ავტორი:

ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება და ქორწინება 37 წლით უმცროს ქალზე (ფოტოები)

ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება და ქორწინება 37 წლით უმცროს ქალზე (ფოტოები)

ტელესერიალი "რვაფეხა“ პირველად ეკრანზე 1984 წელს გამოვიდა. იტალიელი სამართალდამცველების ბრძოლა სიცილიურ მაფიასთან, მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციასთან 10 სეზონი გაგრძელდა და სულ 48 სერია გადაიღეს.

"რვაფეხას“ ჩვენება 1984 წლის გაზაფხულზე იტალიურმა ტელევიზიამ დაიწყო. კვლევის მიხედვით, მას იტალიაში ყოველი მეორე ზრდასრული უყურებდა. "რვაფეხა" 80 ქვეყანაში აჩვენეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია იტალიურ სატელევიზიო პროდუქტებს შორის. 1986 წლის ივლისის ბოლოს კომისარმა კატანიმ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც "ჩამოაღწია."

კომისარ კორადო კატანიზე მაშინ ქალების მთელი არმია იყო შეყვარებული. მეოთხე სეზონში კომისარი კატანი კვდება და როგორც ცნობილია, ამის გამო მოსკოვის მაცხოვრებლებმა იტალიის საელჩოს ალყა შემოარტყეს და საყვარელი კომისრის "გაცოცხლებას“ ითხოვდნენ.

სიცილიური მაფიის წინააღმდეგ მამაც მებრძოლს კორადო კატანის, სერიალში ლამაზი და ჭკვიანი ცოლის პარალელურად სხვა ქალებთანაც ჰქონდა რომანი, თუმცა მაყურებელი გაბედულ და მომხიბვლელ პოლიციელს ცოლის ღალატს "პატიობდა."

აღსანიშნავია, რომ რეალურ ცხოვრებაში კომისრის როლის შემსრულებელ მსახიობს, მიკელე პლაჩიდოს, სამი ცოლი ჰყავდა.

  • "ბავშვობაში მინდოდა მღვდელი ვყოფილიყავი"

მიკელე პლაჩიდო იტალიის პროვინციაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მის გარდა, მშობლებს კიდევ 8 შვილი ჰყავდათ.

მამა დილიდან-საღამომდე მუშაობდა მრავალშვილიანი ოჯახის გამოსაკვებად. საღამოობით კი ბიძია მიკელე, რომლის სახელსაც მსახიობი ატარებდა, ბავშვებს რწმენის შესახებ ესაუბრებოდა, კითხულობდა ნაწყვეტებს დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიიდან“. პატარა მიკელეს იმდენად მოეწონა ეკლესიაში მოსმენილი საგალობლები და ბიძის მიერ მოყოლილი ისტორიები, რომ გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო. მაგრამ, გარდატეხის ასაკის შემდეგ მიხვდა, რომ მისი მოწოდება მსახიობობა იყო...

ახალგაზრდა მიკელემ დრამის წრეზე დაიწყო სიარული. დადგა სპექტაკლი სახელწოდებით "მთვრალი ცოლი“ და თავად ითამაშა ცოლის როლი - ჩაიცვა ქალის კაბა და "ქმარს“ გინებით დახვდა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო. აპლოდისმენტები - აი, რა სჭირდებოდა მას.

  • პოლიციაში მუშაობის წლები

მალე მიკელე პლაჩიდომ გადაწყვიტა პოლიციაში დაეწყო მუშაობა. პარალელურად კი დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. პოლიციელად მუშაობის გამოცდილება კი მომდევნო წლები "რვაფეხაში" თამაშის დროს დაეხმარა.

პოლიციელის შემოსავალი საკმარისი იყო მშობლების დასახმარებლად და ფული გართობისვისაც რჩებოდა. იმ დროისთვის მას უკვე ჰყავდა შეყვარებული - ილარია, რომელსაც მიკელე გამოუტყდა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა, რაზეც ქალბა უპასუხა, რომ თუ მოინდომებდა, ამას აუცილებლად შეძლებდა.

  • ახალგაზრდა ცოლი - და დაუძლეველი ცდუნებები

მალე პლაჩიდო და ილარია ცოლ-ქმარი გახდნენ. მიკელე ოცნებობდა, რომ მამის მსგავსად მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალი ჰყვარებოდა, რომელთანაც დიდი და სიყვარულით სავსე იტალიური ოჯახი ექნებოდა. მომხიბვლელი მიკელე პლაჩიდო დრამის აკადემიაში სწავლის დაწყების შემდეგ მსახიობი ქალების გარემოცვაში აღმოჩნსა. მალე მოკრძალებული ილარია დავიწყებას მიეცა.

მიკელეს სიმონეტა სტეფანელი შეუყვარდა, ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი, რომელიც ფილმში "ნათლია“ დონ კორლეონეს პირველი ცოლის როლს თამაშობს. სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდა. ილარიასთან საეკლესიო ქორწინებისგან თავის დაღწევა ადვილი არ იყო, მაგრამ ესეც გამოუვიდა და სიმონეტასთან ერთად დაიწყო ცხოვრება.

  • მეორე ცოლი - და ისევ ღალატი

სიმონეტას და მიკელეს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ვიოლანტი დაარქვეს. ყველაფერი კარგად იყო, მიკელეს ფილმებში იღებდნენ... და ერთ დღეს გადასაღებ მოედანზე გაიცნო დამწყები მსახიობი ვირჯინია და მასთან რომანი გააბა. ერთ დღეს ვირჯინია გამოუტყდა, რომ ორსულად იყო. მიკელე ცოლ-შვილის მიტოვებას არ აპირებდა, რადგან უყვარდა ისინი.

