პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიგიყვანთ ნიკოლაევში, ან ზაპოროჟიეში და იმდენი იმღერეთ, რამდენიც გინდათ" - "მის ყირიმი 2022" "червона калина"-ს სიმღერის გამო დააჯარიმეს
"მიგიყვანთ ნიკოლაევში, ან ზაპოროჟიეში და იმდენი იმღერეთ, რამდენიც გინდათ" - "მის ყირიმი 2022" "червона калина"-ს სიმღერის გამო დააჯარიმეს

"მის ყი­რი­მი 2022", ოლგა ვა­ლი­ე­ვა უკ­რა­ი­ნუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რის, "червона калина“-ს სიმ­ღე­რის­თვის 40 000 რუ­სუ­ლი რუბ­ლით (და­ახ­ლო­ე­ბით 680$) და­ა­ჯა­რი­მეს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა.

რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო TASS წერს, ვა­ლი­ე­ვა პა­ტიმ­რო­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­ურ­ჩა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დეო აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც "ორი გო­გო­ნა ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საბ­რძო­ლო ჰიმნს მღე­რო­და". ვი­დე­ო­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ მათ გო­გო­ნე­ბი და­ა­კა­ვეს, რად­გა­ნაც გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ისი­ნი "არა­კა­ნო­ნი­ერ ქმე­დე­ბებს ჩა­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად სცნო და ვა­ლე­ე­ვას მე­გო­ბარს 10-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მი­ე­სა­ჯა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "червона калина" არის პატ­რი­ო­ტუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ოლეგ კრი­უ­ჩკოვ­მა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ე.წ. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა Telegram-ზე და­წე­რა, - "ყი­რიმ­ში ნორ­მა­ლუ­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის­თვის არა­ვინ ის­ჯე­ბა, მაგ­რამ აქ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბის გა­ლო­ბას არა­ვინ და­უშ­ვებს! თუ "червона калина"-ს ან "Батько наш Бандера"-ს სიმ­ღე­რა გსურთ, პლატ­ფორ­მას ჩვენ­ვე მოგ­ცემთ - მი­გიყ­ვანთ ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნი­კო­ლა­ევ­ში ან ზა­პო­რო­ჟი­ე­ში და იმ­დე­ნი იმ­ღე­რეთ, რამ­დე­ნიც გინ­დათ."

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

ასეთმა უსახურმა რატომ უნდა გაიმარჯვოს აღარაფერს ვამბობ რომ ტუჩები ლაყუჩებად უქცევია და სახეზე გადაუფრუჩქნია! ზომა წონას რომ ვერ იგებენ! 

-------
0

გაიხედევი იქითა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მიგიყვანთ ნიკოლაევში, ან ზაპოროჟიეში და იმდენი იმღერეთ, რამდენიც გინდათ" - "მის ყირიმი 2022" "червона калина"-ს სიმღერის გამო დააჯარიმეს

"მიგიყვანთ ნიკოლაევში, ან ზაპოროჟიეში და იმდენი იმღერეთ, რამდენიც გინდათ" - "მის ყირიმი 2022" "червона калина"-ს სიმღერის გამო დააჯარიმეს

"მის ყირიმი 2022", ოლგა ვალიევა უკრაინული პატრიოტული სიმღერის, "червона калина“-ს სიმღერისთვის 40 000 რუსული რუბლით (დაახლოებით 680$) დააჯარიმეს, - ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS წერს, ვალიევა პატიმრობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ არასრულწლოვანი შვილები ჰყავს.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ მათ ინტერნეტში ვიდეო აღმოაჩინეს, რომელშიც "ორი გოგონა ექსტრემისტული ორგანიზაციის საბრძოლო ჰიმნს მღეროდა". ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ მათ გოგონები დააკავეს, რადგანაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი "არაკანონიერ ქმედებებს ჩადიოდნენ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული."

მოგვიანებით, ისინი სასამართლომ დამნაშავეებად სცნო და ვალეევას მეგობარს 10-დღიანი პატიმრობაც მიესაჯა. შეგახსენებთ, რომ "червона калина" არის პატრიოტული უკრაინული სიმღერა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული.

ოლეგ კრიუჩკოვმა, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა Telegram-ზე დაწერა, - "ყირიმში ნორმალური უკრაინული სიმღერებისთვის არავინ ისჯება, მაგრამ აქ ნაციონალისტური საგალობლების გალობას არავინ დაუშვებს! თუ "червона калина"-ს ან "Батько наш Бандера"-ს სიმღერა გსურთ, პლატფორმას ჩვენვე მოგცემთ - მიგიყვანთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ნიკოლაევში ან ზაპოროჟიეში და იმდენი იმღერეთ, რამდენიც გინდათ."

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა