სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან - რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან
რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან - რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან

ბოლო დროს 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა ჩვენ­ში ერ­თგვა­რად ტრენ­დუ­ლი გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი მისი დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ, წო­ნა­ში და­იკ­ლონ. რო­დე­საც ამ დი­ე­ტას ვირ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ის, რა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ახ­ლავს და რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა მისი დაც­ვა, - ამა­ზე ექი­მი-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ნატა გა­გუა გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • "18-სა­ა­თი­ან დი­ე­ტას ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილს ეძა­ხი­ან. მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ისაა, რომ წო­ნის კლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ხარ­ჯზე მოხ­დეს და არა კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვის ხარ­ჯზე. კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვით კლე­ბა ბევ­რი არას­წო­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტის შე­დე­გია" - აღ­ნიშ­ნავს ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი.

- კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის კლე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა?

- გა­აჩ­ნია, იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი რო­გორ იკ­ვე­ბე­ბა. თუ მა­ღა­ლია სიმ­სუქ­ნის ხა­რის­ხი, შე­იძ­ლე­ბა 18-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლის ხარ­ჯზე პირ­ველ ჯერ­ზე, 2 თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 12-14 კილო და­იკ­ლოს. თუ და­საკ­ლე­ბია მხო­ლოდ 4-5 კი­ლოგ­რა­მი, რაც ძა­ლი­ან ხში­რია, მა­შინ ეს ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის სიჩ­ქა­რით ნაკ­ლე­ბად გვა­ო­ცებს. არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს კვე­ბის მო­დე­ლი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ რად­გან ეს კვე­ბის მო­დე­ლი ასე­თი ტრენ­დუ­ლი გახ­და, ვი­ტყვი, რომ ღა­მის ინ­ტერ­ვა­ლი კარ­გია, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი­დან ჯერ გლუ­კო­ზა და გლი­კო­გე­ნი „ამო­ლაგ­დე­ბა“, შემ­დეგ კი უკვე ცხი­მე­ბი. იმ და­ნარ­ჩენ 6 სა­ათს თუ ადა­მი­ა­ნი ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, კა­ლო­რი­ულ დე­ფი­ციტს ქმნის, უფრო მეტ კა­ლო­რი­ებს ხარ­ჯავს, ვიდ­რე იღებს, მა­შინ წო­ნა­ში კლე­ბის პრო­ცე­სი შე­სამ­ჩნე­ვია.

- ე.ი. იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბა და ალ­ბათ ნახ­შირ­წყლე­ბიც ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ვი­ღოთ, ხომ?..

- ნახ­შირ­წყლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ, ის უნდა იყოს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი - ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, უსა­ფუვ­რო პური, დო­ზი­რე­ბუ­ლი ხილი, ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლი, ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი, ან ჰა­ერ­ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი ბოსტნე­უ­ლი - ეს მათ­თვის, ვი­საც ბოსტნე­უ­ლის ცო­ცხლად მი­ღე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. თუ არ უყ­ვარს ხილი, მი­ი­ღოს ხი­ლის სმუ­ზი, ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჩირი, თუ ალერ­გი­უ­ლი არ არის, თხი­ლე­უ­ლი.

მაგ­რამ იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტის პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ეს სი­კე­თეს არ მო­ი­ტანს. კანს დას­ტრე­სავს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მას შე­ი­ძენს და ზო­გა­დად ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა. ამ მო­დელ­ში ერთი პლუ­სია, - თუ სხვა­დას­ხვა დი­ე­ტა­ში რა­ცი­ო­ნის ოდე­ნო­ბა მკაც­რად, გრა­მო­ბით არის გა­წე­რი­ლი, ამას ეს არ სჭირ­დე­ბა. პორ­ცი­ას ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს და მი­ირ­თმევს. უბ­რა­ლოდ აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად სწო­რად მომ­ზა­დე­ბულ ჯან­საღ პრო­დუქ­ტებ­ზე. მაგ­რამ თუ წი­წი­ბუ­რა რძე­ზე მოვ­ხარ­შეთ, მერე კა­რა­ქი და­ვუ­მა­ტეთ და სო­სი­სი ჩა­ვა­ჭე­რით, ასე ამ პრო­დუქ­ტის თით­ქმის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას დავ­კარ­გავთ. წყალ­ზე მო­ხარ­შუ­ლი წი­წი­ბუ­რა ყველ­თან, მწვა­ნე ფე­რის ცო­ცხალ ბოსტნე­ულ­თან კი ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა...

- 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ უნდა იკ­ვე­ბოს ადა­მი­ან­მა?

