მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკის ცხოვრების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომელთა შესახებ ნაკლებად ცნობილია
აკაკის ცხოვრების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომელთა შესახებ ნაკლებად ცნობილია

ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, პა­ტა­რა აკა­კი წე­რე­თე­ლი აღ­საზ­რდე­ლად ძი­ძას მი­ა­ბა­რეს მახ­ლო­ბელ სო­ფელ­ში, რო­მელ­საც „სა­ვა­ნე“ ერ­ქვა. გლე­ხის ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბამ უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აკა­კი იზ­რდე­ბო­და უღა­რი­ბე­სი გლე­ხის ბავ­შვებ­თან ერ­თად, ის­ლით გა­და­ხუ­რულ უფან­ჯრო-უსარ­კმლო ხის სახ­ლში. აკა­კი ჩარ­თუ­ლი იყო იქა­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში: და­დი­ო­და ყა­ნა­ში, ეხ­მა­რე­ბო­და გლე­ხებს სა­ქონ­ლის მოვ­ლა­ში, გლე­ხის ბავ­შვებ­თან ერ­თად ატა­რებ­და დღე­ებს თა­მაშ­სა და სიმ­ღე­რა-გარ­თო­ბა­ში.

აკა­კი თა­ვის „თავ­გა­და­სა­ვალ­ში“ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვას გვიყ­ვე­ბა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­ულ მო­მენტს მწერ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან:

„ქუ­თა­ი­სის თეთ­რი ხი­დის სი­ახ­ლო­ვეს, რი­ო­ნის მა­ღალ ნა­პირ­ზე იდგა ძვე­ლი, ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი ხის სახ­ლი, მისი მშვე­ნი­ე­რი, წყალ­ზე გა­დამ­ყუ­რე აი­ვა­ნით“. ამ სახ­ლთან აკა­კის ბევ­რი მო­გო­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით წმინ­და იყო მის ხსოვ­ნა­ში მო­გო­ნე­ბა ამ სახ­ლის ერთი ბი­ნად­რის - ანას­ტა­სია ნი­კო­ლა­ძისa. მე­გობ­რუ­ლი გრძნო­ბა ამ ქა­ლი­სად­მი აკა­კიმ შე­უ­ბღა­ლა­ვად შე­ი­ნა­ხა მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე.

თა­ვის „თავ­გა­და­სა­ვალ­ში“ აკა­კი გვი­ამ­ბობს: „მოვ­რჩი თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტს, გა­და­ვე­დი მოს­კოვ­ში. იქ იმა­ვე წე­ლი­წადს დავ­ცოლ­შვი­ლი­ან­დი“. „ნუ­რა­ვინ ნუ და­ი­ჩე­მებს: მო­მა­ვალ­ში ამას ვი­ზამ, თუ იმა­სო! მე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და გუ­ნე­ბა­ში, რომ ცოლი არ შე­მერ­თო და მერე ისიც უცხო­ე­ლი, მაგ­რამ შემ­თხვე­ვას ყვე­ლა­ფე­რი შეს­ძლე­ბია!“

აკა­კის მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ია იყო. მათი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭორი და­დი­ო­და, რომ აკა­კიმ ნა­ტა­ლია მისი ქო­ნე­ბის გამო შე­ირ­თო, რა­ზეც აკა­კი თა­ვის „თავ­გა­და­სა­ვალ­ში“ წერ­და: „ჩემ­მა მტრებ­მა და მათ­მა ამ­ყო­ლებ­მა, სხვა რომ ვე­ღა­რა მო­ა­ხერ­ხეს რა, დაჰ­ყა­რეს ხმა, რომ აკა­კიმ ცო­ლის მზი­თე­ვი მი­ლი­ო­ნე­ბი აიღო და გაფ­ლან­გაო! მა­შინ, რო­დე­საც თვა­ლით არა მი­ნა­ხავს რა. ეს ცი­ლის­წა­მე­ბა დღე­საც ბევ­რს მარ­თა­ლი ჰგო­ნია ჩვენ­ში“.

