნდა უთხრას."

  • ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, "აფხა­ზი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის, "პი­ატ­ნაშ­კას" ლი­დე­რი, ახრა ავი­ძ­ბა აფხა­ზეთ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, რად­გან სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ას­ლან ბჟა­ნი­ას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა", თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ახლა მის აქ­ტი­ვო­ბებს უკვე ში­ში­თაც უყუ­რებს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­დაც ის ჩნდე­ბა, ყველ­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და კონ­ფლქი­ტია.

დონ­ბა­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ავი­ძ­ბამ ბჟა­ნი­ას გუნდს "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­უქ­მე­ბა მოს­თხო­ვა", წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით და­ე­მუქ­რა.

"რა­ტომ უნდა ვჩუქ­ნი­დეთ ვინ­მეს მი­წებს?! ამ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ დო­ნეცკ­ში შე­ვი­ტყვე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევ­კრი­ბე მებ­რძო­ლე­ბი, მათი აზ­რის მო­სას­მე­ნად. ბა­ზა­ზე შევ­კრი­ბეთ ყვე­ლა, ვინც აფხა­ზე­თი­დან იყო, არამ­ხო­ლოდ აფხა­ზე­ბი, არა­მედ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, რუ­სე­ბი და ბერ­ძნე­ბი. ეს სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ და ვუ­თხა­რი, რომ მა­ინ­ტე­რე­სებ­და მათი აზრი, რათა შემ­დეგ თქვე­ნამ­დე მო­მე­ტა­ნა და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ავი­ძ­ბამ.

მისი თქმით, ახლა მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ და ნათ­ლად ირ­კვე­ვა, რომ "სა­კუ­თა­რი მი­წის თი­თო­ე­ულ მტკა­ველს გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მო­დით, დავ­სვათ კი­თხვა, ჩვენ ვართ სა­ინ­ტე­რე­სო ვინ­მეს­თვის, თუ ჩვე­ნი მიწა, ვიქ­ნე­ბით კი სა­ინ­ტე­რე­სო ვინ­მეს­თვის მის გა­რე­შე?!. ვი­ღა­ცე­ბი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, მი­წას კი არ ვჩუქ­ნით, მხო­ლოდ შე­ნო­ბას ვას­ხვი­სებთ და მას ვე­რა­ვინ ამო­თხრის და ვერ­სად წა­ი­ღებ­სო, მაგ­რამ ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რომ ასე არ არის?!"

  • ავი­ძ­ბას თქმით, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კით რუსი ოლი­გარ­ქია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა, მის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბას მო­ე­რი­დე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რუს ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან კარ­გად არას­დროს სრულ­დე­ბა.

ახრა ავი­ძ­ბას თქმით, რუსი მა­ფი­ო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბოლო დროს აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ძა­ლი­ან ჩქა­რო­ბენ, რომ უძ­რავ ქო­ნე­ბა­სა და მი­წის ნაკ­ვე­თებს და­ე­პატ­რო­ნონ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ "აფხა­ზე­თი სულ მალე გახ­დე­ბა რუ­სე­თის ნა­წი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­წე­ბის და­პატ­რო­ნე­ბა უნდა იჩ­ქა­რონ."

რუ­სე­თის კრი­ტი­კას­თან ერ­თად, ახრა ავი­ძ­ბამ ტქვა, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "შორს არ არის აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის სა­კი­თხი"

  • "ვფიქ­რობ, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შორს არ არის ის დრო, რო­დე­საც აფხა­ზეთს, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, კერ­ძოდ, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის გარ­და, სხვა გზა უბ­რა­ლოდ არ დარ­ჩე­ბა, რად­გან მალე შე­იც­ვლე­ბა რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც", - აცხა­დებს ავი­ძ­ბა.

მისი თქმით, გეგ­მის მი­ხედ­ვით, 2025 წლის­თვის აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა შემ­ცირ­დე­ბა და ე.წ. მი­ლი­ცია, ჯან­დაც­ვა, თავ­დაც­ვა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო აპა­რა­ტე­ბი, დღე­ვან­დე­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მხო­ლოდ 15%-ს მი­ი­ღე­ბენ. "დახ­მა­რე­ბა კი რა­ღა­ცის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გაგ­რძელ­დეს."

"კუ­თხე­ში ვართ მომ­წყვდე­უ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ 90-იანი წლე­ბი, რო­დე­საც კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში შეს­ვლას ვი­თხოვ­დით", - იხ­სე­ნებს ავი­ძ­ბა.

  • მი­სი­ვე თქმით, ეს თემა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია იმი­ტომ, რომ ბოლო დროს, აფხა­ზეთ­ში პრო­ქარ­თულ გან­წყო­ბებს ამ­ჩნევს და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­ერ­თე­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც გა­მოჩ­დნენ.

