Faceამბები
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი
"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

მა­რი­ამ ინა­ბა უკვე ათ წელ­ზე მე­ტია ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს... "ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი, ია­პო­ნუ­რი მი­თე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი გო­გოს გვერ­დი" - გვა­ტყო­ბი­ნებს მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად მა­რი­ამს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- მა­რი­ამ, გვი­ამ­ბეთ, რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა, მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, გა­რე­მო, ჰობი, გა­ტა­ცე­ბე­ბი...

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. თა­ვი­დან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. მე­ო­თხე კლა­სამ­დე ვი­ა­რე, შემ­დეგ დე­დამ კერ­ძო სკო­ლა იპო­ვა და იქ გა­და­მიყ­ვა­ნა. და­ვამ­თავ­რე "მთი­ე­ბი“, პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა იყო ჩვე­ნი კლა­სი. სა­ჯა­რო­შიც და კერ­ძო­შიც ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. რა­კი­ღა მთი­ებ­ში„ უფრო მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იქა­ურ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე მექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩვე­ნი კლა­სის აღ­მზრდე­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რი, ჩვენ რომ მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო გვქო­ნო­და. ბუ­ლინ­გი და ერ­თმა­ნე­თის ჩაგ­ვრა არც მახ­სენ­დე­ბა, რომ ყო­ფი­ლი­ყო. ასეთ გა­რე­მო­ში აღ­ზრდა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახ­ლან­დე­ლი ჰობი ფოტო/ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბაა. რად­გან ბლო­გი მაქვს, ვცდი­ლობ ახალ-ახა­ლი ად­გი­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მო­ვაგ­რო­ვო, რომ მერე ჩემს გა­მომ­წე­რებს გა­ვუ­ზი­ა­რო. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ, არ მიყ­ვარს ერთ ად­გი­ლას ჯდო­მა და ყოფ­ნა. სულ მინ­და, რომ რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლო ან ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ია­პო­ნუ­რი ენით, ქვეყ­ნით...

- ია­პო­ნუ­რი ენით მეშ­ვი­დე კლას­ში და­ვინ­ტე­რეს­დი, როცა სკო­ლა­ში ეს­პა­ნურ­სა და ია­პო­ნურს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია. ავირ­ჩიე ია­პო­ნუ­რი და მის მერე კავ­ში­რი არ გა­მი­წყვე­ტია.

- რო­გორ შე­ძე­ლით ენა ასე სრულ­ყო­ფი­ლად გეს­წავ­ლათ და რო­დის ეწ­ვი­ეთ პირ­ვე­ლად ია­პო­ნი­ას, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რო­გო­რი იყო?

- სკო­ლი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. 2013 წელს ია­პო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი სამ­წლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სზე და შე­მოვ­რჩი. როცა რო­მე­ლი­მე უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ და მხო­ლოდ მათი ენა გეს­მის, მარ­ტი­ვად გა­მახ­სოვ­რდე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და ცოტა ხელ­საც თუ შე­უ­წყობ, „მა­თი­ა­ნიც“ გახ­დე­ბი. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ კი­ო­ტო, რო­გო­რია მათი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და გვი­ამ­ბე, რაზე მუ­შა­ობ­დი იქ?

- კი­ო­ტო­ში ყვე­ლა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ტა­ძა­რი და ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. რად­გა­ნაც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე რე­ლი­გი­ე­ბის სწავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, კი­ო­ტო ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქი იყო. ზო­გა­დად ია­პო­ნი­ა­ში როცა ჩა­მო­დი­ხართ მოკ­ლე თუ გრძე­ლი ვი­ზი­ტით, სა­სურ­ვე­ლია მათი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და კულ­ტუ­რა ასე თუ ისე იცო­დეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ხან­გრძლი­ვად მო­დი­ხართ, თუ გინ­დათ, რომ მი­გი­ღონ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და რო­გორც ყვე­ლა უცხო­ელს, ისე არ შე­მოგ­ხე­დონ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, სად მო­დი­ხართ და მზად უნდა იყოთ, მათი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის და ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის­თვის. სამი წლის მან­ძილ­ზე, სა­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. მხო­ლოდ კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და მე­გობ­რის შემ­ცვლე­ლად ვას­წავ­ლი­დი ბავ­შვებს ინ­გლი­სურს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერთ ძა­ლი­ან ცნო­ბილ ბუ­დის­ტურ ტა­ძარ­ში ია­პო­ნურ-ინ­გლი­სურ ენო­ვან გი­დად ვი­მუ­შა­ვე ცოტა ხანი. შემ­დეგ ოსა­კა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ში და­ვეხ­მა­რე ია­პო­ნელ ბიზ­ნეს­მენს და იქვე შე­ფად ვმუ­შა­ობ­დი. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო წა­მო­ვე­დი და ერთ წე­ლი­წად­ში კი­ო­ტოს პრე­ფექ­ტუ­რის სა­ზღვარ­გა­რე­თის ბიზ­ნეს ცენ­ტრში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. სა­ზღვარ­გა­რე­თის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად. სამი წელი ვი­მუ­შა­ვე და ახლა ფრი­ლანსზე ვარ. ხან პრე­ფექ­ტუ­რი­დან მი­რე­კა­ვენ მოკ­ლე პრო­ექ­ტებ­ზე, თან ია­პო­ნურს ვას­წავ­ლი, უსაქ­მოდ რომ არ ვიყო.