- მი­ნი­მუმ ორ­ჯერ. ჩემ­თვის, რო­გორც ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის­თვის, ერთჯე­რა­დი კვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ამ დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტმა მწვა­ვე რე­აქ­ცია მოგ­ვცეს, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ვარ­დნა მოხ­დეს, სის­ხლში გლუ­კო­ზის რა­ო­დე­ნო­ბა და­ე­ცეს, სა­ჭეს­თან მჯდომ­მა ან ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თულ­მა ადა­მი­ან­მა გო­ნე­ბა და­კარ­გოს... ერთჯე­რა­დი კვე­ბი­სას კარ­გად უნდა ვი­ყოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ის­ტრე­სე­ბა. ერთჯე­რა­დი კვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში ექი­მის, ექთ­ნის, გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, სა­დაც იცი­ან პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნე­ზი, ბი­ო­ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- უშაქ­რო ჩაი და ყავა ამ შიმ­ში­ლო­ბის 18 სა­ათ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის მი­ღე­ბა (დღე­ში მი­ნი­მუმ 1,5 ლ) კლა­სი­კუ­რი უზმო ინ­ტერ­ვა­ლის დროს, ყავა და ჩაი არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის, თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს, მა­შინ 1-2 ფინ­ჯა­ნი უშაქ­რო ჩა­ი­სა და ყა­ვის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. დის­კომ­ფორ­ტის დროს კარ­გი იქ­ნე­ბა წნე­ვის გა­სინ­ჯვა და გლუ­კო­მეტ­რით შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბის გან­სა­ზღვრა.

- წო­ნის კლე­ბა რო­დის იწყე­ბა?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­სა­წყის­ში უკეთ იკ­ლებს და მერე რა­ღაც მო­მენ­ტში „პლა­ტო“ იწყე­ბა, ანუ წო­ნის კლე­ბის შე­ნე­ლე­ბა, ან შე­ჩე­რე­ბა. ზოგი და­სა­წყის­ში ვერ იკ­ლებს, რად­გა­ნაც 18-სა­ა­თი შიმ­ში­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის­თვის დიდი დატ­ვირ­თვაა, შიმ­შილ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შფოთ­ვა, ტა­ქი­კარ­დია, ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა. ამის ფონ­ზე წო­ნა­ში კლე­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლია ან შე­ჩე­რე­ბუ­ლია. თუ იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლო­რი­ე­ბი მა­ინც მეტ-ნაკ­ლე­ბად დო­ზი­რე­ბუ­ლია, ნაკ­ლებს იღებს, ვიდ­რე გას­ცემს, მა­ინც და­იკ­ლებს, მაგ­რამ კლე­ბის რიტ­მი ყვე­ლას სხვა­დას­ხვა აქვს.

- ე.ი. 6 სა­ათს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ხედ­ვა უნდა.

- კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ დროს რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი. ადა­მი­ან­მა ამას უნდა გა­და­ხე­დოს, ან ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა გა­ზარ­დოს, ან გა­ი­გოს რამე სხვა მი­ზე­ზი ხომ არ აქვს, იქ­ნებ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სია დარ­ღვე­უ­ლი ან ძი­ლის რე­ჟი­მი... თუ ამა­ნაც არ მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, მა­შინ ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რათა დად­გინ­დეს, წო­ნის მა­ტე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია.

- წო­ნის მო­მა­ტე­ბას ვფიქ­რობ, რომ მა­ინც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი იწ­ვევს...

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი. დიდ როლს ცხოვ­რე­ბის წესი გან­სა­ზღვრავს, რა­შიც მხო­ლოდ კვე­ბა არ შე­დის. შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ვიკ­ვე­ბე­ბი, მაგ­რამ არ მძი­ნავს, ან მთე­ლი დღე ვზი­ვარ, ჯდო­მით სა­მუ­შაო მაქვს და თით­ქმის არ ვმოძ­რა­ობ...

- რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტის დაც­ვა?

- თუ 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა და­ი­ცა­ვით და 21 დღის შემ­დეგ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობთ, თავი გტკი­ვათ, დის­კომ­ფორ­ტი გაქვთ და შე­გა­წუ­ხათ კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებ­მა, მა­შინ 18-სა­ა­თი­ა­ნი გან­ტვირ­თვა თქვე­ნი არ არის და 16-სა­ა­თი­ან­ზე უნდა გა­დახ­ვი­დეთ და და­აკ­ვირ­დეთ. თუ შემ­დე­გი 21 დღე 16-სა­ა­თი­ა­ნი უზმო ინ­ტერ­ვა­ლი კომ­ფორ­ტუ­ლია, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, ეს მო­დე­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წე­სად აქ­ცი­ოთ, ოღონდ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იმ 6 ან 8 სა­ათ­ში ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბით. ხოლო თუ 16-სა­ა­თი­ა­ნიც გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მა­შინ 12 სა­ა­თი უზმო ინ­ტერ­ვა­ლი სცა­დეთ. ეს არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მა. ამან შე­იძ­ლე­ბა წონა არ და­გაკ­ლე­ბი­ნოთ, მაგ­რამ 12-14-სა­ა­თი­ა­ნი ღა­მის ინ­ტერ­ვა­ლი, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა. 18-სა­ა­თი­ა­ნი გან­ტვირ­თვა კი და­უშ­ვე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად, მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვის, ორ­სუ­ლე­ბის­თვის, კუ­ჭის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თათ­ვის. თუ მა­ინც და­ი­ცავთ, თქვე­ნი მკურ­ნა­ლი ექი­მი საქ­მის კურ­სში უნდა იყოს.

