მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი
"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი

ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის თა­მა­ში სა­ქარ­თვე­ლო-მა­კე­დო­ნი­ის მატჩზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბის­თვის. მარ­თა­ლია, რი­გით მე­ო­რე გო­ლის ავ­ტო­რი კვა­რა­ცხე­ლია გახ­ლდათ, მაგ­რამ თა­ვად ხვი­ჩა­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გოლი ზივ­ზი­ვა­ძეს ეკუთ­ვნო­და.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ბუ­დუს მე­უღ­ლე ნინი კვერ­ნა­ძე გახ­ლავთ. სწო­რედ ის გვი­ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ფორ­ვარ­დის სპორ­ტულ აღ­მას­ვლა­ზე, მის კა­რი­ე­რა­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, ოჯახ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, შვილ­ზე...

- ნინი, ბუდუ მატ­ჩის შემ­დეგ ემო­ცი­ებს ხში­რად გი­ზი­ა­რებთ?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ზი­ა­რებს, ხში­რად თა­მაშს თა­ვა­დაც ვეს­წრე­ბი.

- მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რებ­თან მატ­ჩის შემ­დეგ ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს, იმ დღის ემო­ცი­ე­ბი რო­გო­რი იყო?

- ეს დღე ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ბუ­დუმ ნაკ­რებ­ში სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რა. სტა­დი­ონ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ მისი ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. თა­მა­შის შემ­დეგ მთელ­მა ოჯახ­მა სას­ტუმ­რო­ში ვნა­ხეთ, მი­ვუ­ლო­ცეთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ შეკ­რე­ბუ­ლი, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, სა­ერ­თო სი­ხა­რუ­ლი იყო და ამის ნახ­ვა ჩემ­თვის - ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო.

- რო­დე­საც თქვენ­თან მარ­ტო დარ­ჩა, თა­ვად ამ დღე­ზე რას ამ­ბობ­და?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მარ­ტო ვე­ღარ ვნა­ხე (იცი­ნის): მალე გა­ემ­გზავ­რა.

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი ქცე­ვა, რო­დე­საც სა­გო­ლე პასი კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­ა­წო­და.

- ამით თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ამა­ყი იყო და სი­ნა­ნუ­ლი იმის გამო, რომ თა­ვად არ გა­ი­ტა­ნა, ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია.

- იგი­ვე ჟეს­ტი თურ­მე კვა­რა­ცხე­ლი­ას­გა­ნაც ახ­სოვ­და.

- დიახ, ეს სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შის დროს მომ­ხდა­რა.

- მი­ამ­ბეთ, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო, ბუ­დუს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნეთ.

- ეს ამ­ბა­ვი 4 წლის წინ მოხ­და. ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც დღეს არის, მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ორი­ვე ქუ­თა­ი­სი­დან ვართ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რი­დან გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გან­ვი­თარ­და და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. მა­შინ ბუდუ და­ნი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და.

- ბუ­დუმ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა?

- რომ და­ვი­ნა­ხე, გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იყო საკ­მა­ოდ მორ­ცხვი, თავ­მდა­ბა­ლი. ბუდუ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია.

- სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ აგიხ­სნათ?

- გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდა, რომ ვუყ­ვარ­დი. ეს არ ყო­ფი­ლა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით.

- თა­ვად? მის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა გჩ­ვე­ვი­ათ?

- სა­ნამ ოჯახს შევ­ქმნი­დით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თა­მაშ­ზე და­სას­წრე­ბად მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მივ­დი­ო­დი. ბუ­დუს თა­მაშ­ზე სხვა ქა­ლაქ­ში ჩავ­სულ­ვარ. როცა "ტორ­პე­დო­ში" გა­და­ვი­და, მა­შინ მე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თა­მაშ­ზე ჩავ­დი­ო­დი. ეს მის­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო.

- ხე­ლის თხოვ­ნა, ოჯახ­ში მოს­ვლით, ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით გქონ­დათ?

- არა. ბუდუ უნ­გრეთ­ში რომ წა­ვი­და, გა­დავ­წყვი­ტეთ, მეც მას­თან ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

- არა, მაგ­რამ ვგეგ­მავთ.

- ეს დღე რო­გო­რი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- გრან­დი­ო­ზუ­ლი და ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი სტი­ლი არ არის. ამ დღეს ვიწ­რო წრე­ში აღ­ვნიშ­ნავთ, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

- დღე, რო­მე­ლიც თქვე­ნი 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად გახ­სოვთ, რო­მე­ლია?

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი დას­ვე­ნე­ბა. ბა­თუმ­ში წა­ვე­დით და იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გვქონ­და.

- კა­მა­თის შემ­დეგ პირ­ველ ნა­ბიჯს რო­მე­ლი დგამთ?

- ხან რო­გორ ხდე­ბა და ხან რო­გორ, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, გა­აჩ­ნია, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არც მე მი­ჭირს და არც მას. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ამას მი­ვეჩ­ვი­ეთ, ერ­თმა­ნე­თი ისე­თე­ბი მი­ვი­ღეთ, რო­გო­რე­ბიც ვართ და ერ­თმა­ნე­თის აზრს პა­ტივს ვცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­მა­თიც თით­ქმის არ გვაქვს.

