სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება
"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ ხელი მო­ა­წე­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი abkhaz-auto.ru-ს ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, 18-დან 27 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც აქამ­დე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი არ აქვთ, უწყე­ბას მი­ი­ღე­ბენ. გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, რომ­ლებ­საც გაწ­ვე­ვის ვადა ამო­ე­წუ­რათ, სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვენ. აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაწ­ვე­ვა­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­ვა­ლათ..." -წერს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა Апсныпресс.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბჟა­ნი­ას და­ვა­ლე­ბით, აფხა­ზეთ­ში სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო მომ­ზა­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნა. 26 სექ­ტემ­ბერს ას­ლან ბჟა­ნია ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდა, სა­დაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

21 სექ­ტემ­ბერს რუ­სეთ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხი, შე­ე­ხე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. სო­ხუმ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია არ შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რებს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Meduza-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კრემ­ლი გა­ნი­ხი­ლავს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

ბჟა­ნი­ას დღე­ვან­დელ გან­კარ­გუ­ლე­ბას აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა და მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლის თქმით, შორს არ არის ის დრო, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ისე­თი­ვე პრო­ტეს­ტი და­ი­წყე­ბა, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში - "ეს ჩვე­ნი ომი არ არის!"

"გთხოვთ, ვინ­მემ გან­მი­მარ­ტოთ - ეს გაწ­ვე­ვა მა­თაც ეხე­ბათ, ვინც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლობს?.. არც რემ­ბო ვარ და არც ბეტ­მე­ნი, ხელ­ში ია­რა­ღი არას­დროს მჭე­რია და სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნდა, რომ მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ­ტურ ად­ლე­ი­ბა.

"სრუ­ლი­ად შე­საძ­ლოა, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვა იყოს, რომ არა ის სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის კვალ­დაკ­ვალ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­და. მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, ისი­ნი ვი­საც პატ­რო­ნი არ ჰყავთ, ვისი მა­მე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში არ მუ­შა­ო­ბენ, გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არ ჰყავთ, არც ფული აქვთ და არც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჰყავთ სა­ახ­ლობ­ლო­ში, რო­მე­ლიც გა­და­რე­კავს და ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს, ისე­დაც მიჰ­ყავ­დათ ჯარ­ში. ისი­ნი უძ­ლე­ბენ იმ პი­რო­ბებს, რაც ჩვენს არ­მი­ა­შია. ზოგი სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბით რუ­სეთ­შიც წა­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ ოჯა­ხი არ ნერ­ვი­უ­ლობ­და, იცო­და, რომ შვი­ლი და­უბ­რუნ­დე­ბო­და... ახლა კი რა ხდე­ბა?..

ბჟა­ნია, არ­ძინ­ბა და აშუ­ბა ერთს ამ­ბო­ბენ, მე­ო­რეს აკე­თე­ბენ. ამი­ტომ ყვე­ლა პა­ნი­კა­შია. ხე­და­ვენ რაც ხდე­ბა რუ­სეთ­ში, ლარსზე, რუ­სე­თის სხვა სა­ზღვრებ­ზე და ეში­ნი­ათ, რომ მათი შვი­ლე­ბით არ მოხ­დეს ამ დე­ზერ­ტი­რე­ბის შევ­სე­ბა... არ მჯე­რა, რომ ახლა ეს ახალ­წვე­უ­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ბი­ან და აქ მი­ი­ღე­ბენ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბას. თუ ახლა არ ამო­ვი­ღებთ ხმას, მერე უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა იმის გარ­კვე­ვა, სად უშ­ვე­ბენ ჩვენს შვი­ლებს... " -წერს ნუგ­ზარ ჯი­კირ­ბა.

