მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა
ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

21 სექ­ტემ­ბერს, 214 სხვა დამ­ცველ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მი­კო­ლა­ი­ვის 36-ე ცალ­კე­უ­ლი სა­ზღვაო ბრი­გა­დის ჯა­რის­კა­ცი, "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლი მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი. 42 წლის მი­ხა­ი­ლო დმიტ­რო კო­ზაც­კის მტკივ­ნე­უ­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟის ერთ-ერთი გმი­რია. ჯერ კი­დევ მა­ის­ში, ფო­ტო­ებ­ზე ჩან­და რო­გო­რი მძი­მე იყო ჯა­რის­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ოკუ­პი­რე­ბულ მა­რი­უ­პოლ­ში ყოფ­ნი­სას მი­ხა­ი­ლომ სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ვერ მი­ი­ღო. ხოლო რო­დე­საც დი­ა­ნო­ვი რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. ოკუ­პან­ტებ­მა ხელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტი მი­ხა­ი­ლოს ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე მოხ­სნეს. მა­მა­კა­ცი ამ­ჟა­მად კი­ე­ვის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხელ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­დეს.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა თან­ხაა სა­ჭი­რო მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ. თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა "აზოვსტა­ლე­ლი" მცვე­ლის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. 24 სა­ათ­ში მი­ხა­ი­ლოს­თვის 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა შეგ­როვ­და.

დი­ა­ნო­ვი ჯარ­ში მო­ხა­ლი­სედ 2015 წლის იან­ვარ­ში წა­ვი­და. ომამ­დე ჰქონ­და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სია: იყო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტი, ერთ დროს აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში, უკ­რავ­და აკუს­ტი­კურ და ბას გი­ტა­რა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენტზე. ის იყო ტერ­ნო­პო­ლის ჯგუ­ფის "Personal Signature" წევ­რი.

"შე­მიძ­ლია მოვ­კვდე რო­გორც და როცა მინ­და – ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია გა­დავ­წყვი­ტო, რო­გორ ვი­ცხოვ­რო. მა­მა­ცუ­რად თუ ჩუ­მად. აქ მე უბ­რა­ლოდ ყოვ­ლის­შემ­ძლე ვარ. აშ­კა­რაა, ეს აქ­სი­ო­მაა. თუ სამ­ყა­რო­ში რა­ღაც ცუდი ხდე­ბა, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ, მაგ­რამ შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო რა­ღაც უკე­თე­სო­ბის­თვის“, - წერ­და ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში.

ერ­თწ­ლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, იგი რამ­დე­ნი­მე კვი­რით ჩა­მო­ვი­და მშობ­ლი­ურ ტერ­ნო­პოლ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ დაბ­რუნ­და და სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. მსა­ხუ­რობ­და ჯერ სა­დე­სან­ტო ძა­ლებ­ში, შემ­დეგ კი სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­ში.

სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­მოჭ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე - 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში - მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი კი­დევ ერთხელ დაბ­რუნ­და ოჯახ­ში, იმ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლის, კა­ტე­რი­ნას და­ბა­დე­ბის დღე იყო.

"მთე­ლი წელი ვერ ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. არც ერთი მისი და­ბა­დე­ბის დღე არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია“, - ამ­ბობს ჯა­რის­კა­ცის დედა. მა­შინ უკ­რა­ი­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობ­დნენ და დე­დას­თან ომზე არც უსა­უბ­რია, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის შემ­დეგ მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი თით­ქმის ყო­ველ­დღე ცდი­ლობ­და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რომ მას­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. 5 მარ­ტის შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყდა. 8 აპ­რილს და­უ­რე­კა დის ქმარს, მაგ­რამ არ უთ­ქვამს, სად იყო და რა და­ე­მარ­თა. ხოლო 14 აპ­რილს მან გა­ნა­ცხა­და, რომ დაჭ­რი­ლი იყო და აზოვსტალ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

19 აპ­რილს, რო­დე­საც მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი ჯერ კი­დევ აზოვსტალ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ იგი სი­მა­მა­ცის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, პი­რა­დი გამ­ბე­და­ო­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად, სამ­ხედ­რო ფი­ცის ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. ზა­ფხულ­ში იგი ასე­ვე გახ­და ტერ­ნო­პო­ლის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე.