- რო­გორც ვიცი, ნაკ­რე­ბის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბიც მე­გობ­რობთ?

- რა თქმა უნდა, ვმე­გობ­რობთ, თუმ­ცა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა ცო­ტა­თი ჭირს, რად­გან ყვე­ლა­ნი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. სად­მე თუ გა­და­ვიკ­ვე­თე­ბით, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. უნ­გრეთ­ში ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა უმე­ტე­სად უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან გვაქვს. უნ­გრეთ­ში თა­მა­შობს ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ბე­რი­ძე. რო­დე­საც ბუდუ "უი­პეშ­ტში" გა­და­ვი­და, გი­ორ­გის თა­ნად­გო­მა ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

- სა­ნამ ბუდუ "ფე­ჰერ­ვა­რი­დან" "უი­პეშ­ტში" იჯა­რით გა­და­ვი­დო­და, კა­რი­ე­რა­ში ცო­ტა­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. ამ დროს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- ნამ­დვი­ლად ასე იყო, "ფე­ჰერ­ვარ­ში" სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, სა­თა­მა­შო დროს არ აძ­ლევ­დნენ და ამის გამო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო. ბუდუ საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია, ცუდ ემო­ცი­ას არას­დროს გვიჩ­ვე­ნებს. საქ­მე­სა და ოჯახს ერ­თმა­ნე­თის­გან მიჯ­ნავს. "უი­პეშ­ტში" პირ­ველ­სა­ვე თა­მაშ­ზე გოლი გა­ი­ტა­ნა. ახ­ლაც "ფე­ჰერ­ვარ­შია", ახ­ლაც თით­ქმის იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, არ აძ­ლე­ვენ სა­თა­მა­შო დროს, და ისევ წა­მოს­ვლა­ზე ფიქ­რობს.

- ამ გუნდთან კონ­ტრაქ­ტი რო­დის უს­რულ­დე­ბა?

- კონ­ტრაქ­ტი მალე უს­რულ­დე­ბა, ნა­ხე­ვა­რი სე­ზო­ნი დარ­ჩა. იჯა­რით წას­ვლა აღარ მო­უ­წევს, კონ­ტრაქტს სხვა გუნდთან გა­ა­ფორ­მებს. ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ოც­ნე­ბაა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. რო­დე­საც პირ­ვე­ლი გოლი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით გა­ი­ტა­ნა, ამ­ბობ­და, რომ ეს მისი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა იყო.

- რო­გო­რია ხოლ­მე მისი გან­წყო­ბა, როცა ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბა­ზე მო­დის?

- ძა­ლი­ან უხა­რია. ახლა ამ­ბობ­და, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და ემო­ცი­ით და­ვი­მუხ­ტე­ბიო. ახლა გიბ­რალ­ტარ­შია, 2 დღე­ში თა­მა­ში აქვს. ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა.

- ერთი გო­გო­ნა გყავთ. მი­ამ­ბეთ, ბუდუ რო­გო­რი მა­მაა?

- ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და კარ­გი მა­მაა, შე­უძ­ლია, ბავ­შვს ისე მო­უ­ა­როს, რო­გორც თა­ვად ვუვ­ლი, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ბა­ნა­ო­ბა, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა... ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა. შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შაი ბუ­დუს­თან ისე დავ­ტო­ვო, არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

ჯარგი წყვილია, ლამაზი. წარმატებები!

ქართველი
1

ღმერთმა გაბედნიეროთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი

"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი

ბუდუ ზივზივაძის თამაში საქართველო-მაკედონიის მატჩზე დასამახსოვრებელი იყო ქართველი ქომაგებისთვის. მართალია, რიგით მეორე გოლის ავტორი კვარაცხელია გახლდათ, მაგრამ თავად ხვიჩამაც აღნიშნა, რომ ეს გოლი ზივზივაძეს ეკუთვნოდა.

ჩემი რესპონდენტი ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძე გახლავთ. სწორედ ის გვიამბობს ქართველი ფორვარდის სპორტულ აღმასვლაზე, მის კარიერაში არსებულ სირთულეებზე, ოჯახზე, სიყვარულზე, შვილზე...

- ნინი, ბუდუ მატჩის შემდეგ ემოციებს ხშირად გიზიარებთ?

- შეძლებისდაგვარად მიზიარებს, ხშირად თამაშს თავადაც ვესწრები.

- მაკედონიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, იმ დღის ემოციები როგორი იყო?

- ეს დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ბუდუმ ნაკრებში საუკეთესო თამაში ჩაატარა. სტადიონზე ვიყავი, მაგრამ იქ მისი ნახვა ვერ მოვახერხე. თამაშის შემდეგ მთელმა ოჯახმა სასტუმროში ვნახეთ, მივულოცეთ. იქ ძალიან ბევრი ადამიანი გახლდათ შეკრებული, ფოტოებს იღებდნენ, საერთო სიხარული იყო და ამის ნახვა ჩემთვის - ძალიან სასიამოვნო.

