ავტორი:

ორი ქართველი ერთმანეთის პირისპირ და მატჩის განსაკუთრებული მოლოდინი - 9 ოქტომბერი: "ნაპოლს" კვარაცხელია გააძლიერებს, "კრემონეზეს" - ლოჩოშვილი

ორი ქართველი ერთმანეთის პირისპირ და მატჩის განსაკუთრებული მოლოდინი - 9 ოქტომბერი: "ნაპოლს" კვარაცხელია გააძლიერებს, "კრემონეზეს" - ლოჩოშვილი

9 ოქტომბერს სერიას A-ს ორი საფეხბურთო გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. "ნაპოლი" ამჯერად "კრემონეზეს" საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს. ეს მატჩი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ქართველებისთვის, რადგან ორივე იტალიურ გუნდში ორი ქართველი თამაშობს.

"ნაპოლის“ რიგებს ხვიჩა კვარაცხელია გააძლიერებს, "კრემონეზეს" კი - ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი გულშემატკივრებისთვის რთული ასარჩევი იქნება, რომელი თანამემამულის გუნდს უგულშემატკივრონ.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ზაფხულიდან შეუერთდა და პირველი ოფიციალური მატჩი სერიას A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს გამართა. იტალიაში კი მალე თავბრუდამხვევი პოპულარობა მოიპოვა. დღეს არავის აღარ კვირვებს როგორ სკანდირებენ მის სახელსა და გვარს სტადიონზე. კვარაცხელიას ავტოგრაფისთვის ბავშვები ქუჩაში ხვდებიან. იტალიელები კი მისი სახელისა და გვარის სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობენ.

რაც შეეხება 23 წლის ლუკა ლოჩოშვილს, საქარველოს ნაკრების მცველი 2022 წლის ზაფხულიდან იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზე“ 2022 წლის ზაფხულიდან შეუერთდა. ლუკას ტრანფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ მოხდა... მაშინ გუნდის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა აღნიშნა, რომ ლუკათი „ვერონაც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა არჩევანი კრემონელებზე შეაჩერა.

„ორი იტალიური კლუბი სერიოზულად იყო დაინტერესებული („ვერონა“ და „კრემონეზე“) და ფინანსურად ორივე შეთავაზება თითქმის ერთნაირი იყო და არჩევანის გაკეთება ლუკას მივანდეთ, მან კი „კრემონეზე“ აირჩია“, - თქვა რიგლერმა.

სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ პირველ ადგილს იკავებს, „კრემონეზა“ კი მე-19 ადგილზეა.