მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?
"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ნათ­ლო­ბას ეხე­ბა. რო­გორც ის წერს, ხში­რად ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ან წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია და სურს, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც მო­ი­ნათ­ლოს.

მისი თქმით, ეს მარ­ტი­ვი არ არის და ნათ­ლო­ბას გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი აქვს.

"ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მოხ­და ასე: მო­დის ეკ­ლე­სი­ა­ში წყვი­ლი, მათ­გან ერთ-ერთი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია და უნდა მე­უღ­ლის ან მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის (ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლის) მო­ნათ­ვლაც.პირ­და­პირ მთხოვს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დავ­ნიშ­ნოთ თა­რი­ღი და მოვ­ნათ­ლოთ. ვე­კი­თხე­ბი თა­ვად მო­სა­ნათლს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ნათ­ლო­ბა. ძი­რი­თა­დად ან არ იცის ანდა ამ­ბობს, რომ მის მე­უღ­ლეს უნდა ასე ანდა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო სტუმ­რად და ისე მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი ხალ­ხი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, მას­პინ­ძლო­ბა და ა.შ., რომ უნდა ბა­რემ ჩვე­ნე­ბუ­რად მო­ნათ­ლოს კი­დეც.

ვე­უბ­ნე­ბი, რომ ტრა­დი­ცი­ებს და ქარ­თულ სუფ­რას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი აქვს ნათ­ლო­ბას­თან და ვე­კი­თხე­ბი, წა­უ­კი­თხავს თუ არა თა­ვად ბიბ­ლია ან მი­ნი­მუმ ახა­ლი აღ­თქმა და იცის თუ არა, რას ქა­და­გებს ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა, რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში მთა­ვა­რი ან სა­ერ­თოდ რა გვწამს მარ­თლმა­დი­დებ­ლებს. მპა­სუ­ხობს, რომ არა, ჯერ არც წა­უ­კი­თხავს, არც შე­უს­წავ­ლია, არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა და არც არა­ფე­რი იცის. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი ეკ­ლე­სი­ის­გან არის მკაც­რი, ნა­თე­ლი და ცალ­სა­ხა: - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა. ღვთის რის­ხვას და სას­ჯელს მო­ვი­წევთ თავ­ზე ისიც და მეც თუ ასე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით შე­ვას­რუ­ლებთ ნათ­ლო­ბას. ნათ­ლო­ბა თა­მა­ში არ არის. პა­სუხს ვა­გებთ გან­კი­თხვის დღეს ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­თვის.

შემ­დეგ ამ ადა­მი­ანს და მის მე­უღ­ლე­საც ვაძ­ლევ და­ვა­ლე­ბას: თუ მარ­თლა უნდა ნათ­ლო­ბა, წა­ვი­დეს სახ­ლში, აი­ღოს ბიბ­ლია, წა­ი­კი­თხოს დაკ­ვირ­ვე­ბით და დიდი ინ­ტე­რე­სით, იფიქ­როს, გა­ი­აზ­როს, თუ კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა მო­ვი­დეს, ვი­სა­უბ­როთ და გან­ვმარ­ტოთ, და­ეს­წროს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ანუ უნდა გა­ი­გოს და იწა­მოს ქრის­ტე, რო­გორ მისი მა­ცხო­ვა­რი, შემ­დეგ ეს უნდა აღი­ა­როს და დაგ­ვი­დას­ტუ­როს, რომ სწამს ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მისი მო­ნათ­ვლა.რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი? სულ ერ­თია, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა - 3 თვე იქ­ნე­ბა, 9 თვე თუ 3 წე­ლი­წა­დი. მთა­ვა­რია მარ­თა­ლი და სინ­დი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გზის დას­წა­ყი­სი და ღმერ­თიც შე­ე­წე­ვა მის სი­ცო­ცხლეს.ასე რომ, ნათ­ლო­ბის­თვის ვინც და­ა­პი­რებთ ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. თა­ვად ნუ და­ის­ჯით თავს" - წერს ლო­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1!
5

