მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?
"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ -  რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"ნა­ცი­ო­ან­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ambebi.ge აქამ­დეც არა­ერ­თხელ წერ­და. რამ­დე­ნი­მე ფრთას შო­რის პარ­ტი­ა­ში უთან­ხმო­ე­ბა დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, ენმ-ში სე­რი­ო­ზუ­ლი შიდა დი­ნე­ბე­ბია და რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, პარ­ტი­ის შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბის აქ­ტი­ურ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა პიკს მას შემ­დეგ მი­აღ­წია, რაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მისი პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. "ოც­ნე­ბა­ში“ ფიქ­რო­ბენ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა და პარ­ტი­ა­ში ლი­დე­რო­ბის­თვის ნამ­დვი­ლი ომი და­ი­წყე­ბა.

აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­სა­ხებ და ეჭვი იმა­ზე, რომ პარ­ტი­ა­ში მთლად კარ­გად ვერ იყო საქ­მე, მას შემ­დეგ გამ­ძაფ­რდა, რაც ნიკა მე­ლი­ამ ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თით პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მისი პარ­ტი­ის­თვის სა­ხი­ფა­თოა, "არ არის გულ­წრფე­ლი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლა­ში და რაც უფრო შორს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­გან, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის“. მის­მა მომ­ხრე­ებ­მა ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ან ნა­ბი­ჯად შე­ა­ფა­სეს, ვი­ნა­ი­დან ცოტა ხნის წინ "ოც­ნე­ბამ“ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნია. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მე­ლი­ას ეჭვი გა­უჩ­ნდა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი მის ჩა­ნაც­ვლე­ბას ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლით ცდი­ლობს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს "მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე და­უ­პი­რის­პირ­და, რის შემ­დე­გაც სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ლი­ამ პოს­ტი უნდა და­ტო­ვოს. პარ­ტი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მუმ­ლა­ძე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მე­ლი­ას სა­მუ­შაო ოთახ­ში შე­იჭ­რა და "შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ქუ­ჩუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით სცა­და პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა", რაც პარ­ტი­ის წევ­რებ­მა აღ­კვე­თეს.

გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე თა­ვის მხრივ ჰყვე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ტი­ის ოფის­ში თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად იმ ბრალ­დე­ბე­ბის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ რი­გებ­ში სუს-ის აგენ­ტი ჰყავთ. მუმ­ლა­ძის თქმით, ნიკა მე­ლია მისი და მისი მე­გობ­რე­ბის და­ნახ­ვამ, ასე­ვე, მის­მა ფე­ის­ბუქ-აქ­ტი­ვო­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და პრო­ვო­კა­ტო­რი უწო­და, რა­საც მისი მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი პა­სუ­ხი, მე­ლი­ას გა­რე­მოც­ვი­დან კი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა - მუმ­ლა­ძე მე­ლი­ას დაც­ვამ გა­ლა­ხა. მუმ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ თუკი ვინ­მეს სურს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­დარ­ჩე­ნა და ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლა, მე­ლი­ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პოს­ტი უნდა და­ტო­ვოს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ საყ­ვე­დუ­რი და პრე­ტენ­ზი­ე­ბი ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მაც გა­მოთ­ქვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დაჰ­პირ­და, რომ პარ­ტი­ა­ში წყლის ამმღვრე­ვებს და­ა­სა­ხე­ლებ­და. ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბის ჩაშ­ლა­ზე და არ­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, რა­შიც ბრა­ლი პარ­ტი­ის წევრ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­სა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს დას­დო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გენმდი­ვან­მა პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა მისი მი­სა­მარ­თით ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ბრალ­დე­ბებს ტყუ­ი­ლი და "რო­ყი­ოდ ნათ­ქვა­მი“ უწო­და.

ასეა თუ ისე, შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კარ­გად ჩანს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა მი­დის და იქ არ­სე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას აღარ ერი­დე­ბი­ან. ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ასე­ვე მე­დი­ი­თაც ვრცელ­დე­ბა.

