ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი აცახდებს, რომ მარტოხელა დედას, რომელსაც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდა, საზოგადოების მიერ შეგროვილი თანხით სახლი უყიდეს.
"ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს მართლა. არ დაიჯერებთ არაფრით და დედას, ორ შვილთან ერთად, რომელსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნებათ. შეგროვდა ყველაფრისთვის საკმარისი ფული. ექნებათ ახალი, საკუთარი სახლი. დაიწყებენ ახალ ცხოვრებას. ჩვენგან ექნებათ ყველაფერი, რაც ბავშვებს დასჭირდებათ. სახლი გაფორმდება შვილზე, რომელიც ჯერ ორი წლისაა და მისი სრულწლოვნობის ასაკამდე, მეტს არავის ექნება განკარგვის საშუალება. ადამიანებმა, ადამიანებს საკუთარი სახლი უყიდეს და პატარები ქუჩაში ცხოვრებას და ყველა უბედურებას გადაარჩინეს. აი ასეთი ქვეყანა ვართ. ყველას უზარმაზარი მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამხელა ბედნიერებაში. ალბათ ღამე არცერთს არ დაგვეძინება, გავსკდით ემოციებით მართლა. იამაყეთ, რა ადამიანები ხართ. იამაყეთ, რამხელა ბედნიერებას აკეთებთ ერთად. იამაყეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი. მე ძალიან მიყვარხართ ადამიანებ" - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ოჯახთან დაკავშრებით, აკა სინჯიკაშვილი თავდაპირველად წერდა:
"სასწრაფოდ გთხოვთ ყურადღებას! გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე. ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ. საერთოდ ყველამ მიატოვა და რამდენგანაც დასახლდნენ, გადაუხდელობის გამო, ყველა სახლიდან ქუჩაში გამოყარეს. მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით რა კარგი გოგოა, სულ ტირის და ჩვენც ვცდილობთ დავამშვიდოთ. რასაც ხედავთ, ამის მეტი საერთოდ არაფერი არ აბადიათ. ძალიან სასწრაფოდ უნდა ვუპოვოთ ბავშვებს საიმედო თავშესაფარი. ვუქირავოთ და ჩვენ მივხედოთ, თორემ ფოტოზე რომ ხედავთ, ამაზე მეტი საშინელება დატრიალდება. ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, გამივრცელოთ ეს ამბავი.
ბავშვები ისეთი საყვარლები არიან და როგორ გვეხუტებიან, მართლა მათსავით ვტირით ყველა. ჯერ სახლს ვუპოვით და დანარჩენ ნივთებს მერე მოვუგროვებთ ყველაფერს. დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას და თქვენი, ყველას დახმარების დიდი იმედი გვაქვს!
აბა ჩვენ ვიცით, ბავშვებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ." - წერდა აკა სნჯიკაშვილი.
გაიხარეთ!
დიდი მადლიაა
აკა საოცარი ადამიანია.ასეთი ადამიანები იშვიათად არიან და უამრავი მადლობა მას ამ დაუზოგავი შრომისთვის.