სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვეყნებს მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორი დასჯის მეთოდს მიმართავს მასწავლებელი იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც "კარგად არ სწავლობენ". ფოტოზე ჩანს კედლისკენ შებრუნებული, საკლასო ოთხისკენ ზურგით დაყენებული მოსავლეები.
"ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტი მარნეულის რესურს ცენტრი ადასტურებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრ სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ, ვიდრე საგანმანეთლებლო. ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორზე ბევრ რამ არის ცნობილი, ვინც არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე, მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებელის შვილშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი განთავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტია. ვთქვათ განთავისუფლეს ეს დირექტორი და მასწავლებელი, რა მოხდება? მაღალი რაოდენობის ქრთამის ნაცვლად დაინიშნება ახალი დირექტორი, ღირს 30 000 ლარი" - წერს სამირა ბაირამოვა.
კითხვა ისწავლეთ რა !
სტატიიდან "ფოტოზე ჩანს კედლისკენ შებრუნებული, საკლასო ოთხისკენ ზურგით დაყენებული მოსწავლეები."
საჯარო სკოლა არაფრით ჩამორჩება კერძო სკოლას. გარდა ამისა, ყველას არა აქვს იმდენი ფული, რომ კერძო სკოლას გადაუხადოს.
თქვენ ეტყობა მსუყედ ცხოვრობთ !