- როდესაც თქვენთან მარტო დარჩა, თავად ამ დღეზე რას ამბობდა?

- სიმართლე გითხრათ, მარტო ვეღარ ვნახე (იცინის): მალე გაემგზავრა.

- აღსანიშნავია მისი ქცევა, როდესაც საგოლე პასი კვარაცხელიას ჩააწოდა.

- ამით თავადაც ძალიან ამაყი იყო და სინანული იმის გამო, რომ თავად არ გაიტანა, ნამდვილად არ ჰქონია.

- იგივე ჟესტი თურმე კვარაცხელიასგანაც ახსოვდა.

- დიახ, ეს საზღვარგარეთ თამაშის დროს მომხდარა.

- მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო, ბუდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.

- ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

- ბუდუმ როგორი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა?

- რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია.

- სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

- თავად? მისთვის სიურპრიზების მოწყობა გჩვევიათ?

- სანამ ოჯახს შევქმნიდით, იყო შემთხვევები, როცა თამაშზე დასასწრებად მისთვის მოულოდნელად მივდიოდი. ბუდუს თამაშზე სხვა ქალაქში ჩავსულვარ. როცა "ტორპედოში" გადავიდა, მაშინ მე თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ ქუთაისში აბსოლუტურად ყველა თამაშზე ჩავდიოდი. ეს მისთვის დიდი სტიმული იყო.

- ხელის თხოვნა, ოჯახში მოსვლით, ტრადიციების დაცვით გქონდათ?

- არა. ბუდუ უნგრეთში რომ წავიდა, გადავწყვიტეთ, მეც მასთან ერთად წავსულიყავი.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, მაგრამ ვგეგმავთ.

- ეს დღე როგორი წარმოგიდგენიათ?

- გრანდიოზული და ხალხმრავალი წვეულებები ჩვენი სტილი არ არის. ამ დღეს ვიწრო წრეში აღვნიშნავთ, მოკრძალებულად, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

- დღე, რომელიც თქვენი 4-წლიანი ურთიერთობიდან გამორჩეულად გახსოვთ, რომელია?

- ჩვენი პირველი ერთობლივი დასვენება. ბათუმში წავედით და იმ პერიოდში ძალიან გამორჩეული და ბედნიერი დღეები გვქონდა.

- კამათის შემდეგ პირველ ნაბიჯს რომელი დგამთ?

- ხან როგორ ხდება და ხან როგორ, რთული სათქმელია, გააჩნია, ვინ არის დამნაშავე. პირველი ნაბიჯის გადადგმა არც მე მიჭირს და არც მას. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს.

- როგორც ვიცი, ნაკრების წევრებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ფეხბურთელების მეუღლეებიც მეგობრობთ?

- რა თქმა უნდა, ვმეგობრობთ, თუმცა ეროვნული ნაკრების წევრი ფეხბურთელების ცოლებთან მეგობრობა ცოტათი ჭირს, რადგან ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებით. სადმე თუ გადავიკვეთებით, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უნგრეთში ახლო ურთიერთობა უმეტესად უკრაინელებთან გვაქვს. უნგრეთში თამაშობს ჩვენი უახლოესი მეგობარი გიორგი ბერიძე. როდესაც ბუდუ "უიპეშტში" გადავიდა, გიორგის თანადგომა ამ დროს მნიშვნელოვანი იყო.

- სანამ ბუდუ "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" იჯარით გადავიდოდა, კარიერაში ცოტათი რთული პერიოდი ჰქონდა. ამ დროს როგორ გაიხსენებთ?

- ნამდვილად ასე იყო, "ფეჰერვარში" საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენის საშუალება არ ჰქონდა, სათამაშო დროს არ აძლევდნენ და ამის გამო იმედგაცრუებული იყო. ბუდუ საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, ცუდ ემოციას არასდროს გვიჩვენებს. საქმესა და ოჯახს ერთმანეთისგან მიჯნავს. "უიპეშტში" პირველსავე თამაშზე გოლი გაიტანა. ახლაც "ფეჰერვარშია", ახლაც თითქმის იმავე სიტუაციაშია, არ აძლევენ სათამაშო დროს, და ისევ წამოსვლაზე ფიქრობს.

- ამ გუნდთან კონტრაქტი როდის უსრულდება?

- კონტრაქტი მალე უსრულდება, ნახევარი სეზონი დარჩა. იჯარით წასვლა აღარ მოუწევს, კონტრაქტს სხვა გუნდთან გააფორმებს. ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. როდესაც პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით გაიტანა, ამბობდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულება იყო.

- როგორია ხოლმე მისი განწყობა, როცა ნაკრების შეკრებაზე მოდის?

- ძალიან უხარია. ახლა ამბობდა, დადებითი ენერგიით და ემოციით დავიმუხტებიო. ახლა გიბრალტარშია, 2 დღეში თამაში აქვს. ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოში იქნება.

- ერთი გოგონა გყავთ. მიამბეთ, ბუდუ როგორი მამაა?

- ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა... ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო....წაიკითხეთ სრულად