მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა მეწარმე ქალს საჩუქრად გადაეცა
სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა მეწარმე ქალს საჩუქრად გადაეცა

და­რი­ნა თე­დო­რა­ძე ახალ­გზარ­და პე­და­გო­გია დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გვი­და­ქე­დან. საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად მე­წარ­მე­ო­ბა­საც ეწე­ვა და მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, მა­მა­პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მო­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს მარ­თავს და ნა­ტუ­რა­ლურ თაფლსაც აწარ­მო­ებს.

სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოც­და ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში პირ­ვე­ლად 2018 წელს სცა­და. თა­ვი­დან აგრო-ბიზ­ნე­სით და­კავ­და და თაფ­ლის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძმას­თან ერ­თად სო­ფელ­ში სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო "თაფ­ლი­და­რი“ მო­ა­წყო და პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში მი­ი­ღო. ბედ­ნი­ე­რია, რომ მისი მშობ­ლი­უ­რი მხა­რით ტუ­რის­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა და რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვს.

"სო­ფელ გვი­და­ქე­ში წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლის ბა­ზა­ზე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო ძმას­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე. ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს. როცა მე სკო­ლა­ში ან კო­ლე­ჯში მი­წევს მუ­შა­ო­ბა ამ დროს სას­ტუმ­როს ჩემი ძმა ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ვცდი­ლობთ, არც მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და­ვი­ვი­წყოთ და თაფ­ლიც მხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ვა­წარ­მო­ოთ. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რესს ერ­თი­ო­რად ზრდის“, -ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი მე­წარ­მე.

ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბი­სა თუ შე­სა­ბა­მი­სი პლატ­ფორ­მის შე­ძე­ნა და­რი­ნას საკ­მა­ოდ რთულ საქ­მედ ეჩ­ვე­ნე­ბო­და, სა­ნამ KIU-ს ინო­ვა­ტორ სტუ­დენ­ტებს გა­იც­ნობ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მე­წარ­მემ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და USAID-ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში მო­წყო­ბილ გა­მო­ფე­ნა­ში,

ად­გილ­ზე გა­ეც­ნო თუ რას სთა­ვა­ზობ­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი და რა ტი­პის სი­ახ­ლე შე­ეძ­ლო და­ე­ნერ­გა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უცხო­ე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­რი­ნამ და KIU-ს სტუ­დენ­ტებ­მა ანა ჩხიკ­ვა­ძემ, ნინი ცერ­ცვა­ძემ, ნი­კო­ლოზ გუ­ბე­ლა­ძემ და ერეკ­ლე ლომ­თა­ძემ ერთ გუნ­დად იმუ­შა­ვეს. წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრეს თუ რა ტი­პის პლატ­ფორ­მა იქ­ნე­ბო­და ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი მე­წარ­მე ქა­ლის ბიზ­ნე­სის­თვის. ახალ­გაზ­რდებ­მა დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის შე­დე­გად, ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, სას­ტუმ­რო "თაფ­ლი­და­რის­თვის“ შექ­მნეს ვებ-პლატ­ფორ­მა. სა­იტ­ზე ასე­ვე გან­თავ­სდა ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი თაფ­ლი­სა და ტუ­რის­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია, ვებ-გვერ­დი და­რი­ნა თე­დო­რა­ძეს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა. სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­ი­ტის და­ფი­ნან­სე­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უზ­რუნ­ველ­ყო, რი­თაც და­რი­ნამ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და­ზო­გა.

"და­ვეს­წა­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­წყო­ბილ სტუ­დენ­ტუ­რი ბი­ზენს პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნას. გა­მაკ­ვირ­ვა იმ სი­ახ­ლე­ებ­მა და სერ­ვის­მა, რა­საც ახალ­გაზ­რდე­ბი გვთა­ვა­ზობ­დნენ მე­წარ­მე­ებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი ამ დრომ­დე არ გვქონ­და, რაც ძა­ლი­ან გვიშ­ლი­და ხელს, რო­გორც ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში, ისე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გვავ­ქვს ვებ-გვერ­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ტუ­რის­ტებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით შე­ეძ­ლე­ბათ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ. კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი სწო­რედ უცხო­ე­ლებ­ზე ვართ და ვფიქ­რობ ამ გზით ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი ჩვენს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სერ­ვი­სებს ერთ სა­იტ­ზე გა­ეც­ნო­ბა. საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვეთ ახალ­გაზ­რდებ­თან და მი­ხა­რია, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან უკვე ახა­ლი ძა­ლე­ბით და­ვი­წყებ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, .“ - აღ­ნიშ­ნავს და­რი­ნა.

