სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს
"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს

21 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნას­თან ომის და­წყე­ბი­დან 7 თვის თავ­ზე ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სა და მისი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა" - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვის დროს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა პა­ტიმ­რო­ბით ის­ჯე­ბა, გაწ­ვე­ვის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მა­სი­უ­რად გა­და­დი­ან მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში. ერთ-ერთი ასე­თი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც უკვე რვა დღეა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მო­თხოვ­ნით რი­გე­ბი დგას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 10 დღე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი რუ­სე­თის 78 742-მა მო­ქა­ლა­ქემ გად­მოკ­ვე­თა, ქვე­ყა­ნა კი და­ტო­ვა რუ­სე­თის 62 120-მა მო­ქა­ლა­ქემ. მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­მოს­ვლის გამო ღე­ლავს და მთავ­რო­ბას პა­სუხს სთხოვს, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს, რომ მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს შე­მომ­სვლელ­თა მი­ზანს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ე.წ. სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნად იყე­ნე­ბენ და არ რჩე­ბი­ან. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

გარ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე რუ­სე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, სამ­შობ­ლო­ში არ ყო­ფი­ლან. ახლა კი ომში გაწ­ვე­ვის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით დაბ­რუნ­დნენ. ბევრ მათ­განს აქ კუთ­ვნი­ლი სახ­ლიც გა­ყი­დუ­ლი აქვს და ამ­ჟა­მად ნა­თე­სა­ვებ­თან აფა­რე­ბენ თავს.

AMBEBI.GE რუ­სე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ:

გი­ორ­გი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) 29 წლის არის. ის 14 წლი­დან რუ­სეთ­ში მა­მას­თან ცხოვ­რობს. ორი წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლი გა­ყი­დეს, რად­გან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარ ფიქ­რობ­დნენ. გი­ორ­გის ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც რუს­ზეა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, თა­ვად კი 1 წლის წინ და­შორ­და რუს მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი დარ­ჩა... მე­ო­რედ 2 თვის წინ იქორ­წი­ნა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­შობ­ლო­ში მარ­ტო დაბ­რუნ­და, რათა ომში არ წა­სუ­ლი­ყო. ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე არ გა­მოჰ­ყვა... აქ ბი­ძას­თან ცხოვ­რობს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა უკან, რად­გან შე­საძ­ლოა, იქ უკვე პა­ტიმ­რო­ბა ელო­დეს. მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში დარ­ჩნენ. ახლა იმის შიში აქვს, შე­საძ­ლოა შვი­ლის გაქ­ცე­ვის გამო, პრობ­ლე­მე­ბი მათ შე­ექ­მნათ.

ძმე­ბი ოლე­გი და ბესო (სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია) სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 წლის შემ­დეგ, ოჯა­ხე­ბით დაბ­რუნ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ 7 წლის წინ მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, მაგ­რამ ახლა ომს გა­მო­ექ­ცნენ. ბინა არც მათ აქვთ, რად­გან მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი მო­უვ­ლე­ლო­ბის­გან უკვე და­ინ­გრა, იქ ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის და­ნა­ზო­გი კი, რი­თაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მხო­ლოდ ქი­რით ცხოვ­რე­ბის­თვის და კვე­ბის­თვის ეყო­ფათ, ისიც მაქ­სი­მუმ 3-4 თვე. იმე­დი აქვთ უკან მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან. კი­თხვა­ზე, აქვთ თუ არა რო­გორც დე­ზერ­ტი­რებს და­პა­ტიმ­რე­ბის შიში, ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლას ცი­ხე­ში ვერ ჩას­ვა­მენ. უმ­ცრო­სი ძმა ბესო ამ­ბობს, რომ მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, კა­ნო­ნით არც უწევ­და გა­მო­ძა­ხე­ბა, მაგ­რამ იქ კა­ნონს არა­ვინ ას­რუ­ლებს და თუ პატ­რო­ნი არ გყავს, ომში გაწ­ვე­ვის­გან ვე­რა­ვინ და­გიხ­სნის...

ალექ­სი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) მა­ნამ­დეც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და მა­მის სამ­შობ­ლო­ში. თა­ვად ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი უჭირს, რად­გან 2 წლის იყო, მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში რომ გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ახლა ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბულ ბე­ბი­ას­თან ერ­თად მო­უ­წევს ცხოვ­რე­ბა, მას თან რუსი ეროვ­ნე­ბის ცოლი და 1.9 თვის შვი­ლი ახ­ლავს. მე­უღ­ლის მამა სამ­ხედ­როა და ალექ­სის თქმით, გა­მო­ი­პარ­ნენ, რად­გან სი­მამ­რი ამ ნა­ბიჯს არ მო­უ­წო­ნებ­და, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მას შე­ექ­მნე­ბა სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მა. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სიკ­ვდი­ლი არ უნდა და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მე­უღ­ლე მხარ­ში უდ­გას...

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი­დან ყვე­ლას ვკი­თხეთ, რო­გორ აფა­სე­ბენ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს. ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ აქვთ. ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოა და მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ აპი­რებს იქ დარ­ჩე­ნილ ახ­ლობ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქტს, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი არ და­წყნარ­დე­ბა, რად­გან შიში აქვთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის­მი­ნე­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

"ვე­ლო­სი­პე­დე­ბით ჩა­მო­ვე­დით... ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­შია. მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია“ - ვი­თა­რე­ბა ლარსზე: რას ამ­ბო­ბენ რუ­სე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი? (ფო­ტო­ე­ბი)

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

ქვეყანა რომელიც დაგაპურებს , თქვენს ელიტურ მოთხოვნებს დაკმაყოფილებს, საჭიროების დროს არ უნდა ემსახურო მას?, სულერთია რუსეთში იქნები თუ კრაინაში.საქართველოში შეიქნა საომარი სიტუაცია და კრიზისი გაიქეცით, სადაცხართ იქ შეიქმნა დისკომფორტი ახალა იქედან გამორბიხართ. ვინ ხართ გაგვაგებინეთ?

