მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას სთავაზობდა - ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მარგველაშვილი და ოპოზიცია შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებდა" - ე.წ. ოთხეული
"გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას სთავაზობდა - ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მარგველაშვილი და ოპოზიცია შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებდა" - ე.წ. ოთხეული

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გა­სუ­ლი 4 დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნა­წი­ლობ­რივ გა­ე­მიჯ­ნა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ უფრო „მეტი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა“ და­უ­ტო­ვა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ამე­რი­კის ელჩს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­თხვა და­უს­ვეს გი­ორ­გი ვა­შა­ძის, გიგა ბო­კე­რი­ას, აგ­რეთ­ვე ოპო­ზი­ცი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­და­ცე­მა­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბო­და.მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, რომ ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვას ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სთა­ვა­ზობ­და და ეს ხდე­ბო­და იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

"სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა მკა­ფიო პა­სუხს ამ შემ­თხვე­ვა­შიც აა­რი­და თავი და ჟურ­ნა­ლის­ტებს ძალ­ზე ბუნ­დოვ­ნად უპა­სუ­ხა, „ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სავ­სეა უზუს­ტო­ბე­ბით და რე­ა­ლუ­რად არას­წო­რი­აო“. ერთი მხრივ, ელჩი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნა­წი­ლობ­რივ გა­ე­მიჯ­ნა, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ უფრო მეტი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და­უ­ტო­ვა.

კერ­ძოდ, რო­დე­საც ელჩი ამ­ბობს, რომ რა­დი­კა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უზუს­ტო­ბებს შე­ი­ცავს და ის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლად არ უარ­ყოფს, რჩე­ბა ობი­ექ­ტუ­რი გან­ცდა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში სი­მარ­თლეს საკ­მა­ოდ დიდი ად­გი­ლი უკა­ვია. ელჩს რომ ეთ­ქვა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამე­რი­კუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იქ­ნე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­დე­ბო­და, რომ ელჩი სა­ჯა­როდ უარ­ყოფს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის შექ­მნის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ელჩმა ჟურ­ნა­ლის­ტებს მკა­ფიო პა­სუ­ხი არ გას­ცა, რაც სწო­რედ რომ სა­პი­რის­პი­რო დას­კვნის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ არა ვა­შა­ძის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მას­შტა­ბით, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი სო­ლი­დუ­რი მო­ცუ­ლო­ბით ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვას ამე­რი­კუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად სთა­ვა­ზობ­და. ეს ხდე­ბო­და ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნე­ბის­მი­ე­რი სო­ლი­დუ­რი ოდე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა, აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­და­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის­თვის მყარ სა­ბაბს შექ­მნი­და.

ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, გიგა ბო­კე­რია, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით არ­ცერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ. რო­დე­საც ამას ემა­ტე­ბა ელ­ჩის დუ­მი­ლი ან დუ­მი­ლის ტოლ­ფა­სი ბუნ­დო­ვა­ნი პა­სუ­ხე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დას­კვნე­ბის ცხა­დად გა­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ამე­რი­კის ელჩმა ამ შემ­თხვე­ვა­შიც უარი თქვა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გზავ­ნი­ლე­ბის სრულ უარ­ყო­ფა­ზე, რაც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს დას­კვნებს იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ელ­ჩოს და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა სრუ­ლად არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნახალოვკა
4

მზეების კვარტეტი!🤣🖕🏿

მარი
28

ესენი ისეთ ინფორმაციებს ფლობენ , მივმართავ კვარტეტს ხშირ ხშირად მოგვაწოდეთ ახალი ამბები,რა თქმა უნდა დასიზმრების შემდეგ.აბა ჰეე...ბიჭებო ბიჭებო ბიჭებოო ჭორიკანა ბიჭეებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას სთავაზობდა - ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მარგველაშვილი და ოპოზიცია შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებდა" - ე.წ. ოთხეული

"გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას სთავაზობდა - ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მარგველაშვილი და ოპოზიცია შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებდა" - ე.წ. ოთხეული

"ქართული ოცნებიდან" გასული 4 დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო „მეტი ბუნდოვანება“ დაუტოვა.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემასა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა.მათივე განცხადებით, ინფორმაცია აქვთ, რომ ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკა საქართველოს სთავაზობდა და ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როცა გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

"სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორიაო“. ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა.

კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია.

სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს იმის შესახებ, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული“,- ნათქვამია განცხადებაში.