წყა­რო "ოც­ნე­ბი­დან“ გვიყ­ვე­ბა:

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მი­დის ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის. შიდა ომი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კე­ზე­რაშ­ვილ­მა ენმ-ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი მო­ინ­დო­მა. მე­ლია არ არის კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი. ის, ზო­გა­დად უკონ­ტრო­ლოა, თა­ვი­სი ფი­ნან­სე­ბი აქვს და ცალ­კე მოქ­მე­დებს. ის გა­ე­მიჯ­ნა რა­დი­კა­ლურ ფრთას, რო­მე­ლიც მას მუდ­მი­ვად თავს ეს­ხმის და მი­შას სა­კი­თხში უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კე­ზე­რაშ­ვილ­მა ნელ-ნელა აიღო პარ­ტია, ჯერ იყო და ცო­ლისძმა - დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი მი­იყ­ვა­ნა პარ­ტი­ა­ში პი­ა­რის უფ­რო­სად, მერე პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი - გენმდივ­ნად (რო­მე­ლიც პარ­ტი­ის მთა­ვა­რი თვა­ლია), ბო­ლოს კობა ნა­ყო­ფი­ას წას­ვლა მოს­თხო­ვა პარ­ტი­ი­დან, რა­ზეც მე­ლია წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და - ნა­ყო­ფია მი­შას მე­გო­ბა­რია და ამა­ზე მე­ლი­ას ჰქონ­და პრო­ტეს­ტი, მიხ­ვდა, რომ ნა­ყო­ფი­ას შემ­დეგ, მისი ჯერი დად­გე­ბო­და, ამი­ტო­მაც დის­ტან­ცირ­და მის­გან. კე­ზე­რაშ­ვილ­მა გა­და­ი­ბი­რა ხა­ბე­იშ­ვი­ლი, დე­კა­ნო­ი­ძე, ბოტ­კო­ვე­ლი... მე­რა­ბიშ­ვილს თა­ვი­სი ფრთა ჰყავს და ისიც იბ­რძვის გავ­ლე­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მა­ინც კე­ზე­რაშ­ვი­ლია აქ მთა­ვა­რი, ის არის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი“.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ის მის ირ­გვლივ მო­ა­რულ ხმებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ან პარ­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ გა­აჩ­ნია, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ბრძო­ლა­ზე უარს იტყვის.

"ჩემი სა­ხე­ლის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ ვა­პი­რებ ამ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან ვთვლი - ამ ყვე­ლა­ფერს ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ოლი­გარ­ქი­უ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი. ქვეყ­ნის ბე­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ძა­ლებს დღეს ნამ­დვი­ლად ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს, ვიდ­რე ეს ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი... მკა­ფი­ოდ ვამ­ბობ - მე არა­სო­დეს ჩავ­რე­უ­ლა­ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ ჩა­რე­ვას ცალ­კე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის დღის წეს­რი­გის გან­სა­ზღვრა­ში... პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­მართ ჩემი ინ­ტე­რე­სი არა მაქვს. ამას­თა­ნა­ვე, ბუ­ნებ­რი­ვია ეს არ ნიშ­ნავს, რომ უარს ვი­ტყვი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ბრძო­ლა­ზე“, - წერს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დას­ძენს, რომ არ აპი­რებს მშვი­დად იყოს და შო­რი­დან უყუ­როს მისი მე­გობ­რე­ბის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას ცი­ხე­ში ყოფ­ნას. "ისი­ნი რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი არი­ან და რაც ჩემ ძა­ლებ­შია, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე არ მაქვს უფ­ლე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მის აქ­ტი­უ­რო­ბას“, - წერს კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყვე­ლა ფრთა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გა­ნაც ელის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას. მე­ლი­ას ფრთა ითხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას და იმის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას, რომ ისაა პარ­ტი­ის ლი­დე­რი. მე­ო­რე, მე­ლი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი ენმ-ს უმოქ­მე­დო­ბა­ში და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მის დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ის აქ­ცი­ე­ბის მომ­ხრეა და მი­შას­გან ელო­დე­ბა, ენმ-ს უმოქ­მე­დო­ბა­ზე გა­მო­ხა­ტოს პო­ზი­ცია. იმ მო­ტი­ვით, რომ ჩა­მო­შორ­და პო­ლი­ტი­კას, სა­ა­კაშ­ვი­ლი დუმს და ამ ომში არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი ენმ-ს მი­შას გა­რე­შე, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ შე­საძ­ლოა, პარ­ტია გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა და­ტო­ვოს და 2016 წლის გაყ­რა გან­მე­ორ­დეს, რის შე­დე­გა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გა­სუ­ლი პარ­ტია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ მი­ვი­ღეთ.