რუ­სე­თის­თვის აფხა­ზე­თის მი­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ავი­ძ­ბას გან­ცხა­დე­ბას მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბის თქმით, "ახრა ვი­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რო­გორც ჩანს, თა­ვი­სი ზედ­მე­ტად ხის­ტი ხა­სი­ა­თის გამო, რა­ღაც ბიზ­ნეს­წი­ლებ­ში არ ჩას­ვეს", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მრჩევ­ლე­ბი გვყავ­და, რო­მელ­საც ალ­ბათ ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის საქ­მე­ე­ბი ება­რა. ჰოდა, მარ­თლა რომ შეგ­ვი­ერ­თონ ღირ­სი ვართ. ჯერ ამ­ბობს, ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკს თუ რუ­სეთს გა­დას­ცემთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დაყ­ვე­ბი­თო, მაგ­რამ იმა­ვე გა­მოს­ვლა­ში, სამ წელ­ში რუ­სეთს გვა­ბა­რებს, რად­გან ჩვე­ნი სა­ბი­უ­ჯე­ტო სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­მო­სავ­ლის გარ­შე დარ­ჩე­ბი­ან", - წერს ომარ აიდა ახუ­ბა.

"თუ ამ­ბობს, ბო­ლომ­დე თქვას, რა აქვს მოს­მე­ნი­ლი, რას გვი­პი­რე­ბენ. პრო­ქარ­თულ გან­წყო­ბებს ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნევს, რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბას პო­ლი­ტი­კურ პროგ­ნო­ზად, ერ­თგვარ დოქ­ტრი­ნად გვა­თა­ვა­ზობს. აქამ­დე მარ­თლა გულ­წრფე­ლი, ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი კაცი მე­გო­ნა, ახლა კი, ამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ფონ­ზე, ყვე­ლამ თა­ვი­სი სახე წარ­მო­ა­ჩი­ნა. ახრა ისევ დონ­ბას­ში დაბ­რუნ­დე ჯო­ბია, აქ თქვე­ნი მიზ­ნე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი აღა­რა­ვის აინ­ტე­რე­სებს", - წერს ია­სონ აბხა­ზი.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია 83 წლის
0

რა გეშველებათ უვიცო აფხაზებო, მიწა აფხაზეთის არის ქართული, თქვენ პირადად არ ვიცით ვინ ხართ, ასეთი აფხაზური გვარი არ არსებობს, გაჩუმდით სანამ საოცნებო არ გაგიხდეთ აფხაზური გვარების გახსენება.

tefnadzevaleri@gmail.com
0

აფხაზეთი ქართველების გარეშე ვერ იარსებებს ჩემო კარგო აფხაზებო.ასე რომ სერიოზულად დავჯდეთ და გავარკვიოთ ჩვენი შეცდომები.ჩვემი შეცდომა ის არის რომ ჩვენს ოჯახშის საქმეში სხვა რომ ჩავრიეთ.ოჯახის საქმე ჩვენი პირადულია.იმ ახვრებს თავის ოკახისთბის ვერ მიუხედიათ ჩვენ რა უმდა მოგვიგვარონ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთზე, პროქართულ განწყობებზე და მუქარა ბჟანიას

"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთზე, პროქართულ განწყობებზე და მუქარა ბჟანიას

"დონბასის გმირის" ახრა ავიძმას მიმართ, აფხაზთა მიერ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული მუქარის შემცველი არაერთი კომენტარისა და განცხადების მიუხედავად, რომ მას აფხაზეთში არ შეუშვებდნენ, ახრა ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნდა და თავისივე ინიციტიავით, ადგილობრივ მედიასაც შეხვდა.

ავიძბას თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მისი "დაბლოკვა" და ის უკვე "სამშობლოშია" და აპირებს "თავის ხალხს მიმდინარე პროცესების შესახებ სიმართლე უნდა უთხრას."

  • ekhokavkaza.com-ის ცნობით, "აფხაზი მოხალისეების" მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფების, "პიატნაშკას" ლიდერი, ახრა ავიძბა აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ასლან ბჟანიას "ხელისუფლებაში მოსვლა", თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ახლა მის აქტივობებს უკვე შიშითაც უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სადაც ის ჩნდება, ყველგან შეიარაღებული დაპირისპირება და კონფლქიტია.

დონბასიდან დაბრუნებულმა ავიძბამ ბჟანიას გუნდს "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ რუსეთთან შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა", წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღებით დაემუქრა.

"რატომ უნდა ვჩუქნიდეთ ვინმეს მიწებს?! ამ შეთანხმების შესახებ დონეცკში შევიტყვე და დაუყოვნებლივ შევკრიბე მებრძოლები, მათი აზრის მოსასმენად. ბაზაზე შევკრიბეთ ყველა, ვინც აფხაზეთიდან იყო, არამხოლოდ აფხაზები, არამედ ეთნიკური სომხები, რუსები და ბერძნები. ეს საკითხი განვიხილეთ და ვუთხარი, რომ მაინტერესებდა მათი აზრი, რათა შემდეგ თქვენამდე მომეტანა და ყველა ამბობს, რომ ამ ტერიტორიების გაჩუქება არ შეიძლება", - განაცხადა ავიძბამ.