- ია­პო­ნელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ, თქვე­ნი ორი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- 2015 წელს დავ­ქორ­წინ­დით მე და კო­სუ­კე. ჯერ არ ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად ვი­ზი­ტის დროს უცებ გა­და­წყდა და "შე­მოგ­ვე­ქორ­წი­ლა". ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რი და საყ­ვა­რე­ლი ქორ­წი­ლი გვქონ­და. მთე­ლი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი მზა­დე­ბა­ში. ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გო­რიც მინ­დო­და. პა­ტა­რა და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე. მე­ო­რე ქორ­წი­ლი ია­პო­ნი­ა­ში გვქონ­და. აქაც იყო სა­ჭი­რო ქორ­წი­ნე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა, ამი­ტომ 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა­ზე მი­ვი­ტა­ნეთ სა­ბუ­თე­ბი მე­რი­ა­ში, და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ და აპ­რილ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ია­პო­ნუ­რი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. ესეც ჩვე­ნი და­გეგ­მი­ლი, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და მე­ო­რე დღეს წვე­უ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

- ამ­ბობთ, რომ ია­პო­ნი­ა­ში ზო­გა­დად ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია და იბ­რძვით...

- ია­პო­ნია ძა­ლი­ან პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რომ არის, ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა. შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლის­თვის თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და თა­ვის გა­ტა­ნა რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­ლი ქა­ლის­თვის. თით­ქოს მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან აქა­უ­რი ქა­ლე­ბი თა­ვი­ანთ მდგო­მა­რე­ო­ბას და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა დი­დად არ აქვთ, თო­რემ ხმა რომ ამო­ი­ღონ (მხო­ლოდ თითო ორო­ლამ კი არა, სულ ყვე­ლამ) ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ჩემს ირ­გვლივ, ჩემი მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სტე­რე­ო­ტიპს არ­ღვევს და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი არი­ან. იმე­დი მაქვს, უფრო მეტი ქალი შეძ­ლებს, გან­ვი­თა­რე­ბას და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

- ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რე­ბას ია­პო­ნი­ა­ში გეგ­მავთ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ია­პო­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნას არ ვა­პი­რებთ. სხვა ქვე­ყა­ნა­ში გვინ­და გა­დას­ვლა, რამ­დე­ნი­მე წელ­ში. გვიყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და თვი­თონ ია­პო­ნი­ა­შიც, ხში­რად ვიც­ვლით სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს. ყო­ველ წელს თუ არა, ორ წელ­ში ერთხელ მა­ინც გა­დავ­დი­ვართ ახალ სახ­ლში.

- თქვენს მე­უღ­ლეს მოს­წონს სა­ქარ­თვე­ლო?

- კო­სუ­კეს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და ღვი­ნოც, ამი­ტომ ხში­რად გვაქვს სახ­ლის მე­ნი­უ­ში.

- არის მარ­თლაც ია­პო­ნია ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა, სა­დაც უკვე 25-ე სა­უ­კუ­ნეა?

- ია­პო­ნია სხვა­დას­ხვა დარ­გებ­ში გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ ახლა ჩი­ნეთს ჩა­მორ­ჩე­ბა, თუმ­ცა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში 25-ე კი არა მგო­ნი 30-ე სა­უ­კუ­ნეა.. დიდი იმე­დი მაქვს, ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვექ­ნე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში ასე­თი კარ­გი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

- რას ურ­ჩევ­დით ია­პო­ნუ­რი ენის სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს და ვი­საც ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა სურთ?