სან­დო წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გვე­უბ­ნე­ბა, რომ პარ­ტი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია, რო­მელ­თა­ნაც მე­ლი­ას და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და რო­მელ­საც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმი­ჯის გამო, თავ­მჯდო­მა­რემ პარ­ტი­ი­დან გან­ზე გად­გო­მა ურ­ჩია.

"ვანო გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და მე­ლი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­შას მი­თი­თე­ბით, ის არ მი­ა­კა­რა პარ­ტი­ას (იცი­ან, რომ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი - ახა­ლა­ი­ე­ბი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას აღარ უნდა), ვი­ნა­ი­დან ეს პარ­ტი­ის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნი იყო. მიშა მა­შინ ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში იყო. ვანო იმის ჩიტი არ იყო, ისე გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და და­ი­წყო პრო­ცე­სი... თუ გა­და­ხე­დავთ იმ ხალ­ხს, ვინც მე­ლი­ას უტევს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ან ძვე­ლი ძა­ლო­ვა­ნი და მათი ახ­ლო­ბე­ლია, ან ვარ­შა­ლო­მი­ძის მომ­ხრე. როცა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, მე­ლი­ამ მი­ი­ღო 13 ათა­სი, ვარ­შა­ლო­მი­ძემ კი 7 000 ხმა, რის შე­დე­გა­დაც თავ­მჯდო­მა­რე გახ­და მე­ლია. ვარ­შა­ლო­მი­ძის აქ­ტი­ვო­ბა პრო­ცეს­ში არ­სად ჩანს, სა­მა­გი­ე­როდ, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ.. პარ­ტი­ა­ში რა­ღაც­ნა­ი­რი კო­ა­ლი­ცი­ა­სა­ვით გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც მერე ერ­თხმად შე­უ­ტია მე­ლი­ას. "ქო­ცებ­საც" მეტი რა უნ­დათ, ოღონდ ენმ-ს შიგ­ნით იყოს და­ძა­ბუ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან 2024-ში პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია და ოპო­ზი­ცია თუ მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა, შან­სი არაა "ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა აი­ღოს. გა­მო­სა­ვა­ლიც მო­ნა­ხეს - ენმ-ს დაშ­ლა შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად არ უნ­დო­დეთ, რამ­დე­ნა­დაც მთა­ვარ იპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში მუდ­მი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, პარ­ტია და­ყო­ფი­ლია ვარ­შა­ლო­მი­ძი­სა და ვა­ნოს მიმ­დევ­რე­ბით (ძი­რი­თა­დად - ძა­ლოვ­ნე­ბი) და საკ­რე­ბუ­ლო­ებ­სა და აპა­რატს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა ცალ-ცალ­კე ჯგუ­ფე­ბია, მაგ­რამ ახლა ერთ კონ­ტექ­სტში არი­ან მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.

მე­ლი­ას კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გან დის­ტან­ცი­რე­ბის 2 მი­ზე­ზი აქვს:

1. მას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რად არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რი და წამ­გე­ბი­ა­ნია და

2. კე­ზე­რაშ­ვილ­მა ვა­ნოს­თან და მე­ლი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ჯგუ­ფებ­თან და­ი­წყო და­ახ­ლო­ე­ბა. ახლა მი­დის ბრძო­ლა პარ­ტი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად, რა­ზეც, ძი­რი­თა­დად ვა­ნოს აქვს პრე­ტენ­ზია.