მიმი
0

ქვეყანა- სადაც შენ ცხოვრებას გადაწყვეტ და შენი თავშესაფარია, ცხოვრობ მუშაობ, იქ დაოჯახდები. როგორ ფიქრობ როცა დასჭიედები შენი ვალი არ არის ემსახურო მას? ჩემი აზრით ასეთი ხალხი( სახელმწიფოებრივად აზროვნებისაგან ძალიან შორს არის).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს

"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენი სამშობლოსა და მისი მთლიანობის დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერა" - განაცხადა პუტინმა რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მობილიზაციისათვის თავის არიდება პატიმრობით ისჯება, გაწვევისგან თავის არიდების მიზნით რუსეთის მოქალაქეები მასიურად გადადიან მეზობელ ქვეყნებში. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა, სადაც უკვე რვა დღეა საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნით რიგები დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის გამო ღელავს და მთავრობას პასუხს სთხოვს, თუმცა სახელმწიფო სამსახური ამბობს, რომ მკაცრად აკონტროლებს შემომსვლელთა მიზანს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოს ე.წ. სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ და არ რჩებიან. თუმცა ფაქტია, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში რუსულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა გაზრდილია.

გარდა რუსეთის მოქალაქე რუსებისა, საქართველოში შემოდიან ქართველებიც, რომლებიც წლებია, სამშობლოში არ ყოფილან. ახლა კი ომში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით დაბრუნდნენ. ბევრ მათგანს აქ კუთვნილი სახლიც გაყიდული აქვს და ამჟამად ნათესავებთან აფარებენ თავს.

AMBEBI.GE რუსეთიდან გამოქცეული ქართველების შესახებ გიამბობთ:

გიორგი (სახელი შეცვლილია) 29 წლის არის. ის 14 წლიდან რუსეთში მამასთან ცხოვრობს. ორი წლის წინ, საქართველოში სახლი გაყიდეს, რადგან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობდნენ. გიორგის ერთი და ჰყავს, რომელიც რუსზეა დაოჯახებული, თავად კი 1 წლის წინ დაშორდა რუს მეუღლეს, რომელთანაც ორი შვილი დარჩა... მეორედ 2 თვის წინ იქორწინა და მიუხედავად ამისა, სამშობლოში მარტო დაბრუნდა, რათა ომში არ წასულიყო. ამბობს, რომ მეუღლე არ გამოჰყვა... აქ ბიძასთან ცხოვრობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როდის დაბრუნდება უკან, რადგან შესაძლოა, იქ უკვე პატიმრობა ელოდეს. მშობლები რუსეთში დარჩნენ. ახლა იმის შიში აქვს, შესაძლოა შვილის გაქცევის გამო, პრობლემები მათ შეექმნათ.

ძმები ოლეგი და ბესო (სახელები შეცვლილია) საქართველოში 14 წლის შემდეგ, ოჯახებით დაბრუნდნენ. ამბობენ, რომ 7 წლის წინ მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ ახლა ომს გამოექცნენ. ბინა არც მათ აქვთ, რადგან მშობლიური სახლი მოუვლელობისგან უკვე დაინგრა, იქ ცხოვრება შეუძლებელია. ის დანაზოგი კი, რითაც ჩამოვიდნენ, მხოლოდ ქირით ცხოვრებისთვის და კვებისთვის ეყოფათ, ისიც მაქსიმუმ 3-4 თვე. იმედი აქვთ უკან მალე დაბრუნდებიან. კითხვაზე, აქვთ თუ არა როგორც დეზერტირებს დაპატიმრების შიში, ამბობენ, რომ რუსეთი ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა და უკან დაბრუნების შემდეგ ყველას ციხეში ვერ ჩასვამენ. უმცროსი ძმა ბესო ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კანონით არც უწევდა გამოძახება, მაგრამ იქ კანონს არავინ ასრულებს და თუ პატრონი არ გყავს, ომში გაწვევისგან ვერავინ დაგიხსნის...

ალექსი (სახელი შეცვლილია) მანამდეც ხშირად ჩამოდიოდა მამის სამშობლოში. თავად ქართულად საუბარი უჭირს, რადგან 2 წლის იყო, მშობლები რუსეთში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა ალცჰაიმერით დაავადებულ ბებიასთან ერთად მოუწევს ცხოვრება, მას თან რუსი ეროვნების ცოლი და 1.9 თვის შვილი ახლავს. მეუღლის მამა სამხედროა და ალექსის თქმით, გამოიპარნენ, რადგან სიმამრი ამ ნაბიჯს არ მოუწონებდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მას შეექმნება სამსახურში პრობლემა. თუმცა ამბობს, რომ სიკვდილი არ უნდა და მის გადაწყვეტილებაში მეუღლე მხარში უდგას...

ჩვენი რესპონდენტებიდან ყველას ვკითხეთ, როგორ აფასებენ რუსეთ-უკრაინის ომს. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა და მასთან დაპირისპირება არ შეიძლება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არცერთი მათგანი არ აპირებს იქ დარჩენილ ახლობლებთან სატელეფონო კონტაქტს, სანამ ყველაფერი არ დაწყნარდება, რადგან შიში აქვთ, რომ ყველაფერი ისმინება...

იხილეთ ასევე:

"ველოსიპედებით ჩამოვედით... ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნეიტრალურ ზონაშია. მე ვიცი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია“ - ვითარება ლარსზე: რას ამბობენ რუსეთიდან გამოქცეულები? (ფოტოები)