მილიონობით ადამიანს, რომელსაც ნათლავენ, ქართველს, წაკითხული აქვს ბიბლია კი არა, მრწამსი არ იცის. პატარა ბავშვს რომ ნათლავ, რომელიც დედას ვერ ამბობს ჯერ,რატომ უზღუდავ მაშინ არჩევანის უფლებას, მომავალში ბიბლიას თუ წაიკითხავს, ან ყურანს, ან თორას ან სხვა რელიგიას გაეცნობა, მერე გადაწყვიტოს მაშინ. და რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც სხვადასხვა რელიგიებს გაცნობია და ისე მიუღია გადაწყვეტილება?! ნუ პოპულისტობთ ეს მღდვლები რა.

საღი აზრი
8

აი მიმყვანს,ბავშვობაში რო.მონათლეთ,ხო გადაზეპირებული აქვს ბიბლია რა:D

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ნათლობას ეხება. როგორც ის წერს, ხშირად ეკლესიაში მიდიან წყვილები, რომელთაგან ერთი მართლმადიდებელია და სურს, მეორე ნახევარიც მოინათლოს.

მისი თქმით, ეს მარტივი არ არის და ნათლობას გარკვეული წესები აქვს.

"ძალიან ბევრჯერ მოხდა ასე: მოდის ეკლესიაში წყვილი, მათგან ერთ-ერთი მართლმადიდებელია და უნდა მეუღლის ან მომავალი მეუღლის (ძირითადად უცხოელის) მონათვლაც.პირდაპირ მთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ თარიღი და მოვნათლოთ. ვეკითხები თავად მოსანათლს, თუ რატომ გადაწყვიტა ნათლობა. ძირითადად ან არ იცის ანდა ამბობს, რომ მის მეუღლეს უნდა ასე ანდა ამბობს, რომ საქართველოში იყო სტუმრად და ისე მოეწონა ჩვენი ხალხი, ტრადიციები, მასპინძლობა და ა.შ., რომ უნდა ბარემ ჩვენებურად მონათლოს კიდეც.

ვეუბნები, რომ ტრადიციებს და ქართულ სუფრას არავითარი კავშირი აქვს ნათლობასთან და ვეკითხები, წაუკითხავს თუ არა თავად ბიბლია ან მინიმუმ ახალი აღთქმა და იცის თუ არა, რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რა არის ქრისტიანობაში მთავარი ან საერთოდ რა გვწამს მართლმადიდებლებს. მპასუხობს, რომ არა, ჯერ არც წაუკითხავს, არც შეუსწავლია, არც დაფიქრებულა და არც არაფერი იცის. ამ შემთხვევაში პასუხი ეკლესიისგან არის მკაცრი, ნათელი და ცალსახა: - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ადამიანის მონათვლა. ღვთის რისხვას და სასჯელს მოვიწევთ თავზე ისიც და მეც თუ ასეთი არასერიოზულობით შევასრულებთ ნათლობას. ნათლობა თამაში არ არის. პასუხს ვაგებთ განკითხვის დღეს ნათლობის საიდუმლოს გაუფასურებისთვის.

შემდეგ ამ ადამიანს და მის მეუღლესაც ვაძლევ დავალებას: თუ მართლა უნდა ნათლობა, წავიდეს სახლში, აიღოს ბიბლია, წაიკითხოს დაკვირვებით და დიდი ინტერესით, იფიქროს, გაიაზროს, თუ კითხვები გაუჩნდება მოვიდეს, ვისაუბროთ და განვმარტოთ, დაესწროს ღვთისმსახურებას ანუ უნდა გაიგოს და იწამოს ქრისტე, როგორ მისი მაცხოვარი, შემდეგ ეს უნდა აღიაროს და დაგვიდასტუროს, რომ სწამს ქრისტეს სახარება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი მონათვლა.რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი? სულ ერთია, არა აქვს მნიშვნელობა - 3 თვე იქნება, 9 თვე თუ 3 წელიწადი. მთავარია მართალი და სინდისიერი იქნება მისი ქრისტიანული გზის დასწაყისი და ღმერთიც შეეწევა მის სიცოცხლეს.ასე რომ, ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. თავად ნუ დაისჯით თავს" - წერს ლომიძე.