ცო­ლის შერ­თვის შემ­დეგ აკა­კი წე­რე­თე­ლი სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში და ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლდა. 1889 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კის სა­ზო­გა­დო კრე­ბამ აკა­კის ერ­თხმად შე­აძ­ლია ბან­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. პო­ეტ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და იმ დრო­ი­სათ­ვის ამ ერ­თგვა­რად სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა­ზე, კრე­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და თა­ვი­სი უარი შემ­დეგ­ნა­ი­რად და­ა­სა­ბუ­თა: „მე რომ დი­რექ­ტო­რო­ბა ვი­კის­რო, სა­კუთ­რად მე მო­ხე­ლე­ო­ბას უნდა და­ვუდ­ვა გული და ეგ იქ­ნე­ბა ჩემ­თვის ბორ­კი­ლი, თუმ­ცა ოქ­როს ბორ­კი­ლი ჩემ­თვის პი­რა­დად სარ­გე­ბე­ლია, მაგ­რამ მა­ინც ბორ­კი­ლია და იმ საქ­მე­ში ხე­ლის შემ­შლე­ლი, რო­მელ­საც მე ამ­დე­ნი ხა­ნია ვემ­სა­ხუ­რე­ბი“.

ამ­რი­გად, აკა­კი წე­რე­თე­ლი არ­სად, არას­დროს სამ­სა­ხურ­ში არ შე­სუ­ლა და მთე­ლი სი­ცო­ცხლე ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა შე­ა­ლია. ამ გა­რე­მო­ე­ბას არა ერთხელ გა­მო­უწ­ვე­ვია რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბის, ისე მა­მის წყრო­მა.

აკა­კის იუ­მო­რის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და. მწე­რა­ლი ძა­ლი­ან ენა­მოს­წრე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ერთხელ, ის სა­დილ­ზე და­პა­ტი­ჟეს. აკა­კი თეთრ ღვი­ნოს სვამ­და. უც­ბად ვი­ღა­ცამ იკი­თხა: თეთ­რი ღვი­ნო სჯობს თუ წი­თე­ლიო?“ პო­ეტ­მა წი­თე­ლი ღვი­ნო და­ის­ხა და რომ არ მო­ე­წო­ნა, თქვა: „სა­დი­ლო­ბამ­დის ეს ღვი­ნოც თეთ­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სირ­ცხვი­ლით ახლა გა­წით­ლე­ბუ­ლაო“.

აკა­კიმ 1907 წელს იუ­მო­რის­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლი „ხუ­მა­რა“ გა­მოს­ცა. მას სურ­და ჟურ­ნალ­ში გა­ე­კი­ცხა იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ჟურ­ნა­ლი პირ­ვე­ლი ნომ­რის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აკ­რძა­ლა მე­ფის მთავ­რო­ბამ, ხოლო აკა­კი და­ი­ჭი­რეს. თუმ­ცა, ხალ­ხში პო­ე­ტის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბის გამო მე­ფის მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და იგი ერთი ღა­მის პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

ქუ­თა­ის­ში აკა­კის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ბაღ­ში შე­იკ­რიბ­ნენ. ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ აკა­კის ჰკი­თხა: „რა აზ­რი­სა ხართ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო აკა­კი, ახალ­გაზ­რდა მგოს­ნებ­ზე?“ – „რა გი­თხრათ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას ერთი პრო­ფე­სო­რი გვყავ­და: დიდი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცი­აო ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ, სტუ­დენ­ტე­ბი, მისი წა­კი­თხუ­ლი­დან ვე­რას ვგე­ბუ­ლობ­დით. იგი­ვე ით­ქმის ზო­გი­ერთ ახალ­გაზ­რდა მგო­სან­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია ძა­ლი­ან კარ­გე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ ერთი ნაკ­ლი აქვთ: რო­გორც მე, აგ­რეთ­ვე ხალ­ხს არა გა­ე­გე­ბა რა მათი“.

