ავტორი:

ალა პუგაჩოვამ შვილები წაიყვანა და რუსეთი ფარულად დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ალა პუგაჩოვამ შვილები წაიყვანა და რუსეთი ფარულად დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

30 აგვისტოს მოსკოვში დაბრუნებულმა პრიმადონამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საბოლოოდ გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან, რადგან 29 სექტემბერს ალა პუგაჩოვამ სკოლიდან უმცროსი შვილები გამოიყვანა და საზღვარგარეთ გაფრინდა.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალამ მოსკოვის მახლობლად მდებარე მდიდრული სასახლე კვლავ ფარულად დატოვა. წინასწარი ინფორმაციით, მომღერალი შვილებთან, ლიზასთან და ჰარისთან ერთად, ვნუკოვოს აეროპორტიდან ისრაელში გაფრინდა. მისი დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მომღერალს უკან დასაბრუნებელი ბილეთები არ აუღია...

შეგახსენებთ, რომ პირველად ვარსკვლავურმა ოჯახმა რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დატოვა. თავდაპირველად, როგორც გალკინი (ამჟამად რუსეთში აღიარებული უცხო ქვეყნის აგენტად) და პუგაჩოვა აცხადებდნენ, ისინი დაგეგმილ შვებულებაში წავიდნენ, მაგრამ შემდეგ ხალხისთვის ცხადი გახდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნებაზე ფიქრობდნენ. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავმა პირობა შეასრულა და ლიზამ და ჰარიმ ახალი სასწავლო წელი ჩვეულ გარემოში დაიწყეს.

ალას დაბრუნების შემდეგ რუსეთში მაქსიმ გალკინი უცხოურ აგენტად აღიარეს, რის შემდეგაც პრიმადონამ გააკეთა განცხადება მეუღლის მხარდასაჭერად და სთხოვა, მისთვისაც მიენიჭებინათ უცხოური აგენტის სტატუსი. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალა ბორისოვნა არ დარჩებოდა რუსეთში - მოაგვარებდა საქმეებს და დაბრუნდებოდა ქმართან. და, როგორც ჩანს, ასეც მოხდა.

ნახეთ ასევე: