პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა
ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას ორ შვილს სა­ხელ­მწი­ფო, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, ჯამ­ში 100 000 ლარს გა­და­უხ­დის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფო­რა­ცი­ას "სა­ფა­რი" ავ­რცე­ლებს.

ნინო ან­დრი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კომ­პენ­სა­ცია იმ მო­რა­ლუ­რი ტრამ­ვის­თვის მი­ი­ღეს, რისი მომსწრე­ე­ბიც მცი­რე­წლო­ვან ასაკ­ში გახ­დნენ. სა­უ­ბა­რია 2014 წელს 16 სექ­ტემ­ბერს, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცილ­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე – 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას თა­ნა­სოფ­ლე­ლი კა­ცე­ბი თავს და­ესხნენ და სა­ჯა­როდ, მთე­ლი სოფ­ლის თვალ­წინ სას­ტი­კად სცე­მეს. მომ­ხდა­რი­დან 2 დღის შემ­დეგ, 18 სექ­ტემ­ბერს, ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­სი­რის ვერ­სი­ით, მან თავი მო­იკ­ლა.

ჯე­ი­რა­ნო­ვას მა­მა­მი­სის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, ქალს ნა­თე­სა­ვებ­მა ქმრის ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ - სოფ­ლის მა­მა­კა­ცებ­მა, რო­მელ­თა შო­რის ჯე­ი­რა­ნო­ვას მე­უღ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლიც იყო, ქალი სო­ფელ­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი, ცე­მი­თა და ფურ­თხე­ბით ჩა­მო­ა­ტა­რეს, სას­ტი­კად სცე­მეს, მერე კი მა­მას მი­უყ­ვა­ნეს, - ჩა­ი­ბა­რეო!

“სა­ფარ­მა” კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ას გა­ე­როს ქალ­თა კო­მი­ტე­ტის (CEDAW) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, კო­მი­ტეტ­მა და­ად­გი­ნა, რომ “სა­ქარ­თვე­ლომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ქა­ლის მი­მართ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით და ღირ­სე­ბის სა­ხე­ლით ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით”. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფოს, ერთი მხრივ, სწო­რად და ეფექ­ტი­ა­ნად უნდა წა­რე­მარ­თა გა­მო­ძე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას შვი­ლე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია გა­და­ე­ხა­და.

ნინო ან­დრი­აშ­ვი­ლის გან­მარ­თე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც იყო მო­პა­სუ­ხე მხა­რე, კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობ­და:

“ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სა­ერ­თოდ არ აღი­ა­რა ჩვე­ნი წარ­დგე­ნი­ლი სარ­ჩე­ლი. ამ­ბობ­დნენ, არა­ვი­თარ შემ­თვე­ვა­ში არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, რად­გან CEDAW-მ მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა და ჩვენ არ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კომ­პენ­სა­ცია და­ვა­კის­როთ სა­ხელ­მწი­ფო­სო.”ან­დრი­აშ­ვი­ლის თქმით, CEDAW-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და­ზე სა­სა­მარ­თლო დავა დღის წეს­რიგ­ში სა­ერ­თოდ არ იდგა და მო­სა­მარ­თლეს მხო­ლოდ თან­ხის ოდე­ნო­ბა­ზე უნდა ემ­სჯე­ლა. იუ­რის­ტი გან­მარ­ტავს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე მი­ი­ღე­ბა, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სხდო­მა ჩა­ი­ნიშ­ნა, სა­დაც მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ე­ბი მო­ის­მი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, “სა­ფა­რის” მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ოდე­ნო­ბის – თი­თო­ე­ულ შვილ­ზე 100 000 ლა­რის ნაც­ვლად, სა­სა­მარ­თლომ თი­თო­ე­უ­ლის­თვის 50 000 ლარი გან­სა­ზღვრა." - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

ყოჩაღ ნინო, კარგია რომ გადაახდევინეთ მაგ არაადამიენს! 100 ათსი კი არა მილიონი უნდა დააკისრო! ახლა რაც შეეხება იმ ქმირს ბიძაშვუილს მაგ პირუტყვს ვინ კიტხავდა ქამრი ყავდა და ის გასცემდა პქასუხს თუ რამე იყო და წარმომიდგენია სულაც არაფერი იყო, ვიღაცს დაელაპარაკა და ეგ არის! ჯერ სულ ბავშვი ვიყავი კახეტში შარაზ ბავშვებთან ვიჯექი და იქ ბიჭიც იჯდა ხოლმე და დეიდაჩემს მიუტანეს ამბავი გარეტ შარაზე ზის ბიჭებიც არიანო! არადა ვიყავით 12-13 წლის ბავშვები! სადაც ქართველებს ეს გაგება აქვთ თათრებს რაღ უნდა მოსტხოვო! უბედური ჯიში!

სპაიდერმენი
0

ძალიან შემეცოდა ეს ქალი, რომც ჩაედინა ის რისთვისაც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, ასეთი ველურიზმი უარესი დანაშაულია! კომპენსაციის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ რატო უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ გადამხდელების ჯიბიდან ამ პარაზიტების გადასახდელი ფული, ისწავლონ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა და დაეკისროს იმათ ვინც ეს სიველურე ჩაიდინა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორაციას "საფარი" ავრცელებს.

ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატუსირის ვერსიით, მან თავი მოიკლა.

ჯეირანოვას მამამისის მონათხრობის თანახმად, ქალს ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და სასტიკად გაუსწორდნენ - სოფლის მამაკაცებმა, რომელთა შორის ჯეირანოვას მეუღლის ბიძაშვილიც იყო, ქალი სოფელში ფეხშიშველი, ცემითა და ფურთხებით ჩამოატარეს, სასტიკად სცემეს, მერე კი მამას მიუყვანეს, - ჩაიბარეო!

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.

ორგანიზაციის თანახმად, კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ნინო ანდრიაშვილის განმართებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც იყო მოპასუხე მხარე, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:

“ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი წარდგენილი სარჩელი. ამბობდნენ, არავითარ შემთვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, კომპენსაცია დავაკისროთ სახელმწიფოსო.”ანდრიაშვილის თქმით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა." - აცხადებს ადვოკატი.