მისი თქმით, ახლა მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ და ნათლად ირკვევა, რომ "საკუთარი მიწის თითოეულ მტკაველს გაფრთხილება სჭირდება. მოდით, დავსვათ კითხვა, ჩვენ ვართ საინტერესო ვინმესთვის, თუ ჩვენი მიწა, ვიქნებით კი საინტერესო ვინმესთვის მის გარეშე?!. ვიღაცები გვიმტკიცებენ, მიწას კი არ ვჩუქნით, მხოლოდ შენობას ვასხვისებთ და მას ვერავინ ამოთხრის და ვერსად წაიღებსო, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის?!"

  • ავიძბას თქმით, ბიჭვინთის აგარაკით რუსი ოლიგარქია დაინტერესებულია, თუმცა, მის ვინაობის დასახელებას მოერიდება, რადგან შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

მისივე შეფასებით, მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ აფხაზეთის ხელისუფლების თანამშრომლობა რუს ჩინოვნიკებთან კარგად არასდროს სრულდება.

ახრა ავიძბას თქმით, რუსი მაფიოზები, რომლებიც ამ ბოლო დროს აფხაზეთში ბიზნესის წარმოებით არიან დაინტერესებულნი, ძალიან ჩქარობენ, რომ უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთებს დაეპატრონონ, რადგან ფიქრობენ, რომ "აფხაზეთი სულ მალე გახდება რუსეთის ნაწილი და თავისუფალი მიწების დაპატრონება უნდა იჩქარონ."

რუსეთის კრიტიკასთან ერთად, ახრა ავიძბამ ტქვა, რომ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, "შორს არ არის აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხი"

  • "ვფიქრობ, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შორს არ არის ის დრო, როდესაც აფხაზეთს, მეზობელი ქვეყნის შემადგენლობაში, კერძოდ, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა უბრალოდ არ დარჩება, რადგან მალე შეიცვლება რუსეთისა და აფხაზეთის ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობებიც", - აცხადებს ავიძბა.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის აფხაზეთში რუსული დაფინანსება შემცირდება და ე.წ. მილიცია, ჯანდაცვა, თავდაცვა, მასწავლებლები და სხვა საბიუჯეტო აპარატები, დღევანდელი დაფინანსების მხოლოდ 15%-ს მიიღებენ. "დახმარება კი რაღაცის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს."

"კუთხეში ვართ მომწყვდეული. გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კრასნოდარის მხარეში შესვლას ვითხოვდით", - იხსენებს ავიძბა.

  • მისივე თქმით, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალურია იმიტომ, რომ ბოლო დროს, აფხაზეთში პროქართულ განწყობებს ამჩნევს და აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან მიერთების მსურველებიც გამოჩდნენ.

რუსეთისთვის აფხაზეთის მიერთებასთან დაკავშირებით, ავიძბას განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აფხაზი ინტერნეტმომხარებლების თქმით, "ახრა ვიღაცაზე გაბრაზებულია, როგორც ჩანს, თავისი ზედმეტად ხისტი ხასიათის გამო, რაღაც ბიზნესწილებში არ ჩასვეს", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

"ასეთი პოლიტიკოსები და მრჩევლები გვყავდა, რომელსაც ალბათ ხალხისა და ქვეყნის საქმეები ებარა. ჰოდა, მართლა რომ შეგვიერთონ ღირსი ვართ. ჯერ ამბობს, ბიჭვინთის აგარაკს თუ რუსეთს გადასცემთ, აუცილებლად გადაყვებითო, მაგრამ იმავე გამოსვლაში, სამ წელში რუსეთს გვაბარებს, რადგან ჩვენი საბიუჯეტო სამსახურები შემოსავლის გარშე დარჩებიან", - წერს ომარ აიდა ახუბა.

`თუ ამბობს, ბოლომდე თქვას, რა აქვს მოსმენილი, რას გვიპირებენ. პროქართულ განწყობებს ღალატად მიიჩნევს, რუსეთთან მიერთებას პოლიტიკურ პროგნოზად, ერთგვარ დოქტრინად გვათავაზობს. აქამდე მართლა გულწრფელი, ქვეყნის პატრიოტი კაცი მეგონა, ახლა კი, ამ ახალი რეალობის, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ფონზე, ყველამ თავისი სახე წარმოაჩინა. ახრა ისევ დონბასში დაბრუნდე ჯობია, აქ თქვენი მიზნები და ინტერესები აღარავის აინტერესებს", - წერს იასონ აბხაზი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"