ავტორი:

კიმ კარდაშიანის თქმით, მისი მომდევნო შეყვარებული მეცნიერი, ან ექიმი უნდა იყოს - რეალითი შოუების ვარსკვლავის ახალი ტაქტიკა

კიმ კარდაშიანის თქმით, მისი მომდევნო შეყვარებული მეცნიერი, ან ექიმი უნდა იყოს - რეალითი შოუების ვარსკვლავის ახალი ტაქტიკა

კიმ კარდაშიანმა The late night show-ში ჯეიმს გორდონთან სტუმრობისას, კომიკოს პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ პირველად ისაუბრა სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე.

კარდაშიანმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მარტოხელაა, მაგრამ ბედნიერია. 41 წლის კიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალ ურთიერთობას არ ეძებს, მისივე თქმით, იცის, რომ მეორე ნახევრის ძებნის ხერხები უნდა შეცვალოს, რადგან "ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას სურს".

"ამაზე არ მიფიქრია, რადგან არ ვეძებ ახალ ურთიერთობას. უბრალოდ, მინდა ცოტა ხნით განვიტვირთო. ვაპირებ დრო საკუთარ თავს დავუთმო, სწავლა დავამთავრო და ა.შ. მაგრამ სამომავლოდ, მგონია რომ სხვა ადგილებში უნდა ვეძებო მეორე ნახევარი, რაღაცის შეცვლა მესაჭიროება", - აბობს კარდაშიანი.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა წამყვანს უთხრა, რომ როცა ურთიერთობებისთვის მზად იქნება, შესაძლოა, ახალ სიყვარულთან შესახვედრად საავადმყოფოში ან საადვოკატო ფირმაშიც კი წავიდეს: "ვფიქრობ, ჩემი მომავალი შეყვარებული მეცნიერი, ნეირომეცნიერი, ბიოქიმიკოსი, ექიმი, ან ადვოკატი უნდა იყოს, დაახლოებით ასე წარმომიდგენია მისი პროფესია", - ამბობს კიმი.

კიმი და პიტ დევიდსონი ცხრა თვის განმავლობაში იდილიურ ურთიერთობაში იყვნენ მანამ, სანამ დევიდსონს გადაღებების გამო ავსტრალიაში წასვლა მოუწევდა.

დევიდსონს კარდაშიანის სიყვარულის ნიშნად, შესაბამისი ტატუც კი გაიკეთა. პიტთან რომანამდე, კარდაშიანი დაქორწინებული იყო რეპერ ქანიე უესტზე, რომელთანაც მას ოთხი შვილი ჰყავს.

კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი

წყარო: harpersbazaar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა