მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

თსუ-ს რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­დის. მან დღეს

აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თა.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი ხნით ადრე მი­ვი­ღე, რის შე­სა­ხე­ბაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ საბ­ჭოს ვაც­ნო­ბე მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის იმ ევ­რო­პულ გზა­ზე სვლას, რა გზა­საც დღეს ად­გას, კვლავ ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს.

და­ბო­ლოს, მი­ხა­რია, რომ ვარ 300 000 კურსდამ­თავ­რე­ბულს შო­რის ერთ-ერთი და რომ მრა­ვა­ლი წელი ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი რე­გი­ონ­ში პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტს. ერთხელ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი, მუ­დამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უკავ­შირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ვრჩე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად და დიდ გულ­შე­მატ­კივ­რად“,- აცხა­დებს გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე.

ამას­თან, თსუ-ს რექ­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნის მი­ღე­ბა­ზეც სა­უბ­რობს.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მო­მა­ნი­ჭა.

მი­ხა­რია და ვა­მა­ყობ, რად­გან ეს არ არის პერ­სო­ნა­ლუ­რი ჯილ­დო, ეს ჯილ­დო ეკუთ­ვნის ჩვენს პრო­ფე­სო­რებს, ჩვენს სტუ­დენ­ტებს, ჩვენს მეც­ნი­ე­რებს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და: ჩვენ შევ­ძე­ლით და დღეს თსუ-ს აქვს ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (AUA) ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა; მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­დე­გად თსუ რე­გი­ონ­ში კვლავ ყვე­ლა­ზე დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. 50%-ით გავ­ზარ­დეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბაც მა­შინ, როცა არ შეც­ვლი­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წესი; პირ­ვე­ლად ჩვენს რე­გი­ონ­ში სწო­რედ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და კონ­კრე­ტუ­ლად თსუ-ში გა­იხ­სნა ევ­რო­პის აკა­დე­მი­ის (AE) და EPLO-ს რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრე­ბი; სა­ქარ­თვე­ლო გახ­და მე­სა­მე ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში და 24-ე მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც ამე­რი­კის ქი­მი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აქვს; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 1.5 %-ში შე­დის და არა­ერთ პროგ­რა­მას აქვს გავ­ლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია (ABET, FIBAA); მზარ­დია უცხო­ე­ნო­ვა­ნი, ერ­თობ­ლი­ვი და ორ­მა­გი ხა­რის­ხის მქო­ნე პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა; შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­ზარ­და აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა; შთამ­ბეჭ­და­ვია ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ნუს­ხა, და­წყე­ბუ­ლი მე­ო­რე კორ­პუ­სის აღ­დგე­ნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სხვა სა­მეც­ნი­ე­რო თუ სას­წავ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით. მე ვარ ძა­ლი­ან ამა­ყი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ ერ­თად შევ­ძე­ლით.

კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სტუ­დენ­ტებს და ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს. ჩვენ სწო­რედ ერ­თად მო­ვა­ხერ­ხეთ ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, თუმ­ცა კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი“, - წერს შარ­ვა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ხო მოუმატა ადმინისტრაციას ხელფასები შერჩევით ზოგს მოუმატეს, ზოგს არა. და ამ დროს რამდენი მკვდარი სულია, რომლებსაც თანამრომლები არც კი იცნობენ. ორ-ორი, სამ-სამი შტატები ახლობებს, მეგობრებს, ნათესავებს...

!!!
0

ბუღალტერს დააწიეს !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან მიდის. მან დღეს

აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა.

"გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.

დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“,- აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

ამასთან, თსუ-ს რექტორი პრეზიდენტის მიერ ბრწყინვალების ორდენის მიღებაზეც საუბრობს.

"ჩემთვის დიდი პატივია ბრწყინვალების ორდენის მიღება, რომელიც საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა.

მიხარია და ვამაყობ, რადგან ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მეცნიერებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ შევძელით და დღეს თსუ-ს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუ-ში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი“, - წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.