მინ­და ისიც გი­თხრათ, რომ მი­შას გა­რე­შე არც ერთი აქ­ცია არ მუ­შავ­დე­ბო­და. ივ­ნი­სის თვე­ში გა­კე­თე­ბულ ბოლო გან­ცხა­დე­ბა­ში მი­შამ ნიკა შე­ა­ქო და თქვა, რომ მე­ლია არის კა­ნო­ნი­ე­რად არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე. ახლა მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თით­ქოს ყვე­ლა იყი­და კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რაც ამ ბრძო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, ე.წ. შავი პი­ა­რია. ამას რომ ავ­რცე­ლებ, ხომ უჩ­ნდე­ბა მა­გა­ლი­თად, მე­ლი­ას ეჭვი, მარ­თლა ხომ არ იყი­და ისი­ნიო? ეს არის სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ბომბვა. ესეც შე­იძ­ლე­ბა, მარ­თა­ლი იყოს, ფული მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კა­ში, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბია მთელ ამ კა­რუ­სელ­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მიშა მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რია და არც ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში ორ­ჭო­ფუ­ლა­დაც კი არ უთ­ქვამს, რომ სხვის­კენ, იმათ მხა­რეს იხ­რე­ბა. მი­შამ თქვა, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დიო და ახლა რომ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს, გა­მო­დის, არ წა­სუ­ლა, გა­მო­ვა "ოც­ნე­ბა“ და იტყვის, იტყუ­ე­ბაო. რა­ტომ ელო­დე­ბი­ან მის გან­ცხა­დე­ბას, ის ვე­რა­ფერს იტყვის იმა­ზე მეტს, რაც მის ბოლო გან­ცხა­დე­ბა­ში თქვა. პარ­ტია და პო­ლიტ­საბ­ჭოც მე­ლი­ას უჭერს მხარს. პარ­ტია ვერ და­იშ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ეს ჯგუ­ფე­ბი წყალს ამ­ღვრე­ვენ ამომ­რჩე­ველ­თან, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, ამით, სა­ბო­ლო­ოდ, "ოც­ნე­ბის“ საქ­მე კეთ­დე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს მე­რა­ბიშ­ვი­ლი მე­თა­უ­რობს. გა­იხ­სე­ნეთ, ბი­ძი­ნა როცა მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, პირ­ველს ვის მი­მარ­თა, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ხარ, მოდი გვერ­დში და­მი­დე­ქიო? მას მა­ნამ­დეც სულ ვა­ნოს­თან ჰქონ­და პირ­და­პი­რი კავ­ში­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, ვა­ნოს აქვს ლი­დე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, ვი­ნა­ი­დან ვარ­შა­ლო­მი­ძეს არც ფული აქვს და არც გავ­ლე­ნა, ვა­ნოს კი ორი­ვე აქვს, თან არ ჩანს. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ სუ­ლაც არ გა­მოჩ­ნდეს, მიხ­ვდეს, რომ ეს წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ას­პა­რეზ­ზე ვარ­შა­ლო­მი­ძე გა­მო­იყ­ვა­ნოს. მოკ­ლედ, დღეს მე­ლი­ას მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კე­ზე­რაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა შე­საძ­ლოა მათი და­ახ­ლო­ე­ბაც მოხ­დეს“, - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან".

ენმ-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს:

"რო­გორც ამ­ბო­ბენ, ენმ-ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის და გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა მი­დის. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის ლი­დე­რი და გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ას ჩა­მო­შორ­და და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აღარ ერე­ვა, რე­ა­ლუ­რად გაჩ­ნდა ახა­ლი ლი­დე­რის სა­ჭი­რო­ე­ბა. ახლა ლი­დე­რის­თვის მი­დის ბრძო­ლა. გარ­და ამი­სა, პარ­ტი­ის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლია და მისი გა­ნა­წყე­ნე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ და­კარ­გა­ვენ დამ­ფი­ნან­სე­ბელს. ეს პრო­ცე­სი ახლა არ და­წყე­ბუ­ლა, დიდი ხა­ნია მი­დის. ახლა ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­გი­რე­ბას და მის გან­ცხა­დე­ბას ელის. შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პარ­ტი­ის დაშ­ლამ­დეც მი­ვი­დეს საქ­მე. რა პრო­პორ­ცი­ით გა­ი­ყო­ფა პარ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით ელექ­ტო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამის თქმა ძნე­ლია. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის როლი და ფუნ­ქცია, ანუ რა გან­ცხა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს. ის ჯერ­ჯე­რო­ბით დუმს. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მკვიდ­რდე­ბა აზრი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკვე გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ეს აძ­ლი­ე­რებს იმ და­პი­რის­პი­რე­ბას, წყალ­ქვე­შა დი­ნე­ბებს, რაც ენმ-შია და თუ კარ­გად ჩავ­ხე­დავთ, იკ­ვე­თე­ბა ორი ფრთა, ესაა მე­ლი­ას ფრთა, რო­მე­ლიც ემიჯ­ნე­ბა ძველ გვარ­დი­ას და 2. ძვე­ლი გვარ­დია, რო­მე­ლიც მიბ­მუ­ლია კე­ზე­რაშ­ვილ­თან და სხვებ­თან. ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის­თვის ფი­ნან­სურ გა­რან­ტი­ებს ქმნის და რო­მელ­შიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბიზ­ნე­სე­ლი­ტის, ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ცხა­დია, იქ კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბიც არის. იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ით­ქვა - ფი­ნან­სე­ბი გა­ვა­სა­ჯა­რო­ო­თო, რო­გორც ჩანს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კე­ზე­რაშ­ვი­ლის წვლი­ლი და გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა სწო­რედ მის­გან ღე­ბუ­ლობს ფი­ნან­სებს და არ უნ­დათ ის პარ­ტი­ი­დან გა­რი­ყუ­ლი იყოს. აქ ლა­პა­რა­კია შავ ფულ­ზე, რომ­ლის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბაც ვერ ხერ­ხდე­ბა ხოლ­მე. რო­გორც ჩანს, მე­ლია გარ­კვე­ულ­წი­ლად, უკ­მა­ყო­ფი­ლოა კე­ზე­რაშ­ვი­ლით და - პი­რი­ქით. რო­გორც ერთს, ისე მე­ო­რეს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი იმი­სა, ვინ დარ­ჩეს და ვინ - წა­ვი­დეს, არის ერთი კაცი - სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დუმს. პრო­ცე­სე­ბი მი­დის და ეს ჯერ მხო­ლოდ დუ­ღი­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ არ გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას, ეს პრო­ცე­სი დრო­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რაც ოპო­ზი­ცი­ის­თვის მა­ინც და მა­ინც მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის. მე­ო­რეს მხრივ, ენმ-ში არ ჩანს ნო­მერ მე­ო­რე ლი­დე­რი და შე­საძ­ლოა ახა­ლი ლი­დე­რის ძი­ე­ბის და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სიც მი­დის. მოკ­ლედ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ცი­ხე­შია, ელექ­ტო­რა­ტი მას ელო­დე­ბა და პარ­ტი­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, ამ ეტაპ­ზე, ძი­რი­თა­დად მა­ინც მის შემ­დგომ პო­ზი­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,“ - ამ­ბობს ძა­ბი­რა­ძე.

