შოთა არველაძე ინგლისური ჩემპიონშიპის გუნდის, Hull City-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.თანამდებობა დატოვა ასევე არველაძის თანაშემწემ, პიტერ ვან დერ ვენმა.
"შოთა და პიტერი ჩვენს გუნდს ტოვებენ, ჩვენ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ და მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია კლუბის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Hull City-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს არველაძე მიმდინარე წლის იანვრიდან იკავებდა.
"ჰალმა" სეზონი კარგად დაიწო და საწყის 4 ტურში არ დამარცხდა (2 მოიგო და 2-იც ფრედ ითამაშა), ამის შემდეგ კი 6 შეხვედრიდან 5-ში დამარცხდნენ