1904 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, და­ძა­ბუ­ლი შრო­მი­სა და მუ­დამ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გად, აკა­კის დამ­ბლა და­ე­ცა. მთე­ლი მო­წი­ნა­ვე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აშ­ფო­თა ამ ამ­ბავ­მა. დე­კემ­ბრის ბო­ლოს აკა­კი მომ­ჯო­ბინ­და, სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მის მშვე­ნი­ერ სა­ხეს დაღი და­აჩ­ნდა. თვა­ლე­ბის ქუ­თუ­თო­ე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ე­ბო­ჭა, ფარ­თოდ ვე­ღარ ახელ­და თვა­ლებს. 1905 წლის გა­ზა­ფხულ­ზე პო­ე­ტი უცხო­ეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სამ­კურ­ნა­ლოდ, იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბრის დამ­დეგს კი ისევ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში.

1914 წელს მხცო­ვა­ნი პო­ე­ტი ფი­ზი­კუ­რად და­უძ­ლურ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი კვლავ ინ­ტენ­სი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობ­და, და­ძა­ბუ­ლად მუ­შა­ობ­და პო­ე­მა­ზე „ომი“, უნ­დო­და იგი სას­წრა­ფოდ და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. 21 დე­კემ­ბერს შრო­მით დაღ­ლი­ლი და ფი­ზი­კუ­რად და­სუს­ტე­ბუ­ლი აკა­კი სახ­ლის მო­უ­რავ­მა, კოტე აბ­დუ­შე­ლიშ­ვილ­მა ქუ­თა­ი­სი­დან სხვი­ტორ­ში ჩა­იყ­ვა­ნა. 24 დე­კემ­ბერს პო­ეტს დამ­ბლა და­ე­ცა. ეს ფრი­ად სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ხალ­ხი გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­დი­ოდ­ნენ სხვი­ტორ­ში აკა­კის სა­ნა­ხა­ვად. პე­ტერ­ბურ­გი­დან ჩა­მო­ვი­და პო­ე­ტის შვი­ლი ალექ­სი. 1915 წლის 25 იან­ვარს ავად­მყოფს კვლავ ჩა­ექ­ცა სის­ხლი ტვინ­ში და ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე აკა­კი გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 8 აგ­ვის­ტო­დან აკა­კი წე­რეთ­ლის ოთხ ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს. ტო­მე­ულ­ში თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა პრო­ზა, პო­ე­ზია, დრა­მა­ტურ­გია და აკა­კის წე­რი­ლე­ბი.

წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­დის და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი - 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 15.50 ლა­რია. მე­სა­მე ტო­მის შე­ძე­ნას 3 ოქ­ტომ­ბრი­დან, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში შეძ­ლებთ. ასე­ვე, წიგ­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სა­იტ­ზე - www.palitral.ge და შეძ­ლებთ ისარ­გებ­ლოთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით. ტელ: +995 32 238 38 71

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

მადლობა ავტორს, თავად ბევრი რამ მაკავშირებს სხვიტორსა და ზოგადად ზემო იმერეთთან, წარმოშობა, ბავშვობის მოგონებები და უსაზღვრო სიყვარული. აკაკი ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე დიდი პოეტი და დიდი ქართველი. ბავშვობიდან იმდენი რამე მსმენია ადგილობრივებისაგან მის შესახებ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ახლო ნათესავი, სისხლი და ხორცის ჩემი. კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს

მარიამი
3

დიდი მადლობა ავტორს, მაგრამ ვინც აკაკის შემოქმედებას ვიცნობთ ისევ ისინი ვკითხულობთ. ღმერთო! გევედრები მომავალი თაობა ჩვენი დიდი კლასიკოსების ნაწარმოებებით გაიზარდონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

აკაკის ცხოვრების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომელთა შესახებ ნაკლებად ცნობილია

აკაკის ცხოვრების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომელთა შესახებ ნაკლებად ცნობილია

ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი წერეთელი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელში, რომელსაც „სავანე“ ერქვა. გლეხის ოჯახში ცხოვრებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი მწერლის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. აკაკი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. აკაკი ჩართული იყო იქაურ საქმიანობებში: დადიოდა ყანაში, ეხმარებოდა გლეხებს საქონლის მოვლაში, გლეხის ბავშვებთან ერთად ატარებდა დღეებს თამაშსა და სიმღერა-გართობაში.

