ავტორი:

რუსეთის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცების მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რადგან ისინი ტყეში, მოცვის საკრეფად არიან წასულები

რუსეთის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცების მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რადგან ისინი ტყეში, მოცვის საკრეფად არიან წასულები

კარელიიის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი) სოფელ შელტოზეროში პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ვერ შედგა, რადგან მამაკაცები ტყეში მოცვის საკრებად არიან წასულები.

ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მამაკაცების ნაწილს სოციალური ქსელის საშუალებით მისწერა და სამხედრო აღრიცხვის ოფისში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ აცნობა, მაგრამ ადგილზე არავინ გამოცხადდა.

მობილიზაცია კი იმის გამო ჩაიშალა, რომ სოფელში მამაკაცები აღარ არიან. ხელისუფლება ამ მოვლენას მოცვის მოსავლის სეზონის დაწყებას უკავშირებს, რომლის დროსაც, ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს სოფლებს და კენკრის შესაგროველად ტყეებში მიდის. უცნაური ის არის, რომ ამ ეტაპზე სოფლის ადმინისტრაციის თანაშრომლების ადგილსამყოფელიც უცნობია.

გარდა შელტოზეროსი, წელს მოცვის შეგროვება სოფელ რიბრეკაში მცხოვრებმა წვევამდელებმაც გადაწყვიტეს. აქამდე ეს არასოდეს უცდიათ. რიბრეკადან მხოლოდ რამდენიმე მამაკაცის მობილიზება მოხერხდა, როგორც ჩანს, მათ ჯერ ვერ მოასწრეს მოცვის საკრეფად წასვლა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები საომრად გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააკონკრეტა, რომ მობილიზაციაში დაახლოებით 300 000 რუსი იქნება ჩართული.

წყარო