მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს
მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი მექ­სი­კის და­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სან მი­გელ ტო­ტო­ლა­პა­ნის მე­რი­ა­ში შე­იჭრ­ნენ, მათ ქა­ლა­ქის მერი, მენ­დო­ზა ალ­მე­და და კი­დევ, სულ მცი­რე, 17 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა ასე­ვე პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი.

პარ­ტი­ამ, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის მერი წარ­მო­ად­გენ­და, მომ­ხდარს "ლაჩ­რუ­ლად მოკ­ვლა" უწო­და და დაგ­მო. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას მო­ი­თხო­ვენ.

თავ­დას­ხმა­ში Los Tequileros-ის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბაა და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­კარ­ტელს წარ­მო­ად­გენს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ცხედ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. თავ­დას­ხმის შემ­დეგ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­სა­ძებ­ნად არ­მი­ი­სა და სა­ზღვაო ძა­ლე­ბის და­ნა­ყო­ფებს გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

სან მი­გელ ტო­ტო­ლა­პა­ნი Tierra Caliente-ს რე­გი­ო­ნის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს. ესაა და­სავ­ლეთ მექ­სი­კის ნარ­კო­კარ­ტე­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ნა­წი­ლი, სა­დაც ხში­რა­დაა ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა იყო თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი, მაგ­რამ რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი იშ­ვი­ა­თი არაა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
10

საქართველოშიც მალე ეგრე იქნება...

დგ
3

ეგ ცოტააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს

შეიარაღებული პირები მექსიკის დასავლეთში მდებარე ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანის მერიაში შეიჭრნენ, მათ ქალაქის მერი, მენდოზა ალმედა და კიდევ, სულ მცირე, 17 ადამიანი მოკლეს. სროლის დროს დაიღუპა ასევე პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და საკრებულოს წევრი.

პარტიამ, რომელსაც ქალაქის მერი წარმოადგენდა, მომხდარს "ლაჩრულად მოკვლა" უწოდა და დაგმო. პოლიტიკოსები სამართლიანობას მოითხოვენ.

თავდასხმაში Los Tequileros-ის კრიმინალური დაჯგუფებაა დადანაშაულებული, რომელიც ნარკოკარტელს წარმოადგენს.

სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ფოტოები გავრცელდა. თავდასხმის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირების მოსაძებნად არმიისა და საზღვაო ძალების დანაყოფებს გამოიყენებდა.

სან მიგელ ტოტოლაპანი Tierra Caliente-ს რეგიონის შუაგულში მდებარეობს. ესაა დასავლეთ მექსიკის ნარკოკარტელის მიერ კონტროლირებადი ნაწილი, სადაც ხშირადაა ძალადობის შემთხვევები. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი, მაგრამ რეგიონში ადგილობრივი ოფიციალური პირების მკვლელობები იშვიათი არაა.

წყარო: bbc

მოამზადა ანა სიბოშვილმა