ინფქციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებულ პრობლემაზე წერს. მისი შეფასებით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე ეფექტურად უნდა დარეგულირდეს.
"ძალიან მეშლება ნერვები, როცა მანქანა საშინელ, შავ ბოლს უშვებს, ფაქტიურად სასიკვდილო გამონაბოლქვს (და ასეთი ბევრია), და იქვე პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს. მე კანონმდებლობა არ ვიცი და ნუთუ ამაზე არ არის ჯარიმა?! რაც არ უნდა მოწესრიგებული დოკუმენტი ჰქონდეს მძღოლს ხელთ, მანქანა რომ შავ გამონაბოლქვს აფრქვევს, ამაზე ადვილად ხილული დარღვევა რაღა უნდა იყოს, და ის რომ დასაჯარიმებელია, ამას არა მგონია რამე კონტრარგუმენტი გააჩნდეს." - წერს მაია ბუწაშვილი "ფეისბუქში".
შენიშვნა: საქართველოში მოქმედი კანონდებლობით, გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის ჯარიმა გათვალისწინებულია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად ხდება მისი აღსრულება.
ქართველი ანჯელინა ჯოლი, გვარად ბუწაშვილი:)))
საწვავის ხარისხზე არ გეშლებათ ნერვები?