პარტნიორები:
    ავტორი:

    თბილისში 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

    თბილისში 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

    თბილისში, გლდანში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.