ავ­ტო­რი: ნიკა გუ­ლუა

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ეს კრიმინალები , ცალი კალოშით მოსული მათხოვრები. გაუკეთეთ მათ ქონებას კონფისკაცია და გადაეცით ბავშვთა სახლებს.

კაჩუბეი
2

სინამდვილეში რა ხდება ე.ნ.მ.-ში ასე ღიად ვერ გაიგებთ. ის სულ რამოდენიმე კაცმა იცის და არ გაბაზრდება. ის რაც ხდება საილუსტრაციოდ ეგ დიდი არაფერია. გარეგნულად ხომ უნდა შეინიღბოს,რომ ვერავინ გაიგოს სინამდვილეში რაც ხდება. მოვა დრო და რეალური რეზულტატი დაიდება ჯერ არა, იმას თავის დრო აქვს,რასაც მოგვიანებით გავიგებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ -  რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"ნაციოანლურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ambebi.ge აქამდეც არაერთხელ წერდა. რამდენიმე ფრთას შორის პარტიაში უთანხმოება დღეს არ დაწყებულა, ენმ-ში სერიოზული შიდა დინებებია და როგორც იკვეთება, პარტიის შიგნით გარკვეული დაჯგუფებები, სააკაშვილის მომხრეების აქტიურ განეიტრალებაზე მუშაობენ. ამ ყველაფერმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ექსპრეზიდენტმა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ განცხადება გაავრცელა. "ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ გაზაფხულზე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და პარტიაში ლიდერობისთვის ნამდვილი ომი დაიწყება.

აქტიურად დაიწყო ლაპარაკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ჩანაცვლების შესახებ და ეჭვი იმაზე, რომ პარტიაში მთლად კარგად ვერ იყო საქმე, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ნიკა მელიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მისამართით პირდაპირი ეთერით განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა, "არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის“. მისმა მომხრეებმა ეს პოლიტიკურად მომგებიან ნაბიჯად შეაფასეს, ვინაიდან ცოტა ხნის წინ "ოცნებამ“ დავით კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენია. იმასაც ამბობენ, რომ მელიას ეჭვი გაუჩნდა, რომ კეზერაშვილი მის ჩანაცვლებას ლევან ხაბეიშვილით ცდილობს.

რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარეს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც საჯაროდ განაცხადა, რომ მელიამ პოსტი უნდა დატოვოს. პარტიაში ამბობენ, რომ მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი და ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა", რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

გიორგი მუმლაძე თავის მხრივ ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ. მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ, ასევე, მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა - მუმლაძე მელიას დაცვამ გალახა. მუმლაძე ამბობს, რომ თუკი ვინმეს სურს "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა და ოლიგარქ ივანიშვილთან ბრძოლა, მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი უნდა დატოვოს.

"ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საყვედური და პრეტენზიები ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოთქვა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარტიაში წყლის ამმღვრევებს დაასახელებდა. ჟორჟოლიანმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციების ჩაშლაზე და არდაფინანსებაზე, რაშიც ბრალი პარტიის წევრ პეტრე ცისკარიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს დასდო.

"ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მისი მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებებს ტყუილი და "როყიოდ ნათქვამი“ უწოდა.

ასეა თუ ისე, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენებისთვის ბრძოლა მიდის და იქ არსებული დაჯგუფებები ერთმანეთის გამოაშკარავებას აღარ ერიდებიან. ამაზე ინფორმაციები როგორც ინტერნეტსივრცეში, ასევე მედიითაც ვრცელდება.

წყარო "ოცნებიდან“ გვიყვება:

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. შიდა ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც კეზერაშვილმა ენმ-ზე სრული კონტროლი მოინდომა. მელია არ არის კეზერაშვილის ფავორიტი. ის, ზოგადად უკონტროლოა, თავისი ფინანსები აქვს და ცალკე მოქმედებს. ის გაემიჯნა რადიკალურ ფრთას, რომელიც მას მუდმივად თავს ესხმის და მიშას საკითხში უმოქმედობაში ადანაშაულებს. კეზერაშვილმა ნელ-ნელა აიღო პარტია, ჯერ იყო და ცოლისძმა - დიმიტრი ჩიქოვანი მიიყვანა პარტიაში პიარის უფროსად, მერე პეტრე ცისკარიშვილი - გენმდივნად (რომელიც პარტიის მთავარი თვალია), ბოლოს კობა ნაყოფიას წასვლა მოსთხოვა პარტიიდან, რაზეც მელია წინააღმდეგი წავიდა - ნაყოფია მიშას მეგობარია და ამაზე მელიას ჰქონდა პროტესტი, მიხვდა, რომ ნაყოფიას შემდეგ, მისი ჯერი დადგებოდა, ამიტომაც დისტანცირდა მისგან. კეზერაშვილმა გადაიბირა ხაბეიშვილი, დეკანოიძე, ბოტკოველი... მერაბიშვილს თავისი ფრთა ჰყავს და ისიც იბრძვის გავლენებისთვის, მაგრამ რეალურად, მაინც კეზერაშვილია აქ მთავარი, ის არის დამფინანსებელი“.

დავით კეზერაშვილმა საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის მის ირგვლივ მოარულ ხმებს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში არ გააჩნია, რაც, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე უარს იტყვის.

"ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურისა და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები... მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში... პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთანავე, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე“, - წერს დავით კეზერაშვილი, რომელიც დასძენს, რომ არ აპირებს მშვიდად იყოს და შორიდან უყუროს მისი მეგობრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. "ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას“, - წერს კეზერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთა სააკაშვილისგანაც ელის განცხადების გაკეთებას. მელიას ფრთა ითხოვს სააკაშვილის მხარდაჭერას და იმის ღიად დაფიქსირებას, რომ ისაა პარტიის ლიდერი. მეორე, მელიასთან დაპირისპირებული ჯგუფი ენმ-ს უმოქმედობაში და სააკაშვილის გათავისუფლების თემის დღის წესრიგიდან მოხსნაში ადანაშაულებს, ის აქციების მომხრეა და მიშასგან ელოდება, ენმ-ს უმოქმედობაზე გამოხატოს პოზიცია. იმ მოტივით, რომ ჩამოშორდა პოლიტიკას, სააკაშვილი დუმს და ამ ომში არ იღებს მონაწილეობას.

რამდენად ექნება მომავალი ენმ-ს მიშას გარეშე, ამას დრო გვიჩვენებს. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, პარტია გარკვეულმა ჯგუფმა დატოვოს და 2016 წლის გაყრა განმეორდეს, რის შედეგადაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პარტია "ევროპული საქართველო“ მივიღეთ.

სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ გვეუბნება, რომ პარტიაში დაპირისპირების მთავარი შემოქმედი ვანო მერაბიშვილია, რომელთანაც მელიას დაძაბული ურთიერთობა აქვს და რომელსაც დაზიანებული იმიჯის გამო, თავმჯდომარემ პარტიიდან განზე გადგომა ურჩია.

