პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდის ქართული ქვები ვერონას ბუნებრივი ქვების საერთაშორისო გამოფენაზე
ზოდის ქართული ქვები ვერონას ბუნებრივი ქვების საერთაშორისო გამოფენაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი და წარ­მო­ე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი იტა­ლი­ის ქა­ლაქ ვე­რო­ნა­ში გა­მარ­თულ ქვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა Marmomac 2022 წარ­სდგა.

Marmomac გა­მო­ფე­ნა ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში წამ­ყვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს 47 ქვეყ­ნი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბის ექ­სპო­ზი­ცია ხდე­ბა. ქარ­თუ­ლი ქვე­ბი ვე­რო­ნას გა­მო­ფე­ნა­ზე წელს პირ­ვე­ლად ზო­დის და Colliers Georgia Mining & Minerals თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ვი­და.

"გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ ქარ­თუ­ლი მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი ქვე­ბი - კირ­ქვა, გრა­ნი­ტი და ბა­ზალ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ექ­სტე­რი­ე­რის მო­სა­პირ­კე­თე­ბელ­მა კირ­ქვამ, რომ­ლის ხა­რის­ხი და ვი­ზუ­ა­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლია ქვის და­მუ­შა­ვე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის­თვის. რამ­დე­ნი­მე თვეა რაც ზო­დის და Colliers MMS-ის ძა­ლის­ხმე­ვით ქარ­თუ­ლი კირ­ქვის ექ­სპორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია რო­გორც სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა, ასე­ვე წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი დახ­ვე­წა და მისი სა­უ­კე­თე­სო სტან­დარ­ტებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბა, რა­საც ზოდი სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა ფა­ზა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ­გვარ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვეხ­მა­რე­ბა გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის ცნო­ბა­დო­ბა და გა­ვა­ფარ­თო­ვოთ წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბიც” - გა­ნა­ცხა­და ზო­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზაურ გა­ბა­ი­ძემ.

ზო­დი­სა და Colliers MMS პარტნი­ო­რო­ბა ქარ­თუ­ლი ქვე­ბის სა­ექ­სპორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე თვეა და­ი­წყო. პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა იტა­ლი­ის, ის­რა­ე­ლი­სა და გალ­ფის ქვეყ­ნე­ბის ბა­ზარ­ზე. “გა­მო­ფე­ნა­ზე ქვე­ბის წარ­დგე­ნის გარ­და და­ვას­რუ­ლეთ რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამე­რი­კის, ბელ­გი­ის, იტა­ლი­ი­სა და ჩი­ნე­თის მწარ­მო­ებ­ლებ­თან. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პო­ტენ­ცი­ურ სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა ასე­ვე ავ­სტრა­ლია და სინ­გა­პუ­რი. იმე­დი გვაქვს ზო­დის წარ­მო­ე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია წარ­მა­ტე­ბით და­იმ­კვიდ­რებს ად­გილს ასეთ მა­ღალ­კონ­კუ­რენ­ტულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე” - მაია ზავ­რაშ­ვი­ლი, Colliers Georgia Mining & Minerals მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ზოდის ქართული ქვები ვერონას ბუნებრივი ქვების საერთაშორისო გამოფენაზე

ზოდის ქართული ქვები ვერონას ბუნებრივი ქვების საერთაშორისო გამოფენაზე

საქართველოში მოპოვებული და წარმოებული ბუნებრივი ქვები იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ ქვების საერთაშორისო გამოფენა Marmomac 2022 წარსდგა.

Marmomac გამოფენა ბუნებრივი ქვების ინდუსტრიაში წამყვანი ღონისძიებაა, რომელზეც მსოფლიოს 47 ქვეყნიდან წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი ქვების ექსპოზიცია ხდება. ქართული ქვები ვერონას გამოფენაზე წელს პირველად ზოდის და Colliers Georgia Mining & Minerals თანამშრომლობით გავიდა.

"გამოფენა-გაყიდვაზე წარვადგინეთ ქართული მოსაპირკეთებელი ქვები - კირქვა, გრანიტი და ბაზალტი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელმა კირქვამ, რომლის ხარისხი და ვიზუალი მიმზიდველია ქვის დამუშავების სფეროში მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისთვის. რამდენიმე თვეა რაც ზოდის და Colliers MMS-ის ძალისხმევით ქართული კირქვის ექსპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია როგორც საექსპორტო ბაზრების გაფართოვება, ასევე წარმოების ხარისხის მუდმივი დახვეწა და მისი საუკეთესო სტანდარტებთან გათანაბრება, რასაც ზოდი საკუთარი წარმოების ყველა ფაზაში უზრუნველყოფს. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა და გავაფართოვოთ წარმოების მასშტაბიც” - განაცხადა ზოდის დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ.

ზოდისა და Colliers MMS პარტნიორობა ქართული ქვების საექსპორტო მიმართულებით რამდენიმე თვეა დაიწყო. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება იტალიის, ისრაელისა და გალფის ქვეყნების ბაზარზე. “გამოფენაზე ქვების წარდგენის გარდა დავასრულეთ რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკება ამერიკის, ბელგიის, იტალიისა და ჩინეთის მწარმოებლებთან. უახლოეს პერიოდში პოტენციურ საექსპორტო ქვეყნებად განიხილება ასევე ავსტრალია და სინგაპური. იმედი გვაქვს ზოდის წარმოებული ქართული პროდუქცია წარმატებით დაიმკვიდრებს ადგილს ასეთ მაღალკონკურენტულ საერთაშორისო ბაზრებზე” - მაია ზავრაშვილი, Colliers Georgia Mining & Minerals მმართველი პარტნიორი.

(R)