მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება - ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე" - უკრაინის პრემიერი
"რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება - ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე" - უკრაინის პრემიერი

რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის არა­ნა­ი­რი გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა აპი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ყვე­ლა თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ნა­ი­რი გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არ იქ­ნე­ბა, ჩვენ გან­წყო­ბი­ლი ვართ 1991 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ყვე­ლა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის - ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი. ჩვე­ნი ჯარი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მიწა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ჩვენ ჩვე­ნის­თვის ვიბ­რძვით, ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი მი­წის­თვის, ჩვე­ნი სახ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის. რუ­სუ­ლი არ­მია სრუ­ლი­ად დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რუს ჯა­რის­კა­ცებს არ ეს­მით სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე რა­ტომ უნდა შეს­წი­რონ ერთი ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლებს, გა­უ­გე­ბარ სურ­ვი­ლებს”, - აღ­ნიშ­ვნა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

მისი თქმით, რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ სა­სო­წარ­კვე­თას, აგო­ნი­ას და გა­უ­გებ­რო­ბას, თუ რა აკე­თონ შემ­დეგ.

"ჩვენ კი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გვეს­მის - ჩვენ მშობ­ლი­უ­რი მიწა უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ და ბო­ლომ­დე წა­ვალთ, სრულ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, ჩვე­ნი მი­წე­ბის სრულ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე”, - თქვა შმი­გალ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ა­მა­ტა, რომ მისი ქვე­ყა­ნა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან მას შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებს და­ტო­ვებს.

"თა­ვი­სი ატო­მუ­რი შან­ტა­ჟით, "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის” სა­ხით სა­ინ­ფორ­მა­ციო-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მი­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სა­სა­ცი­ლო გან­კარ­გუ­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის ოთხი ოლ­ქის მი­ტა­ცე­ბით, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბით პუ­ტინ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მას­თან არა­ფე­რია სა­ლა­პა­რა­კო”, - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შკოდალა
1

უკრაინელებო, აფხაზეთი მოგვახოდიე და მაყარიჩი ვემზე იყოს! 😉

გვიყვარს სნიკერსი
0

შალომ შმიგალ! არ შეჩერდე წაუსნიკერსე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება - ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე" - უკრაინის პრემიერი

"რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება - ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე" - უკრაინის პრემიერი

რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აპირებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლებას.

“დარწმუნებული ვარ, არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, ჩვენ განწყობილი ვართ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებისთვის - ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ჯარი ძალიან მოტივირებულია ჩვენი მიწა გაათავისუფლოს. ჩვენ ჩვენისთვის ვიბრძვით, ჩვენი მშობლიური მიწისთვის, ჩვენი სახლებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. რუსული არმია სრულიად დემოტივირებულია, რუს ჯარისკაცებს არ ესმით საკუთარი სიცოცხლე რატომ უნდა შესწირონ ერთი ადამიანის სურვილებს, გაუგებარ სურვილებს”, - აღნიშვნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, რუსი დამპყრობლები აჩვენებენ სასოწარკვეთას, აგონიას და გაუგებრობას, თუ რა აკეთონ შემდეგ.

"ჩვენ კი ძალიან მკაფიოდ გვესმის - ჩვენ მშობლიური მიწა უნდა გავათავისუფლოთ და ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე, ჩვენი მიწების სრულ გათავისუფლებამდე”, - თქვა შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან მას შემდეგ დაბრუნდება, რაც რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს.

"თავისი ატომური შანტაჟით, "რეფერენდუმების” სახით საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასაცილო განკარგულებით, უკრაინის ოთხი ოლქის მიტაცებით, ჩვენი ხალხისა და ბავშვების გატაცებით პუტინმა აჩვენა, რომ მასთან არაფერია სალაპარაკო”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.