- პირ­ველ რიგ­ში, როცა სწავ­ლას და­ი­წყე­ბენ, არ და­ნებ­დნენ მა­ლე­ვე. გზა­დაგ­ზა რთულ­დე­ბა ენა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, სა­კუ­თარ შე­დეგს რომ ხე­დავ და ვი­თარ­დე­ბი. ია­პო­ნი­ის ვი­ზის მი­ღე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია და ამა­ზე ჩემს ინ­სტაგ­რამ და ფე­ის­ბუქ გვერ­დზეც ხში­რად ვდებ ხოლ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ სტუ­დენ­ტად უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ და შემ­დეგ ეცა­დონ სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩნენ. ია­პო­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნას თუ გა­და­წყვე­ტენ, აუ­ცი­ლებ­ლად სრულ­ყო­ფი­ლად უნდა იცოდ­ნენ ენა, რად­გან სტუ­დენ­ტო­ბა და მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბაა. უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და რის­კია. ამი­ტომ ენის სწავ­ლა, პრაქ­ტი­კა და ია­პო­ნე­ლე­ბის კულ­ტუ­რის სწავ­ლა, ყვე­ლა­ზე კარ­გი და­სა­წყი­სია ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად.

- რო­გო­რი პე­და­გო­გი ხართ და რო­გო­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, კო­ლე­გე­ბი გყავთ?

- მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემი პრო­ფე­სია არას­დროს ყო­ფი­ლა, ბავ­შვე­ბი მიყ­ვარს და მხო­ლოდ იმათ ვას­წავ­ლი, ვი­საც ვა­ტყობ ენის და კულ­ტუ­რის მი­მართ ინ­ტე­რესს, რად­გან ია­პო­ნუ­რი არც ისე მარ­ტი­ვია და თუ ძა­ლი­ან არ ხარ მონ­დო­მე­ბუ­ლი, ვერ ის­წავ­ლი. ბავ­შვებს მხო­ლოდ ენას არ ვას­წავ­ლი. ვე­სა­უბ­რე­ბი მათ საყ­ვა­რელ თე­მებ­ზე, ვუყ­ვე­ბი ია­პო­ნი­ის შე­სა­ხებ, ერთი მოს­წავ­ლეა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ნარ­ჩე­ნი ორი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არი­ან და იქა­ურ ამ­ბებ­საც ვცვლით ხოლ­მე. კო­ლე­გე­ბი არ მყავს, ფრი­ლან­სე­რი ვარ და ჩემი თა­ვის გამ­გე­ბე­ლი თა­ვად ვარ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
4

კიდევ ერთი ქართველი დავკარგეთ......

ლია
4

ბევრი წარნატებები მიღწევები გქონოდეთ საინტერესო ცხოვრება გაქვთ ორი აბსოლიტურად სხვა და სხვა კულტურის რელიგის ერის ქვეყნის წარმომადგენელი ხართ ბედნიერი წყვილი იყავით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

მარიამ ინაბა უკვე ათ წელზე მეტია იაპონიაში ცხოვრობს... "ერთი ჩვეულებრივი ქართველი, იაპონური მითების დამანგრეველი გოგოს გვერდი" - გვატყობინებს მისი სოციალური ქსელი. უფრო მეტის გასაგებად მარიამს დავუკავშირდით:

- მარიამ, გვიამბეთ, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა, მშობლები, პედაგოგები, გარემო, ჰობი, გატაცებები...

- დავიბადე თბილისში. თავიდან საჯარო სკოლაში დავდიოდი. მეოთხე კლასამდე ვიარე, შემდეგ დედამ კერძო სკოლა იპოვა და იქ გადამიყვანა. დავამთავრე "მთიები“, პირველი გამოშვება იყო ჩვენი კლასი. საჯაროშიც და კერძოშიც ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. რაკიღა მთიებში„ უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ძირითადი აქცენტი იქაურ მასწავლებლებზე მექნება. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი კლასის აღმზრდელები და დირექტორი, ჩვენ რომ მეგობრული გარემო გვქონოდა. ბულინგი და ერთმანეთის ჩაგვრა არც მახსენდება, რომ ყოფილიყო. ასეთ გარემოში აღზრდა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამ ვისწავლე. ახლანდელი ჰობი ფოტო/ვიდეოების გადაღებაა. რადგან ბლოგი მაქვს, ვცდილობ ახალ-ახალი ადგილები და საინტერესო ამბები მოვაგროვო, რომ მერე ჩემს გამომწერებს გავუზიარო. ძალიან აქტიური ვარ, არ მიყვარს ერთ ადგილას ჯდომა და ყოფნა. სულ მინდა, რომ რაღაც ახალი ვისწავლო ან ახალი გამოცდილება მივიღო.

