კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ - ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი
"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ - ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

ბა­თუ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წელი გა­ვი­და. 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

დავ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო გულ­შე­მატ­კი­ვა­რო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნე­ბო, ალ­ბად ბევ­რს გა­ინ­ტე­რე­სებთ მის შემ­დეგ ჩვე­ნი ყოფა რო­გო­რია; ტე­ლე­ვი­ზია, ჟურ­ნა­ლი- ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის, ბევ­რი ზა­რია, მე არა­ვის არ მინ­და ჩემი უა­რით გული დავ­წყვი­ტო ან ვინ­მე გა­მომ­რჩეს, მინ­და რომ სწო­რად გა­ი­გოთ ჩე­მიც, პირ­ველ რიგ­ში დე­მეტ­რეს გამო, არ მსურს რომ მან ბევ­რი ტკვი­ლი­ა­ნი შე­კი­თხვა-პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნოს, დე­მეტ­რეს­თან მქონ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და მის შე­კი­თხვებს გა­ვე­ცი პა­სუ­ხი და ესე­თი რამ მი­თხრა და მთხო­ვა:"მა­მი­კო, გა­სა­გე­ბია მე ვიცი ყვე­ლა­ფე­რი და გთხოვ მეტი ამა­ზე აღარ ვი­სა­უბ­რო­თო";

შე­კი­თხვე­ბიც კი სა­თუ­თად და­მის­ვა, იმი­ტომ რომ არ უნდა ჩემი გან­ცდე­ბით მო­სი­ლი სახე ნა­ხოს და გა­აზ­რე­ბუ­ლად და­მინ­დო ყვე­ლა­ფერ­ში, მე რა თქმა უნდა სულ ვცდი­ლობ ამ ტკი­ვი­ლით ვიყო მო­ზო­მი­ლი ჩემს შვილ­თან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკი­ვი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი გახ­და, და­ი­დო თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ბინა ჩემს გულ­ში და მე ამი­თი არა­სო­დეს არა­ვინ არ უნდა შე­ვა­წუ­ხო, არც უფ­ლე­ბა მაქვს და ისე უნდა ვმარ­თო ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რიც ეკად­რე­ბათ მათ მა­რა­დი­ულ სა­სუ­ფე­ველ­ში იქ და მე და დე­მეტ­რეს აქ;

ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან შედ­გე­ბო­და, შედ­გე­ბა და სულ ესე იქ­ნე­ბა, სხვა­ნი­რად არც მი­ცხოვ­რია და ვერც ვი­ცხოვ­რებ!!!ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ პა­ტა­რა წე­რი­ლით გად­მოგ­ცეთ ტკი­ვი­ლით გან­ვლი­ლი ეს დრო!-8 ოქ­ტომ­ბე­რი-მძი­მე დღე­ე­ბი იყო ყვე­ლას მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მედ და სა­ზარ­ლად ჩა­მოწ­ვა სიკ­ვდი­ლი, უეც­რად გაქ­რნენ და წა­ვიდ­ნენ...

დიდ ტკი­ვი­ლებ­თან, დარ­დთან და გა­უ­საძ­ლის მო­ნატ­რე­ბას­თან ერ­თად ვარ თი­თო­ე­უ­ლი წამი, დღე და ესე... ვცხოვ­რობთ მე და ჩემი დე­მეტ­რე, ერ­თმა­ნე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ხე­ლახ­ლა გა­ვი­ცა­ნით!პი­რა­დად მე რო­გორც ადა­მი­ან­მა და მშო­ბელ­მა მა­მამ, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გე­ტყვით, რომ შვი­ლის გარ­და დემე მარ­თლა დიდი აღ­მო­ჩე­ნა გახ­და ჩემ­თვის, უც­ბად და­ვი­ნა­ხე რომ ჩემს გვერ­დით არა თუ პა­ტა­რა, არა­მედ დიდი მე­გო­ბა­რი მყავს, მთე­ლი თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი გო­ნი­ე­რე­ბით, გა­აზ­რე­ბუ­ლი შეგ­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით, აი ესეთ­მა დე­მეტ­რემ მიშ­ვე­ლა და გა­და­მარ­ჩი­ნა, დღე­საც ესე გრძელ­დე­ბა, ჩემი ყვე­ლა­ზე მყა­რი და­საყ­რდე­ნი დე­მეტ­რეა, ერ­თად ვმსჯე­ლობთ, ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ერ­თმა­ნე­თის­თვის კი­დევ იმა­ზე მეტი ვართ, ვიდ­რე ვართ!!

თით­ქმის მთე­ლი წელი პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით ვა­სი­ა­მოვ­ნე დე­მეტ­რე, რომ კარ­გად გა­ვაც­ნო სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზი კუ­თხე-მდე­ბა­რე­ო­ბე­ბით; აღ­ზრდა დ გაზ­რდა რომ სწო­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად შევ­ძლო, ამის­თვის ბევ­რი რა­მის შეს­წავ­ლა მო­მი­წია და კი­დევ ბევ­რს ვსწავ­ლობ (სულ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დე ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ეს სულ ესე იყო ჩემ­ში);დღეს დე­მეტ­რე სკო­ლა ლი­ცე­უმ "მას­ტერ კლა­სი"-ს პირ­ველ კლა­სე­ლია, სწავ­ლის ამ მთა­ვარ და მნიშ­ვნე­ლო­ვან გზა­საც ერ­თად შე­ვუ­დე­ქით, მისი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მაძ­ლი­ე­რებს!

!ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც მინ­და ვთქვა და ბევ­რჯერ ვთქვი: უთ­ბი­ლე­სი მად­ლო­ბა "wissol-ვი­სო­ლი"-ს, მად­ლი­ე­რი ვარ, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან მა­ლე­ვე გვა­ჩუ­ქა ბინა! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის სკო­ლა ლი­ცე­უმ "მას­ტერკლასს" ერ­თგუ­ლად თა­ნად­გო­მი­სა და იმ უსას­ყიდ­ლო ამა­გის­თვის, რაც აკე­თეს და აკე­თე­ბენ დე­მეტ­რეს­თვის, ჯერ ბაღ­ში და ეხლა სკო­ლა­ში!მად­ლო­ბა ყვე­ლას, მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­თა­განს! უამ­რა­ვი სი­კე­თით იხა­რეთ!" - წერს დავ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

ტრაგედიამ მამა-შვილი მეტად დააახლოვა. ღმერთმა სულ ერთად ამყოფოს. მეტი უბედურება და განსაცდელი აღარ ენახოთ ცხოვრებაში. სულ სიკეთით და სიყვარულით ევლოთ. დაღუპულები კი ნათელში იყვნენ იმ ქვეყნად. 💕

ტონი მონტანა
18

ამ კაცს გაძლება და ღვთის წყალობა. აგერ ტონი რიჟვაძე პალმა დე მალიორკაზე გასაფრენად ბოინგს ქირაობს მომღერლები რო თან წაიყვანოს. ხალხი ვის ადარდებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ - ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ - ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

ბათუში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რამაზ დავლაძის ოჯახის ოთხი წევრი. მან ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.

დავლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემო გულშემატკივარო ძვირფასო ადამიანებო, ალბად ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია; ტელევიზია, ჟურნალი- ბევრი წერილი მომდის, ბევრი ზარია, მე არავის არ მინდა ჩემი უარით გული დავწყვიტო ან ვინმე გამომრჩეს, მინდა რომ სწორად გაიგოთ ჩემიც, პირველ რიგში დემეტრეს გამო, არ მსურს რომ მან ბევრი ტკვილიანი შეკითხვა-პასუხი მოისმინოს, დემეტრესთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და მის შეკითხვებს გავეცი პასუხი და ესეთი რამ მითხრა და მთხოვა:"მამიკო, გასაგებია მე ვიცი ყველაფერი და გთხოვ მეტი ამაზე აღარ ვისაუბროთო";

