ავტორი:

"ახლა ანათემას გადამცემენ, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქრთველოში... ეს შეამცირებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას" - რას წერს ნარკოლოგი?

"ახლა ანათემას გადამცემენ, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქრთველოში... ეს შეამცირებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას" - რას წერს ნარკოლოგი?

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკონტროლო გაყიდვის პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს, სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში, რაც მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მკვეთრ შემცირებას.

"ამფეტამინი, ალპფ, მეტაფმეტამინი, აბაზანის მარილი ბევრი ახალი და უცნობი ნივთიერება ჩნდება ბაზარზე და კიდე უფრო მოუმატებს, გაზრდილი მიგრაცია გახსნილი საზღვრები უამრავი ლტოლვილი და მიგრანტი ახალგაზრდა კაცები მომდგარი საზღვრებთან. კოკაინი, ფენტანილი და მძიმე შედეგები გახშირებული სუიციდი და უცნაური სიკვდილები ახალგაზრდების და რას ვაკეთებთ ჩვენ რას უპირისპირებთ ამას ყველაფერს?

რა ქმედებას ჩავდივართ ნებისმიერი ჩვენგანი? - არაფერს. პირიქით ვებრძვით არსებულ სერვისებს, როგორიც არის ჩანაცვლებითი თერაპია, დავდევთ პაციენტებს, რომლებიც პროგრამებში დადიან, პოლიცია ხარჯავს უამრავ რესურს და მათ სტიგმატიზირებას ვახდენთ.

ახლა მეორე უბედურება - ფსიქოტროპული აფთიაქები და უკონტროლო ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ისევ შავი აფთიაქების პრობლემა რომელიც ვერ გვარდება და რატომ?? იმიტომ რომ არის მოთხოვნა, სანამ იქნება მოთხოვნა იქნება მიწოდებაც - ეს არის შავი ბაზრის კანონი, ამიტომ აქაც შეიძლება შეცვლა რაღაცების!

გავხადოთ ლეგალური, როგორც ჩანაცვლებაა და მივცეთ ლეგალურად, ჩავრთოთ სამედიცინო სერვისში ეს ადამიანები და მერე დავეხმაროთ, დავაფიქროთ მათ მდგომარეობაზე... გავხადოთ კონტროლირებადი მიღება და შემდეგ მივიღოთ ზომები მათი დახმარებისთვის. და მესამე ახლა გადამცემენ ანათემას, დაწვას დამიპირებს ბევრი მაგრამ მაინც ვთვლი და აუცილებელია, რომ მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში.

კონტროლირებადი მიღება, მარიხუანის ბაზრის ლეგალიზება მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მათი უზარმაზარი ზიანის შემცირებას და ასევე სხვა მედიცინის დარგებში მარიხიანის დანერგვა და მისგან დამზადებული პრეპარატების ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვება მოხსნის უამრავ პრობლემას ამ ქვეყანაში!! რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ბევრი არაფერი:

1 პოლიციას - გამომძიებლებს, კრიმინალურ პოლიციას ჩაუტაროთ ტრენინგები, თუ რა არის ჩანაცვლებითი თერაპია და რა სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის. მე ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ რეგიონში ჩავატარებ ამ ტრენინგებს და ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ვიმეგობრებთ პოლიციასთან. მასთან ერთად შევცვლით ნარატივს, რომ ინექციური მოხმარება არის ცუდი !! და ზიანის მომტანი!

2 კანონის დონეზე მივცეთ ნარკოლოგებს უფლება, რომ აიყვანონ მკურნალობაზე პაციენტები ვინც მოიხმარენ სააფთიაქო ნარკოტიკს, შემუშავდეს პროგრამა ამ ადამიანების ჩართვის ამ პროგრამებში და შემდგომ მოხდეს მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია.

3 მუდმივად ვისაუბროთ ტელევიზიით ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზიანზე და რა ნივთიერებები არის ბაზარზე. მოხდეს შავი ბაზრის კვლევა, თუ რა ხდება და შესაბამისად პრევენცია ზედოზირების! გახდეს ნალოქსონი ხელმისაწვდომი ყველასთვის და აუხსნათ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ ზედოზირების დროს და ასე შემდეგ... უამრავი აქტივობის დანერგვა შეიძლება ამ მიმართულებით - ჩაერთონ ახალგაზრდული ორგანიზაციები

4 პარლამენტმა გადმოიტანოს მარიხუანა მეორე სიაში და მოხდეს მარიხუანას დაშვება ფარმაცევტულ ბაზარზე და სამკურნალო მარიხუანას ცენტრების გახსნა ისევ აზრები ხმამაღლა" - წერს ზურა სიხარულიძე.