- როდის დაინტერესდით იაპონური ენით, ქვეყნით...

- იაპონური ენით მეშვიდე კლასში დავინტერესდი, როცა სკოლაში ესპანურსა და იაპონურს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. ავირჩიე იაპონური და მის მერე კავშირი არ გამიწყვეტია.

- როგორ შეძელით ენა ასე სრულყოფილად გესწავლათ და როდის ეწვიეთ პირველად იაპონიას, პირველი შთაბეჭდილებები როგორი იყო?

- სკოლიდან უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. 2013 წელს იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით ჩამოვედი სამწლიანი მაგისტრატურის კურსზე და შემოვრჩი. როცა რომელიმე უცხო ქვეყანაში ცხოვრობ და მხოლოდ მათი ენა გესმის, მარტივად გამახსოვრდება დროთა განმავლობაში და ცოტა ხელსაც თუ შეუწყობ, „მათიანიც“ გახდები. რა თქმა უნდა, აუცილებელია გარკვეული საბაზისო ცოდნა.

- რატომ აირჩიეთ კიოტო, როგორია მათი წეს-ჩვეულებები და გვიამბე, რაზე მუშაობდი იქ?

- კიოტოში ყველაზე ბევრი ძველი ტაძარი და ისტორიული უბნებია შემორჩენილი. რადგანაც მაგისტრატურაზე რელიგიების სწავლა გადავწყვიტე, კიოტო ამისთვის საუკეთესო ქალაქი იყო. ზოგადად იაპონიაში როცა ჩამოდიხართ მოკლე თუ გრძელი ვიზიტით, სასურველია მათი წეს-ჩვეულებები და კულტურა ასე თუ ისე იცოდეთ, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივად მოდიხართ, თუ გინდათ, რომ მიგიღონ ადგილობრივებმა და როგორც ყველა უცხოელს, ისე არ შემოგხედონ, აუცილებლად უნდა გქონდეთ გააზრებული, სად მოდიხართ და მზად უნდა იყოთ, მათი უძველესი კულტურის და ტრადიციების მიღებისთვის. სამი წლის მანძილზე, სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მუშაობის უფლება არ მქონდა. მხოლოდ კვირაში რამდენიმე საათი და მეგობრის შემცვლელად ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ბუდისტურ ტაძარში იაპონურ-ინგლისურ ენოვან გიდად ვიმუშავე ცოტა ხანი. შემდეგ ოსაკაში ქართული რესტორნის გახსნაში დავეხმარე იაპონელ ბიზნესმენს და იქვე შეფად ვმუშაობდი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვედი და ერთ წელიწადში კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს ცენტრში დავიწყე მუშაობა. საზღვარგარეთის ბიზნესის განვითარების კოორდინატორად. სამი წელი ვიმუშავე და ახლა ფრილანსზე ვარ. ხან პრეფექტურიდან მირეკავენ მოკლე პროექტებზე, თან იაპონურს ვასწავლი, უსაქმოდ რომ არ ვიყო.

- იაპონელზე დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ, თქვენი ორი ქორწილის შესახებ გვიამბეთ...

- 2015 წელს დავქორწინდით მე და კოსუკე. ჯერ არ ვაპირებდით, მაგრამ საქართველოში ერთად ვიზიტის დროს უცებ გადაწყდა და "შემოგვექორწილა". ძალიან სპონტანური და საყვარელი ქორწილი გვქონდა. მთელი ოჯახი და ახლობლები იყვნენ ჩართული მზადებაში. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. პატარა და ძვირფასი ადამიანებით სავსე. მეორე ქორწილი იაპონიაში გვქონდა. აქაც იყო საჭირო ქორწინების დარეგისტრირება, ამიტომ 2016 წლის თებერვალში, ვალენტინობაზე მივიტანეთ საბუთები მერიაში, დავარეგისტრირეთ და აპრილში ტრადიციული იაპონური ქორწილი გადავიხადეთ. ესეც ჩვენი დაგეგმილი, ოჯახის წევრებთან ერთად და მეორე დღეს წვეულება მეგობრებთან ერთად.

