Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ გაანადგურებს რუსულ ჯარს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" - СIA-ის ყოფილი დირექტორი პუტინს აფრთხილებს
"აშშ გაანადგურებს რუსულ ჯარს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" - СIA-ის ყოფილი დირექტორი პუტინს აფრთხილებს

"აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ რუ­სე­თის ჯარს და მათ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე ჩა­ძი­რა­ვენ შავ ზღვა­ში მის ფლოტს, თუ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­მო­ი­ყე­ნებს ბირ­თვულ ია­რაღს", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა, გა­დამ­დგარ­მა გე­ნე­რალ­მა, დე­ვიდ პეტ­რე­უს­მა გა­ნა­ცხა­და და პუ­ტი­ნი გა­აფრ­თხი­ლა.

  • კი­თხვას, რუ­სე­თის მიერ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, გა­მო­იწ­ვევს თუ არა ომში აშშ-ისა და ნატო-ს ჩარ­თვას, პეტ­რე­უ­სი პა­სუ­ხობს, რომ "ამა­ზე აშშ-სა და ნატო-ს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი."

პეტ­რე­უ­სის გან­მარ­ტე­ბით, მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი არ არის, თუმ­ცა თუკი რუ­სე­თი ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს, არ­სე­ბობს უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბა, რომ რა­დი­ა­ცია გავ­რცელ­დე­ბა ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებ­ში, რაც ნატო-ს მხრი­დან აღიქ­მე­ბა, რო­გორც თავ­დას­ხმა წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ზე.

"გარ­და ამი­სა, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი რა­მაა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ეს უპა­სუ­ხოდ დარ­ჩეს. არა­ვის სურს, ბირ­თვულ ეს­კა­ლა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნა, მაგ­რამ უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ამას არ მი­ვი­ღებთ", - აცხა­დებს პეტ­რე­უ­სი.

  • მისი თქმით, პუ­ტი­ნის მხრი­დან მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა და მი­ნიშ­ნე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე, კრემ­ლის ლი­დე­რის "სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს."

"ბრძო­ლის ველ­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა (გუ­ლის­ხმობს უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბას), რო­მელ­საც რუ­სე­თი ახლა აწყდე­ბა, ვფიქ­რობ, შე­უქ­ცე­ვა­დია, ვე­რა­ნა­ი­რი შაბ­ლო­ნუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რა ვერ გა­მო­იყ­ვანს პუ­ტინს ამ კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. რა­ღაც მო­მენ­ტში ეს უნდა აღი­ა­როს, რა­ღაც მო­მენ­ტში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა და­ი­წყოს“, - ამ­ბობს CIA-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი.

პეტ­რე­უ­სი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნის მხრი­დან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მუ­ქა­რას, მსოფ­ლიო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­კი­დოს.

წყა­რო: the guardian

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ggg
0

На запад!

ია
1

მიკვირს ამ შეშლილ პუტინა ამდენხანს რატომ არ გააქრობენ ამა ქვეყნისა ძალები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"აშშ გაანადგურებს რუსულ ჯარს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" - СIA-ის ყოფილი დირექტორი პუტინს აფრთხილებს

"აშშ გაანადგურებს რუსულ ჯარს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" - СIA-ის ყოფილი დირექტორი პუტინს აფრთხილებს

"აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარს და მათ აღჭურვილობას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ შავ ზღვაში მის ფლოტს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს", - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, გადამდგარმა გენერალმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა და პუტინი გააფრთხილა.

  • კითხვას, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში, გამოიწვევს თუ არა ომში აშშ-ისა და ნატო-ს ჩართვას, პეტრეუსი პასუხობს, რომ "ამაზე აშშ-სა და ნატო-ს აუცილებლად ექნება შესაბამისი პასუხი."

პეტრეუსის განმარტებით, მართალია, უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის, თუმცა თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ რადიაცია გავრცელდება ნატო-ს წევრ ქვეყნებში, რაც ნატო-ს მხრიდან აღიქმება, როგორც თავდასხმა წევრ სახელმწიფოზე.

"გარდა ამისა, ბირთვული იარაღის გამოყენება იმდენად საშინელი რამაა, რომ არ შეიძლება ეს უპასუხოდ დარჩეს. არავის სურს, ბირთვულ ესკალაციაში აღმოჩენა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ მივიღებთ", - აცხადებს პეტრეუსი.

  • მისი თქმით, პუტინის მხრიდან მობილიზაციის გამოცხადება და მინიშნება ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე, კრემლის ლიდერის "სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს."

"ბრძოლის ველზე არსებული რეალობა (გულისხმობს უკრაინის წარმატებას), რომელსაც რუსეთი ახლა აწყდება, ვფიქრობ, შეუქცევადია, ვერანაირი შაბლონური მობილიზაცია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ვერ გამოიყვანს პუტინს ამ კონკრეტული სიტუაციიდან. რაღაც მომენტში ეს უნდა აღიაროს, რაღაც მომენტში მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“, - ამბობს CIA-ის ყოფილი დირექტორი.

პეტრეუსი აცხადებს, რომ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მუქარას, მსოფლიო სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

წყარო: the guardian