მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიქტორ ჯაფარიძემ, POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ" - სუბარი
"ვიქტორ ჯაფარიძემ, POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ" - სუბარი

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის „ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რმა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ, ტე­ლე­კომ­პა­ნია POS TV -ის წი­ლე­ბის 52% შე­ი­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ „ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა მოძ­რა­ო­ბის ახა­ლი წევ­რე­ბის წარ­დგე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს გა­რე­მო­ე­ბა მოძ­რა­ო­ბას ხელს შე­უ­წყობს, რათა მათი სათ­ქმე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ვი­დეს.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის ძალა“ და­ვა­ფუძ­ნეთ რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მენ­ტარ­მა, თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა მა­ლე­ვე გა­ფარ­თოვ­და და პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მას შე­მო­უ­ერ­თდნენ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნი­დან. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და წარ­მო­ვუდ­გი­ნოთ მოძ­რა­ო­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა.

ფარ­თოვ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა. კერ­ძოდ ჩვენს სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს და­ე­მა­ტე­ბა 5 პარ­ლა­მენ­ტა­რი - ეკა სე­ფაშ­ვი­ლი, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, და­ვით კა­ჭა­რა­ვა, დაჩი ბე­რა­ია და ზაალ მი­ქე­ლა­ძე. მთლი­ა­ნო­ბა­ში ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში 9 წევ­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი რაც ნიშ­ნავს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა რი­ცხოვ­ნო­ბით მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი. გარ­და ამი­სა მოძ­რა­ო­ბას შე­მო­უ­ერ­თდნენ ექ­სპერ­ტე­ბი - თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ქა­და­გი­ძე, და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ნუკ­რი შო­ში­აშ­ვი­ლი, ოთარ ჭუ­ლუ­ხა­ძე, ნიკა ქო­ბუ­ლა­ძე და იო­ა­ნე შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას შე­უ­ერ­თდნენ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან.

ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ შე­ი­ძი­ნა ტე­ლე­ვი­ზია „პოს ტვ“-ის წი­ლე­ბის 52%. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ხელს შეგ­ვი­წყობს სათ­ქმე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე კი­დევ უფრო ფარ­თოდ მი­ვი­ტა­ნოთ. აღ­ვნიშ­ნავთ კი­დევ ერთხელ, რომ დღე­ვან­დელ ურ­თუ­ლეს გა­რე­მო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერთ გზად სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­მარ­თლით აღ­ჭურ­ვა გვე­სა­ხე­ბა. გვჯე­რა, რომ სი­მარ­თლით აღ­ჭურ­ვილ ხალ­ხის ძა­ლას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში წინ ვე­ღა­რა­ფე­რი აღუდ­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიშანი
1

ფეხები გადაჯვარედინებული მარტო მაჭარაშვილს რატო აქვს, რამე ნიშანია?

ddd
1

წერაც რო დაგეზარება ადამიანს ამათზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ვიქტორ ჯაფარიძემ, POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ" - სუბარი

"ვიქტორ ჯაფარიძემ, POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ" - სუბარი

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარემოება მოძრაობას ხელს შეუწყობს, რათა მათი სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს.

"საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რაიონიდან. დღეს საზოგადოებას გვინდა წარმოვუდგინოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა.

ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 წევრით იქნება წარმოდგენილი რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა მოძრაობას შემოუერთდნენ ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონალური წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.