გადაღებებიდან სახლში დაბრუნებული პლაჩიდო ცდილობდა ცოლისთვის არ ეჩვენებინა, რა ხდებოდა. მალე ვირჯინია დედა გახდა და ბიჭი დაიბადა, რომელსაც ინიგო დაარქვეს. ამ მაბის შემდეგ პიკელე პლაჩიდოს და მის ცოლს, სიმონეტას, ერთმანეთის მიყოლებით, კიდევ ორი ​​ვაჟი გაუჩნდათ - მიქელანჯელო და ბრენო.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მიკელე გამუდმებით იტანჯებოდა "უკანონო შვილზე" ფიქრით: მას სტკიოდა, რომ ბიჭი ისე იზრდებოდა, არ იცოდა მამა ვინ იყო. მალე სიმონეტამაც გაიგო ბავშვის შესახებ. ქალმა სკანდალების გარეშე განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.

  • "ძირს კატანი!"

მიკელე პპლაჩიდოზე განქორწინებამ მძიმე კვალი დატოვა. მოგვიანებით ამბობდა, რომ სასოწარკვეთისგან მუშაობამ იხსნა. დარწმუნებული იყო, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა. მას აღარ სურდა სერიოზული ურთიერთობა, ამიტომაც ხანმოკლე რომანებით ცხოვრობდა. იმ დროისთვის გადაწყვიტა თავი თეატრისთვის მიეძღვნა. უკვე მობეზრებული ჰქონდა კორადო კატანის როლი, რომელსაც ოთხი სეზონი თამაშობდა. არ სურდა სამუდამოდ "ერთი როლის მსახიობად" დარჩენილიყო. "რვაფეხას“ რეჟისორი აღშფოთდა, როდესაც გაიგო პლაჩიდოს შეთავაზება, რომ მისი გმირი მოეკლათ. მაგრამ მსახიობი დაჟინებით მოითხოვდა ამას და ბოლოს რეჟისორი დაითანხმა.

მეოთხე სეზონში კატანი მართლაც მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დიდი ხნის განმავლობაში ესროდნენ. ეს თავად მსახიობმა მოითხოვა, რადგან სურდა, რომ მაყურებელს კორადო კატანის სიკვდილი ენახა, რათა სცენარისტებს არც ერთი შანსი არ ჰქონოდათ, რომ "კომაში ჩაეგდოთ, შემდეგ კი გაეცოცხლებინათ."

  • მესამე ცოლი და 37-წლიანი ასაკობრივი სხვაობა

წლების შემდეგ, მიკელე პლაჩიდოს ცხოვრებაში, რომელიც თავს "ერთხელ და სამუდამოდ განქორწინებულად“ თვლიდა, გამოჩნდა ფედერიკა - გოგონა, უდიდესი თვალებით. მსახიობი მაშინ 55 წლის იყო და ეროვნულ აკადემიაში სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა, გოგონა კი მხოლოდ 18 წლის.

მიკელეს გოგონა ძალიან მოსწონდა, მაგრამ დიდი ასაკობრივი სხვაობა, მის რეპუტაციაზე იმოქმედებდა. ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა ქალი მაქსიმუმ ერთ თვეში დაიღლებოდა.

მალე ფედერიკა დაორსულდა, რის გამოც მისი მშობლები აღშფოთდნენ. მშობლების უკმაყოფილების მიუხედავად, ფედერიკა მიკელეს ბინაში გადავიდა საცხოვრებლად..

ორსულობა რთული იყო. გართულების გამო ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ბავშვი ვერ გადარჩა. წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ფედერიკა ბოლო კურსზე იყო, ის ისევ დაორსულდა. ამჯერად პლაჩიდომ გადაწყვიტა, რომ ბავშვი აუცილებლად დაიბადებოდა. პლაჩიდო ამბობდა, რომ სჭირდებოდა ბავშვი, რომელიც ისეთს შეიყვარებდა, როგორიც რეალურად იყო.

  • ნამდვილი ოჯახი

2006 წელს წყვილს ვაჟი - გაბრიელე შეეძინა. მიკელე პლაჩიდო ბედნიერი იყო. ახლა მას ნამდვილი ოჯახი ჰყავდა, მისი ზრდასრული შვილები ხშირად მოდიოდნენ დიდ სახლში და ფედერიკა სტუმართმოყვარეობით ხვდებოდა მათ. ერთადერთი, რაც აწუხებდა, გაუგებარი სტატუსი იყო. გაზეთებში მას "მიკელე პლაჩიდოს შეყვარებულს" უწოდებდნენ.

ფედერიკა ხანდახან თეატრის სცენაზე პლაჩიდოსთან ერთად თამაშობდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მისი მთავარი როლი პლაჩიდოს საყვარლობა და დიდი სახლის დიასახლისობა იყო.

და ერთ დღეს თავად პლაჩიდო მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ სურდა და ერთ-ერთი იტალიური სატელევიზიო შოუს ეთერში გამოაცხადა რომ დაქორწინებას აპირებდა. წყვილმა ლამაზი ქორწილი გადაიხადა. ქორწილის ცერემონისაზე თავად ალ ბანომ, მიკელეს ძველმა მეგობარმა, ავე მარია შეასრულა. ახლა მიკელე პლაჩიდო, როგორც ჩანს, ნამდვილად ბედნიერია: მის გვერდით საყვარელი ქალია, მათ ხშირად სტუმრობენ უფროსი შვილები. მეტი რა სურს ჭაღარა, მაგრამ მაინც სიმპათიურ მსახიობს, რომელიც მთელი იტალიის კერპია?!