"ამ­ბო­ბენ, რომ სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ხალ­ხი გა­უშ­ვეს ომში... ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფი­ნეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, სომ­ხეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­იქ­ცა, რუსი კა­ცე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი აფხა­ზეთ­ში "ხა­ვერ­დო­ვა­ნი სე­ზო­ნით" ტკბე­ბი­ან, ბიზ­ნე­სის­თვის ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ომში გა­ვუშ­ვათ, რა­ტომ?!.." - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ოლე­სია ჩა­ჩხა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
0

დროზე მოითხოვეთ საქართველოში გაერთიანება, სანამ გვიან არ არის, რადგან რუსი საკუთარს არ ინდობს და თქვენ დაგინდობთ?

niko
0

ეხლა აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს გეტყვიან: ჩვენ ხომ ვიომეთ ქართველებთან თქვენს გამო, არც ის იყო ჩვენი ომი და ეხლა თქვენ იომეთ ჩვენს გამო უკრაინელებთანო. უკრაინელები ქართველებისგან განსხვავებით არ დაგინდობენ და ღირსებიც იქნებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევის შესახებ ბრძანებას პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინტერნეტგვერდი abkhaz-auto.ru-ს ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

"ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებსაც აქამდე სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ, უწყებას მიიღებენ. განკარგულების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს, ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციებს აფხაზეთის მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაევალათ..." -წერს აფხაზური გამოცემა Апсныпресс.

რამდენიმე დღის წინ, ბჟანიას დავალებით, აფხაზეთში სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად სპეციალური კომისია შეიქმნა. 26 სექტემბერს ასლან ბჟანია ქალაქებისა და რეგიონების ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც ამ მიმართულებით მათ მიერ განხორციელებული აქტივობებით დაინტერესდა.

21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან საბრძოლველად.

ბჟანიას დღევანდელ განკარგულებას აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე კრიტიკა და მღელვარება მოჰყვა. ნაწილის თქმით, შორს არ არის ის დრო, როდესაც მოსახლეობაში ისეთივე პროტესტი დაიწყება, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში - "ეს ჩვენი ომი არ არის!"

"გთხოვთ, ვინმემ განმიმარტოთ - ეს გაწვევა მათაც ეხებათ, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს?.. არც რემბო ვარ და არც ბეტმენი, ხელში იარაღი არასდროს მჭერია და საერთოდაც, მიმაჩნდა, რომ მე და ჩემს თანატოლებს, უკრაინის ტერიტორიაზე არაფერი გვესაქმება" - წერს ინტერნეტმომხმარებელი არტურ ადლეიბა.

"სრულიად შესაძლოა, რომ ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული სამხედრო გაწვევა იყოს, რომ არა ის სახიფათო ვითარება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყანაში განვითარდა. მოდით, ვაღიაროთ, ჩვენი ბავშვები, ისინი ვისაც პატრონი არ ჰყავთ, ვისი მამები და ოჯახის წევრები საჯარო უწყებებში არ მუშაობენ, გავლენიანი ნათესავები არ ჰყავთ, არც ფული აქვთ და არც "კანონიერი ქურდი" ჰყავთ საახლობლოში, რომელიც გადარეკავს და ამ პრობლემას მოაგვარებს, ისედაც მიჰყავდათ ჯარში. ისინი უძლებენ იმ პირობებს, რაც ჩვენს არმიაშია. ზოგი სპეციალური სწავლებით რუსეთშიც წაუყვანიათ, მაგრამ ოჯახი არ ნერვიულობდა, იცოდა, რომ შვილი დაუბრუნდებოდა... ახლა კი რა ხდება?..

ბჟანია, არძინბა და აშუბა ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. ამიტომ ყველა პანიკაშია. ხედავენ რაც ხდება რუსეთში, ლარსზე, რუსეთის სხვა საზღვრებზე და ეშინიათ, რომ მათი შვილებით არ მოხდეს ამ დეზერტირების შევსება... არ მჯერა, რომ ახლა ეს ახალწვეულები აფხაზეთში დარჩებიან და აქ მიიღებენ სამხედრო გამოცდილებას. თუ ახლა არ ამოვიღებთ ხმას, მერე უკვე გვიანი იქნება იმის გარკვევა, სად უშვებენ ჩვენს შვილებს... " -წერს ნუგზარ ჯიკირბა.

"ამბობენ, რომ სრულიად მოუმზადებელი ხალხი გაუშვეს ომში... ათასობით ადამიანი, საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გაიქცა, რუსი კაცები და ახალგაზრდები აფხაზეთში "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან, ბიზნესისთვის ადგილებს ათვალიერებენ და ჩვენი შვილები ომში გავუშვათ, რატომ?!.." - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ოლესია ჩაჩხალია.