- ამბობთ, რომ იაპონიაში ზოგადად ქალთა უფლებები შეზღუდულია და იბრძვით...

- იაპონია ძალიან პატრიარქალური ქვეყანა რომ არის, ახალი ამბავი არაა. შესაბამისად, ქალისთვის თავის დამკვიდრება და თავის გატანა რთულია, განსაკუთრებით უცხოელი ქალისთვის. თითქოს მიჩვეულები არიან აქაური ქალები თავიანთ მდგომარეობას და პროტესტის გრძნობა დიდად არ აქვთ, თორემ ხმა რომ ამოიღონ (მხოლოდ თითო ოროლამ კი არა, სულ ყველამ) ყველაფერი შეიცვლება. ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობრების უმეტესობა სტერეოტიპს არღვევს და საკმაოდ ძლიერი, წარმატებული ქალები არიან. იმედი მაქვს, უფრო მეტი ქალი შეძლებს, განვითარებას და მიზნების მიღწევას.

- ხანგრძლივად ცხოვრებას იაპონიაში გეგმავთ თუ საქართველოში?

- იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებთ. სხვა ქვეყანაში გვინდა გადასვლა, რამდენიმე წელში. გვიყვარს თავგადასავლები და თვითონ იაპონიაშიც, ხშირად ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ყოველ წელს თუ არა, ორ წელში ერთხელ მაინც გადავდივართ ახალ სახლში.

- თქვენს მეუღლეს მოსწონს საქართველო?

- კოსუკეს ძალიან უყვარს საქართველო, ქართული კერძები და ღვინოც, ამიტომ ხშირად გვაქვს სახლის მენიუში.

- არის მართლაც იაპონია ამომავალი მზის ქვეყანა, სადაც უკვე 25-ე საუკუნეა?

- იაპონია სხვადასხვა დარგებში განვითარების მხრივ ახლა ჩინეთს ჩამორჩება, თუმცა მომსახურების სფეროში 25-ე კი არა მგონი 30-ე საუკუნეა.. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე საქართველოშიც გვექნება ყველა სფეროში ასეთი კარგი მომსახურება.

- რას ურჩევდით იაპონური ენის სწავლის მსურველებს და ვისაც იაპონიაში ცხოვრება სურთ?

- პირველ რიგში, როცა სწავლას დაიწყებენ, არ დანებდნენ მალევე. გზადაგზა რთულდება ენა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, საკუთარ შედეგს რომ ხედავ და ვითარდები. იაპონიის ვიზის მიღება არც ისე მარტივია და ამაზე ჩემს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდზეც ხშირად ვდებ ხოლმე ინფორმაციას. შესაბამისად, ჯერ სტუდენტად უნდა ჩამოვიდნენ და შემდეგ ეცადონ სამუშაოდ დარჩნენ. იაპონიაში დარჩენას თუ გადაწყვეტენ, აუცილებლად სრულყოფილად უნდა იცოდნენ ენა, რადგან სტუდენტობა და მუშაობა სრულიად სხვადასხვა გამოცდილებაა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და რისკია. ამიტომ ენის სწავლა, პრაქტიკა და იაპონელების კულტურის სწავლა, ყველაზე კარგი დასაწყისია იაპონიაში ცხოვრების დასაწყებად.

- როგორი პედაგოგი ხართ და როგორი მოსწავლეები, კოლეგები გყავთ?

- მასწავლებლობა ჩემი პროფესია არასდროს ყოფილა, ბავშვები მიყვარს და მხოლოდ იმათ ვასწავლი, ვისაც ვატყობ ენის და კულტურის მიმართ ინტერესს, რადგან იაპონური არც ისე მარტივია და თუ ძალიან არ ხარ მონდომებული, ვერ ისწავლი. ბავშვებს მხოლოდ ენას არ ვასწავლი. ვესაუბრები მათ საყვარელ თემებზე, ვუყვები იაპონიის შესახებ, ერთი მოსწავლეა მხოლოდ საქართველოში, დანარჩენი ორი სხვადასხვა ქვეყნებში არიან და იქაურ ამბებსაც ვცვლით ხოლმე. კოლეგები არ მყავს, ფრილანსერი ვარ და ჩემი თავის გამგებელი თავად ვარ.