მა­ი­სის და­სა­წყის­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა უც­ნო­ბი ნომ­რი­დან მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ის ცო­ცხა­ლია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და "აზოვსტა­ლი" და იქ მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბი "აზო­ვის" პოლ­კის პრეს-ოფიც­რის დი­მიტ­რო კო­ზაც­კის ფო­ტო­ე­ბის წყა­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. შემ­დგომ­ში მისი ფო­ტო­ე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ამ გა­ა­შუ­ქა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტოგ­რა­ფი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ორი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. ერთ-ერთ მათ­გან­ში ჩანს მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი, ილი­ზა­რო­ვის აპა­რა­ტით მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე. იღი­მის და თი­თე­ბით მშვი­დო­ბის ნი­შანს აჩ­ვე­ნებს.

"მისი თვა­ლე­ბი… ისი­ნი არ შეც­ვლი­ლა. მომ­ღი­მა­რი თვა­ლე­ბი. ასეთ პი­რო­ბებ­ში რო­გორ იპო­ვო ძალა, რომ გა­ი­ღი­მო... ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ გახ­და ის "აზოვსტა­ლის“ სიმ­ბო­ლო“, - ამ­ბობს ჯა­რის­კა­ცის და.

29 ივ­ლი­სის ღა­მეს ოლე­ნივ­კას კო­ლო­ნი­ა­ში აფეთ­ქე­ბის დროს, 50-ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე და­ი­ღუ­პა. თუმ­ცა დი­ა­ნო­ვი გარ­დაც­ვლილ­თა სი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდა, ის კი­დევ ერთხელ გა­დარ­ჩა...

დი­ა­ნო­ვის დე­დამ რო­დე­საც შე­ი­ტყო შვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნე­ბარ­თვა სთხო­ვა, გა­ე­ყი­და თა­ვი­სი მოქ­სო­ვი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ტერ­ნო­პო­ლის ცენ­ტრში. მან ეს ად­რეც გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ახლა გა­და­წყვი­ტა შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თან­ხა მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. ახლა ის სა­თა­მა­შო­ებს შეკ­ვე­თით ქსოვს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აგ­ზავ­ნის.

დამ, სი­ძემ და ქა­ლიშ­ვილ­მა მი­ხა­ი­ლო ტყვე­თა გაც­ვლი­დან მე­ო­რე დღეს ნა­ხეს. ალი­ო­ნა ლავ­რუშ­კომ თქვა, რომ მის ძმას მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.

დე­დამ გა­და­წყვი­ტა კი­ევ­ში არ წა­სუ­ლი­ყო, შვილს viber-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რა და ახლა სახ­ლში ელო­დე­ბა. "ილი­ზა­რო­ვის აპა­რა­ტი მოხ­სნეს, მაგ­რამ ხელი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აქვს. ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ და მერე, შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლში გა­მო­უშ­ვან. ჩემი შვი­ლი სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი. მისი სახე და­ი­ნა­ხეთ... მი­თხრა, რომ კონ­და­ხი ჩა­არ­ტყეს... იქ ტყვე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან სცე­მეს“, – ამ­ბობს დედა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gochik
0

მაგარი კაცი.

ქეთო
18

ნორმალურ ქვეყანაში ამ კომენტარზე დისლაიკის ავტორს უშიშროების სამსახური მიაკითხავდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

21 სექტემბერს, 214 სხვა დამცველთან ერთად, რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მიკოლაივის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცი, "აზოვსტალის" დამცველი მიხაილო დიანოვი. 42 წლის მიხაილო დმიტრო კოზაცკის მტკივნეული ფოტორეპორტაჟის ერთ-ერთი გმირია. ჯერ კიდევ მაისში, ფოტოებზე ჩანდა როგორი მძიმე იყო ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ოკუპირებულ მარიუპოლში ყოფნისას მიხაილომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ხოლო როდესაც დიანოვი რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ოკუპანტებმა ხელზე დამაგრებული აპარატი მიხაილოს ანესთეზიის გარეშე მოხსნეს. მამაკაცი ამჟამად კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია. გამოჯანმრთელების შემდეგ კი აუცილებელია ხელზე ოპერაცია გაუკეთდეს.

ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა საჭირო მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ. თუმცა უკრაინელებმა "აზოვსტალელი" მცველისთვის მკურნალობის თანხის შეგროვება დაიწყეს. 24 საათში მიხაილოსთვის 7 მილიონზე მეტი გრივნა შეგროვდა.

დიანოვი ჯარში მოხალისედ 2015 წლის იანვარში წავიდა. ომამდე ჰქონდა სხვადასხვა პროფესია: იყო ადმინისტრატორი, გაყიდვების აგენტი, ერთ დროს აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ ინდუსტრიაში, უკრავდა აკუსტიკურ და ბას გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე. ის იყო ტერნოპოლის ჯგუფის "Personal Signature" წევრი.

