თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემაზე საუბარი არ მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარის ლაბორატორია გამოეყოს და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. როგორც გაბუნია განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
"ლუგარის ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი. ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ქვეყანა იყენებს. რაიმე ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს",- აღნიშნავს გაბუნია.
ზოგადი ფრაზებით საუბარი საჭირო არ არის. რატომ არის გასაიდუმლებული, საქართველოს ხალხისთვის, ესოდენ "მნიშვნელოვანი" ლაბორატორიის საქმიანობა. თუ ხალხის დასაცავად და საკეთილდღეოდ არის ლაბორატორია შექმნილი, აქ დასამალი რა უნდა იყვეს. ხალხს სიმართლე გვითხარით. როგორ ფიქრობთ გვეწყინება? აქ უკვე დამაჯერებლობა გვაკლია, თამარ ქალო. P.S. უკაცრავად, წლიური ხელფასი რამდენი გაქვთ, თუ საიდუმლეობას არ წარმოადგენს.