"ვანო გამოვიდა ციხიდან და მელიამ, სავარაუდოდ, მიშას მითითებით, ის არ მიაკარა პარტიას (იციან, რომ ძველი სახეები - ახალაიები და მერაბიშვილი მოსახლეობას აღარ უნდა), ვინაიდან ეს პარტიისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო. მიშა მაშინ ჯერ კიდევ უკრაინაში იყო. ვანო იმის ჩიტი არ იყო, ისე გაჩერებულიყო და დაიწყო პროცესი... თუ გადახედავთ იმ ხალხს, ვინც მელიას უტევს, მათი უმრავლესობა ან ძველი ძალოვანი და მათი ახლობელია, ან ვარშალომიძის მომხრე. როცა პარტიის თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, მელიამ მიიღო 13 ათასი, ვარშალომიძემ კი 7 000 ხმა, რის შედეგადაც თავმჯდომარე გახდა მელია. ვარშალომიძის აქტივობა პროცესში არსად ჩანს, სამაგიეროდ, მისი მხარდამჭერები აქტიურობენ.. პარტიაში რაღაცნაირი კოალიციასავით გამოვიდა, რომელმაც მერე ერთხმად შეუტია მელიას. "ქოცებსაც" მეტი რა უნდათ, ოღონდ ენმ-ს შიგნით იყოს დაძაბულობა, ვინაიდან 2024-ში პროპორციული არჩევნებია და ოპოზიცია თუ მეტ-ნაკლებად მობილიზებული იქნა, შანსი არაა "ოცნებამ“ უმრავლესობა აიღოს. გამოსავალიც მონახეს - ენმ-ს დაშლა შეიძლება იმდენად არ უნდოდეთ, რამდენადაც მთავარ იპოზიციურ პარტიაში მუდმივი წინააღმდეგობა. დღესდღეობით, პარტია დაყოფილია ვარშალომიძისა და ვანოს მიმდევრებით (ძირითადად - ძალოვნები) და საკრებულოებსა და აპარატს მიღმა დარჩენილი აქტივისტებით. ეს შეიძლება ცალ-ცალკე ჯგუფებია, მაგრამ ახლა ერთ კონტექსტში არიან მელიას წინააღმდეგ.

მელიას კეზერაშვილისგან დისტანცირების 2 მიზეზი აქვს:

1. მასთან ერთად პოლიტიკაში გამოჩენა პოლიტიკურად არარენტაბელური და წამგებიანია და

2. კეზერაშვილმა ვანოსთან და მელიასთან დაპირისპირებულ ჯგუფებთან დაიწყო დაახლოება. ახლა მიდის ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად, რაზეც, ძირითადად ვანოს აქვს პრეტენზია.

მინდა ისიც გითხრათ, რომ მიშას გარეშე არც ერთი აქცია არ მუშავდებოდა. ივნისის თვეში გაკეთებულ ბოლო განცხადებაში მიშამ ნიკა შეაქო და თქვა, რომ მელია არის კანონიერად არჩეული თავმჯდომარე. ახლა მიდის საუბარი იმაზე, თითქოს ყველა იყიდა კეზერაშვილმა, რაც ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ე.წ. შავი პიარია. ამას რომ ავრცელებ, ხომ უჩნდება მაგალითად, მელიას ეჭვი, მართლა ხომ არ იყიდა ისინიო? ეს არის საინფორმაციო დაბომბვა. ესეც შეიძლება, მართალი იყოს, ფული მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, თუმცა ყველაფერი დანარჩენი დეტალებია მთელ ამ კარუსელში. ყოველ შემთხვევაში, მიშა მელიას მხარდამჭერია და არც ერთ განცხადებაში ორჭოფულადაც კი არ უთქვამს, რომ სხვისკენ, იმათ მხარეს იხრება. მიშამ თქვა, პოლიტიკიდან წავედიო და ახლა რომ პოზიცია დააფიქსიროს, გამოდის, არ წასულა, გამოვა "ოცნება“ და იტყვის, იტყუებაო. რატომ ელოდებიან მის განცხადებას, ის ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რაც მის ბოლო განცხადებაში თქვა. პარტია და პოლიტსაბჭოც მელიას უჭერს მხარს. პარტია ვერ დაიშლება, უბრალოდ, ეს ჯგუფები წყალს ამღვრევენ ამომრჩეველთან, რაც ძალიან ცუდია, ამით, საბოლოოდ, "ოცნების“ საქმე კეთდება და ამ ყველაფერს მერაბიშვილი მეთაურობს. გაიხსენეთ, ბიძინა როცა მოვიდა პოლიტიკაში, პირველს ვის მიმართა, კარგი მენეჯერი ხარ, მოდი გვერდში დამიდექიო? მას მანამდეც სულ ვანოსთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. ბუნებრივია, ვანოს აქვს ლიდერობაზე პრეტენზია, ვინაიდან ვარშალომიძეს არც ფული აქვს და არც გავლენა, ვანოს კი ორივე აქვს, თან არ ჩანს. შეიძლება თვითონ სულაც არ გამოჩნდეს, მიხვდეს, რომ ეს წამგებიანი იქნება და ასპარეზზე ვარშალომიძე გამოიყვანოს. მოკლედ, დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი დაახლოებაც მოხდეს“, - გვეუბნება წყარო "ნაცმოძრაობიდან".

