ავტორი:

"რა ბედნიერებაა, რომ მათ ვძულვარ, ვისაც ვერასდროს ვიტანდი... იყვნენ ყმები და გახდნენ მონები" - რას წერს ალა პუგაჩოვა

"რა ბედნიერებაა, რომ მათ ვძულვარ, ვისაც ვერასდროს ვიტანდი... იყვნენ ყმები და გახდნენ მონები" - რას წერს ალა პუგაჩოვა

მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას ღიად უპირისპირდება და აპროტესტებს რუსული ძალის შეჭრას უკრაინაში, "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისთვის ბედნიერებაა იმ ადამიანებისგან სიძულვილი, რომლებსაც ვერასდროს იტანდა.

"ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებაა, რომ ვძულვარ მათ, ვისაც ვერასდროს ვიტანდი. მათ რომ მოვწონდე, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ტყუილად მიცხოვრია, ტყუილად მიმღერია.

მიზეზი ცხადია, იყვნენ ყმები და გახდნენ მონები",- წერს ალა პუგაჩოვა.

  • ცნობისთვის, ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა რუსეთი ომის დაწყებიდან მალევე დატოვეს. მოგვიანებით ალა პუგაჩოვა მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ მან თავისი ქვეყანა კვლავ დატოვა, ამჯერად სამუდამოდ.

იმის გამო, რომ მომღერალი პუტინს უპირისპირდება, მას რუსეთში კრემლის მომხრეები და პროპაგანდისტები აკრიტიკებენ.