შეკითხვებიც კი სათუთად დამისვა, იმიტომ რომ არ უნდა ჩემი განცდებით მოსილი სახე ნახოს და გააზრებულად დამინდო ყველაფერში, მე რა თქმა უნდა სულ ვცდილობ ამ ტკივილით ვიყო მოზომილი ჩემს შვილთან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკივილი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა, დაიდო თავისი მარადიული ბინა ჩემს გულში და მე ამითი არასოდეს არავინ არ უნდა შევაწუხო, არც უფლება მაქვს და ისე უნდა ვმართო ჩემი დარჩენილი ცხოვრება როგორიც ეკადრებათ მათ მარადიულ სასუფეველში იქ და მე და დემეტრეს აქ;

ჩემი ცხოვრება ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობისგან შედგებოდა, შედგება და სულ ესე იქნება, სხვანირად არც მიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებ!!!ამიტომ გადავწყვიტე ამ პატარა წერილით გადმოგცეთ ტკივილით განვლილი ეს დრო!-8 ოქტომბერი-მძიმე დღეები იყო ყველას მოგეხსენებათ, მძიმედ და საზარლად ჩამოწვა სიკვდილი, უეცრად გაქრნენ და წავიდნენ...

დიდ ტკივილებთან, დარდთან და გაუსაძლის მონატრებასთან ერთად ვარ თითოეული წამი, დღე და ესე... ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე, ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ხელახლა გავიცანით!პირადად მე როგორც ადამიანმა და მშობელმა მამამ, გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ შვილის გარდა დემე მართლა დიდი აღმოჩენა გახდა ჩემთვის, უცბად დავინახე რომ ჩემს გვერდით არა თუ პატარა, არამედ დიდი მეგობარი მყავს, მთელი თავისი საოცარი გონიერებით, გააზრებული შეგნებითა და სიყვარულით სავსე გულშემატკივრობით, აი ესეთმა დემეტრემ მიშველა და გადამარჩინა, დღესაც ესე გრძელდება, ჩემი ყველაზე მყარი დასაყრდენი დემეტრეა, ერთად ვმსჯელობთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთმანეთისთვის კიდევ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ვართ!!

თითქმის მთელი წელი პატარ-პატარა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოგზაურობებით ვასიამოვნე დემეტრე, რომ კარგად გავაცნო საქართველო ლამაზი კუთხე-მდებარეობებით; აღზრდა დ გაზრდა რომ სწორად, ხარისხიანად შევძლო, ამისთვის ბევრი რამის შესწავლა მომიწია და კიდევ ბევრს ვსწავლობ (სულ უნდა ვითარდებოდე ადამიანი, ამიტომ ეს სულ ესე იყო ჩემში);დღეს დემეტრე სკოლა ლიცეუმ "მასტერ კლასი"-ს პირველ კლასელია, სწავლის ამ მთავარ და მნიშვნელოვან გზასაც ერთად შევუდექით, მისი მიზანდასახულობა და მოწადინებულობა კი ძალიან მახარებს და მაძლიერებს!

!ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა და ბევრჯერ ვთქვი: უთბილესი მადლობა "wissol-ვისოლი"-ს, მადლიერი ვარ, რომელმაც მომხდარი ტრაგედიიდან მალევე გვაჩუქა ბინა! უღრმესი მადლობა და მადლიერება უმაღლესი დონის სკოლა ლიცეუმ "მასტერკლასს" ერთგულად თანადგომისა და იმ უსასყიდლო ამაგისთვის, რაც აკეთეს და აკეთებენ დემეტრესთვის, ჯერ ბაღში და ეხლა სკოლაში!მადლობა ყველას, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! უამრავი სიკეთით იხარეთ!" - წერს დავლაძე.