ენმ-ში მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

"როგორც ამბობენ, ენმ-ში ძალაუფლებისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა მიდის. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი აღარ არის ლიდერი და განაცხადა, რომ პარტიას ჩამოშორდა და ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა, რეალურად გაჩნდა ახალი ლიდერის საჭიროება. ახლა ლიდერისთვის მიდის ბრძოლა. გარდა ამისა, პარტიის დამფინანსებელი კეზერაშვილია და მისი განაწყენება იმას ნიშნავს, რომ დაკარგავენ დამფინანსებელს. ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, დიდი ხანია მიდის. ახლა ყველა სააკაშვილის რეაგირებას და მის განცხადებას ელის. შესაძლოა, საბოლოო ჯამში, პარტიის დაშლამდეც მივიდეს საქმე. რა პროპორციით გაიყოფა პარტია, განსაკუთრებით ელექტორალური თვალსაზრისით, ამის თქმა ძნელია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სააკაშვილის როლი და ფუნქცია, ანუ რა განცხადება შეიძლება გააკეთოს. ის ჯერჯერობით დუმს. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს მისი პოლიტიკური რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ყოველ შემთხვევაში, მკვიდრდება აზრი, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა საქართველოსთვის უკვე გამოუსადეგარია. შესაბამისად, ეს აძლიერებს იმ დაპირისპირებას, წყალქვეშა დინებებს, რაც ენმ-შია და თუ კარგად ჩავხედავთ, იკვეთება ორი ფრთა, ესაა მელიას ფრთა, რომელიც ემიჯნება ძველ გვარდიას და 2. ძველი გვარდია, რომელიც მიბმულია კეზერაშვილთან და სხვებთან. ეს ის ხალხია, რომელიც პარტიისთვის ფინანსურ გარანტიებს ქმნის და რომელშიც ყოფილი ხელისუფლების ბიზნესელიტის, ან სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. ცხადია, იქ კერძო ინტერესებიც არის. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ითქვა - ფინანსები გავასაჯაროოთო, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია კეზერაშვილის წვლილი და გარკვეული ნაწილი ადამიანებისა სწორედ მისგან ღებულობს ფინანსებს და არ უნდათ ის პარტიიდან გარიყული იყოს. აქ ლაპარაკია შავ ფულზე, რომლის გასაჯაროვებაც ვერ ხერხდება ხოლმე. როგორც ჩანს, მელია გარკვეულწილად, უკმაყოფილოა კეზერაშვილით და - პირიქით. როგორც ერთს, ისე მეორეს მხარდამჭერები ჰყავს და გადაწყვეტილების მიმღები იმისა, ვინ დარჩეს და ვინ - წავიდეს, არის ერთი კაცი - სააკაშვილი, რომელიც დუმს. პროცესები მიდის და ეს ჯერ მხოლოდ დუღილია. სააკაშვილი თუ არ გააკეთებს განცხადებას, ეს პროცესი დროში გაგრძელდება, რაც ოპოზიციისთვის მაინც და მაინც მომგებიანი არ არის. მეორეს მხრივ, ენმ-ში არ ჩანს ნომერ მეორე ლიდერი და შესაძლოა ახალი ლიდერის ძიების და ჩამოყალიბების პროცესიც მიდის. მოკლედ, "ნაციონალურ მოძრაობაში“ კომპლექსური პრობლემებია. სანამ სააკაშვილი საქართველოშია და ციხეშია, ელექტორატი მას ელოდება და პარტიში მიმდინარე პროცესები, ამ ეტაპზე, ძირითადად მაინც მის შემდგომ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული,“ - ამბობს ძაბირაძე.

ავტორი: ნიკა გულუა