აკაკი თავის „თავგადასავალში“ ბევრ საინტერესო შემთხვევას გვიყვება თავისი ცხოვრებიდან.

გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ მომენტს მწერლის ცხოვრებიდან:

„ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს, რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ძველი, ნახევრად დანგრეული ხის სახლი, მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივანით“. ამ სახლთან აკაკის ბევრი მოგონება აკავშირებდა, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრის - ანასტასია ნიკოლაძისa. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

თავის „თავგადასავალში“ აკაკი გვიამბობს: „მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წელიწადს დავცოლშვილიანდი“. „ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“

აკაკის მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია იყო. მათი ქორწინების შესახებ ჭორი დადიოდა, რომ აკაკიმ ნატალია მისი ქონების გამო შეირთო, რაზეც აკაკი თავის „თავგადასავალში“ წერდა: „ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო! მაშინ, როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში“.

ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისში დასახლდა. 1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შეაძლია ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.

ამრიგად, აკაკი წერეთელი არსად, არასდროს სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლა შეალია. ამ გარემოებას არა ერთხელ გამოუწვევია როგორც ახლობლების, ისე მამის წყრომა.

აკაკის იუმორის შესახებ ყველამ იცოდა. მწერალი ძალიან ენამოსწრებული გახლდათ. ერთხელ, ის სადილზე დაპატიჟეს. აკაკი თეთრ ღვინოს სვამდა. უცბად ვიღაცამ იკითხა: თეთრი ღვინო სჯობს თუ წითელიო?“ პოეტმა წითელი ღვინო დაისხა და რომ არ მოეწონა, თქვა: „სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით ახლა გაწითლებულაო“.

აკაკიმ 1907 წელს იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“ გამოსცა. მას სურდა ჟურნალში გაეკიცხა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები. ჟურნალი პირველი ნომრის გამოსვლისთანავე აკრძალა მეფის მთავრობამ, ხოლო აკაკი დაიჭირეს. თუმცა, ხალხში პოეტის დიდი პოპულარობის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა იგი ერთი ღამის პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინა.

ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. მონაწილეები სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. ერთმა ახალგაზრდამ აკაკის ჰკითხა: „რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?“ – „რა გითხრათ, სტუდენტობისას ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე. შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება რა მათი“.

1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა. მთელი მოწინავე ქართველი საზოგადოება შეაშფოთა ამ ამბავმა. დეკემბრის ბოლოს აკაკი მომჯობინდა, სიკვდილს გადარჩა, მაგრამ მის მშვენიერ სახეს დაღი დააჩნდა. თვალების ქუთუთოების მოძრაობა შეებოჭა, ფართოდ ვეღარ ახელდა თვალებს. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.

1914 წელს მხცოვანი პოეტი ფიზიკურად დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ინტენსიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობდა, დაძაბულად მუშაობდა პოემაზე „ომი“, უნდოდა იგი სასწრაფოდ დაემთავრებინა. 21 დეკემბერს შრომით დაღლილი და ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა ქუთაისიდან სხვიტორში ჩაიყვანა. 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს ფრიად სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საყვარელი პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ სხვიტორში აკაკის სანახავად. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პოეტის შვილი ალექსი. 1915 წლის 25 იანვარს ავადმყოფს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხ ტომეულს გამოსცემს. ტომეულში თავმოყრილი იქნება პროზა, პოეზია, დრამატურგია და აკაკის წერილები.

წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის და მისი სპეციალური ფასი - 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 15.50 ლარია. მესამე ტომის შეძენას 3 ოქტომბრიდან, პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ. ასევე, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე - www.palitral.ge და შეძლებთ ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით. ტელ: +995 32 238 38 71