და­რი­ნას მსგავ­სად პრო­ექ­ტის "სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ KIU-ს სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით შექ­მნი­ლი ვებ-გვერ­დე­ბი ჯამ­ში 6 ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა მეწარმე ქალს საჩუქრად გადაეცა

სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა მეწარმე ქალს საჩუქრად გადაეცა

დარინა თედორაძე ახალგზარდა პედაგოგია დუშეთის რაიონის სოფელ გვიდაქედან. საყვარელი პროფესიის პარალელურად მეწარმეობასაც ეწევა და მშობლიურ სოფელში, მამაპაპისეულ კარ-მიდამოში ტურისტებისთვის საოჯახო ტიპის სასტუმროს მართავს და ნატურალურ თაფლსაც აწარმოებს.

საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ბიზნესის სფეროში პირველად 2018 წელს სცადა. თავიდან აგრო-ბიზნესით დაკავდა და თაფლის წარმოება დაიწყო. მოგვიანებით ძმასთან ერთად სოფელში საოჯახო ტიპის სასტუმრო ,,თაფლიდარი“ მოაწყო და პირველი სტუმრები მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო. ბედნიერია, რომ მისი მშობლიური მხარით ტურისტების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და რეგიონის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

,,სოფელ გვიდაქეში წინაპრების სახლის ბაზაზე საოჯახო ტიპის სასტუმრო ძმასთან ერთად გავაკეთე. ბიზნესის მართვაში ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ვართ ჩართული. ვალდებულებები გადანაწილებული გვაქვს. როცა მე სკოლაში ან კოლეჯში მიწევს მუშაობა ამ დროს სასტუმროს ჩემი ძმა ხელმძღვანელობს. ვცდილობთ, არც მამაპაპისეული ტრადიციები დავივიწყოთ და თაფლიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ვაწარმოოთ. ეს ყოველივე კი მომხმარებელთა ინტერესს ერთიორად ზრდის“, -ამბობს ახალგაზრდა ქალი მეწარმე.

ბიზნესის განვითარება, ონლაინ გაყიდვებისა თუ შესაბამისი პლატფორმის შეძენა დარინას საკმაოდ რთულ საქმედ ეჩვენებოდა, სანამ KIU-ს ინოვატორ სტუდენტებს გაიცნობდა. რამდენიმე თვის წინ მეწარმემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში,

ადგილზე გაეცნო თუ რას სთავაზობდნენ ახალგაზრდები და რა ტიპის სიახლე შეეძლო დაენერგა ბიზნესის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდების მიერ შეთავაზებული ინოვაციური პლატფორმა იქნებოდა საუკეთესო საშუალება, მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცხოელი მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა.

კოლაბორაციის ფარგლებში დარინამ და KIU-ს სტუდენტებმა ანა ჩხიკვაძემ, ნინი ცერცვაძემ, ნიკოლოზ გუბელაძემ და ერეკლე ლომთაძემ ერთ გუნდად იმუშავეს. წინასწარ განსაზღვრეს თუ რა ტიპის პლატფორმა იქნებოდა ზუსტად მორგებული მეწარმე ქალის ბიზნესისთვის. ახალგაზრდებმა დატვირთული რეჟიმის შედეგად, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებითა და შესაძლებლობების გაერთიანებით, სასტუმრო ,,თაფლიდარისთვის“ შექმნეს ვებ-პლატფორმა. საიტზე ასევე განთავსდა ინფორმაცია ოჯახის მიერ წარმოებული თაფლისა და ტურისტებისთვის შეთავაზებული ტურების შესახებ. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ვებ-გვერდი დარინა თედორაძეს პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადაეცა. სტუდენტების მიერ შექმნილი საიტის დაფინანსება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უზრუნველყო, რითაც დარინამ ფინანსური რესურსი დაზოგა.

,,დავესწარი უნივერსიტეტში მოწყობილ სტუდენტური ბიზენს პროექტების გამოფენას. გამაკვირვა იმ სიახლეებმა და სერვისმა, რასაც ახალგაზრდები გვთავაზობდნენ მეწარმეებს. ოფიციალური საიტი ამ დრომდე არ გვქონდა, რაც ძალიან გვიშლიდა ხელს, როგორც ბიზნესის მართვაში, ისე ინფორმაციის გავრცელებაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გვავქვს ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ტურისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ. კონცენტრირებული სწორედ უცხოელებზე ვართ და ვფიქრობ ამ გზით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირი ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისებს ერთ საიტზე გაეცნობა. საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ ახალგაზრდებთან და მიხარია, რომ ახალი სეზონიდან უკვე ახალი ძალებით დავიწყებ ბიზნესის განვითარებას, .“ - აღნიშნავს დარინა.

დარინას მსგავსად პროექტის ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ვებ-გვერდები ჯამში 6 ბიზნესკომპანიას გადაეცა.

NS