"შემიძლია მოვკვდე როგორც და როცა მინდა – ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ მე შემიძლია გადავწყვიტო, როგორ ვიცხოვრო. მამაცურად თუ ჩუმად. აქ მე უბრალოდ ყოვლისშემძლე ვარ. აშკარაა, ეს აქსიომაა. თუ სამყაროში რაღაც ცუდი ხდება, ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ შეგიძლია გააკეთო რაღაც უკეთესობისთვის“, - წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2020 წლის თებერვალში.

ერთწლიანი სამსახურის შემდეგ, იგი რამდენიმე კვირით ჩამოვიდა მშობლიურ ტერნოპოლში, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მსახურობდა ჯერ სადესანტო ძალებში, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებში.

სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ცოტა ხნით ადრე - 2021 წლის ნოემბერში - მიხაილო დიანოვი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ოჯახში, იმ დღეს ქალიშვილის, კატერინას დაბადების დღე იყო.

"მთელი წელი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ შვილის დაბადების დღეზე აქ უნდა ყოფილიყო. არც ერთი მისი დაბადების დღე არ გამოუტოვებია“, - ამბობს ჯარისკაცის დედა. მაშინ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე არ საუბრობდნენ და დედასთან ომზე არც უსაუბრია, რომ არ ენერვიულა.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მიხაილო დიანოვი თითქმის ყოველდღე ცდილობდა ახლობლებისთვის ეცნობებინა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო. 5 მარტის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა. 8 აპრილს დაურეკა დის ქმარს, მაგრამ არ უთქვამს, სად იყო და რა დაემართა. ხოლო 14 აპრილს მან განაცხადა, რომ დაჭრილი იყო და აზოვსტალში იმყოფებოდა.

19 აპრილს, როდესაც მიხაილო დიანოვი ჯერ კიდევ აზოვსტალში იმყოფებოდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი სიმამაცის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, პირადი გამბედაობისა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის. ზაფხულში იგი ასევე გახდა ტერნოპოლის საპატიო მოქალაქე.

მაისის დასაწყისში მისმა ახლობლებმა უცნობი ნომრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ის ცოცხალია.

მოგვიანებით, როგორ გამოიყურებოდა "აზოვსტალი" და იქ მყოფი ჯარისკაცები "აზოვის" პოლკის პრეს-ოფიცრის დიმიტრო კოზაცკის ფოტოების წყალობით შესაძლებელი გახდა. შემდგომში მისი ფოტოები მსოფლიო მედიამ გააშუქა და საერთაშორისო ფოტოგრაფიის დაჯილდოებაზე ორი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთ მათგანში ჩანს მიხაილო დიანოვი, ილიზაროვის აპარატით მარჯვენა ხელზე. იღიმის და თითებით მშვიდობის ნიშანს აჩვენებს.

"მისი თვალები… ისინი არ შეცვლილა. მომღიმარი თვალები. ასეთ პირობებში როგორ იპოვო ძალა, რომ გაიღიმო... ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა ის "აზოვსტალის“ სიმბოლო“, - ამბობს ჯარისკაცის და.

29 ივლისის ღამეს ოლენივკას კოლონიაში აფეთქების დროს, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. თუმცა დიანოვი გარდაცვლილთა სიაში არ აღმოჩნდა, ის კიდევ ერთხელ გადარჩა...

დიანოვის დედამ როდესაც შეიტყო შვილის დაზიანებების შესახებ, ქალაქის ხელისუფლებას ნებართვა სთხოვა, გაეყიდა თავისი მოქსოვილი სათამაშოები ტერნოპოლის ცენტრში. მან ეს ადრეც გააკეთა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა შვილის დაბრუნების შემდეგ თანხა მისი მკურნალობისთვის შეეგროვებინა. ახლა ის სათამაშოებს შეკვეთით ქსოვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის.

დამ, სიძემ და ქალიშვილმა მიხაილო ტყვეთა გაცვლიდან მეორე დღეს ნახეს. ალიონა ლავრუშკომ თქვა, რომ მის ძმას მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

დედამ გადაწყვიტა კიევში არ წასულიყო, შვილს viber-ის საშუალებით ესაუბრა და ახლა სახლში ელოდება. "ილიზაროვის აპარატი მოხსნეს, მაგრამ ხელი მძიმე მდგომარეობაში აქვს. ოპერაციას გაუკეთებენ და მერე, შეიძლება, სახლში გამოუშვან. ჩემი შვილი სასტიკად არის ნაცემი. მისი სახე დაინახეთ... მითხრა, რომ კონდახი ჩაარტყეს... იქ ტყვეობაში ძალიან სცემეს“, – ამბობს დედა.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"