- სა­უზ­მე ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.18-სა­ა­თი­ა­ნი შე­ზღუდ­ვა კი მას ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ნი­უ­დან აგ­დებს... ეს უარ­ყო­ფი­თად არ აი­სა­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

- გე­თან­ხმე­ბით, სა­უზ­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ის მსუ­ყე იყოს. ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ სა­უზ­მეს ვერ იტა­ნენ და ვერ მი­ირ­თმე­ვენ. ამას „დი­ლის ანო­რექ­სი­ას“ ვე­ძა­ხით. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევთ, რომ მცი­რე ულუ­ფა მა­ინც მი­ი­ღონ, რომ „სის­ტე­მა ჩა­ირ­თოს“, რომ ნაღ­ვლის ბუშ­ტმა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყოს, კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვალ­მა გა­მო­ყოს ფერ­მენ­ტე­ბი. პირ­ვე­ლი კვე­ბა თუ სა­უზ­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­სარ­გებ­ლო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს და ჯან­სა­ღიც. სა­უზ­მე მძი­მე, ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბით არ უნდა და­ვი­წყოთ, ან ჩიფ­სით და ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლით. 18-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლის შემ­დეგ ასეთ აგ­რე­სი­უ­ლი საკ­ვე­ბი­სა და სასმლის მი­ღე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

- ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო სა­იტ­ზე წა­ვი­კი­თხე, რომ 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა დე­მენ­ცი­ას და სხვა­დას­ხვა რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენ­სო...

- ამას სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, არის ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც მო­ი­წეს­რი­გეს სახ­სრე­ბის, კა­ნის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა. სულ არ უნ­დო­დათ წო­ნა­ში კლე­ბა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის გამო მო­უ­წი­ათ. ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლეს. 18-სა­ა­თი­ა­ნი და 16-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლის გარ­და ძი­ლის სა­კი­თხი მო­ი­წეს­რი­გეს, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბას მო­უ­მა­ტეს, წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დეს. ყვე­ლა­ფერ­ში კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა გა­დამ­წყვე­ტი. ზო­გა­დად ასე­თი გან­ტვირ­თვა იმუ­ნი­ტე­ტის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო ბევ­რმა ამას ვერ გა­უძ­ლო. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­ა­რეს­და. კეტო-დი­ე­ტა­ზე ზოგი მე­უბ­ნე­ბა, მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე, რა კარ­გი ყო­ფი­ლაო. ზოგი მე­უბ­ნე­ბა თირკმე­ლე­ბი და­ვი­ზი­ა­ნეო. ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია...

- ყვე­ლა­ზე კარ­გად წო­ნა­ში ვინ იკ­ლებს?

- ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის თხოვ­ნას. ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია, ძილი მო­ი­წეს­რი­გა, გა­მო­ის­წო­რა კვე­ბი­თი ჩვე­ვის მო­დე­ლი და გა­და­წყვი­ტა, რომ ეს მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
0

ჩემს შემთხვევაში ძალიან გაამართლა ამ მეთოდმა. ოთხი თვეა ვიცავ , ვიკვებები 11 და 17 , არც ერთხელ არ დამირღვევია. სწორი კვებით. წყლის რაოდენობას ვაქცევ ყურადღებას და ყოველ დღე დავდივარ 10 ათას ნაბიჯს. დავიკელი -20 კილო. კანის მდგომარეობა მომიწესრიგდა, სახსრებია ტკივილი გაქრა. თავიდან დავიბადე. 18 წლის ასაკში ვიყავი ამ წონაზე. ეზლა 48 ვარ. თავიდან დავიბადე. ყველას გირჩევთ( მაქვს ორი ქრონიკული დაავადება გადატანილი, სიმსივნე და ფარისებრი) გამოდის ორივე დავამარცხე. ყველას გისურვებთ წარმატებებს❤️

ნინო
2

დილამშვიდობის მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება თაფლის მიღება მცირე რაოდენობით მინიმუმ 2 კოვზი დღეში ან შავი შოკოლადი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან - რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან

რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან - რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან

ბოლო დროს 18-საათიანი დიეტა ჩვენში ერთგვარად ტრენდული გახდა. ადამიანები მისი დახმარებით ცდილობენ, წონაში დაიკლონ. როდესაც ამ დიეტას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რამდენად სასარგებლოა ის, რა გვერდითი ეფექტები ახლავს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა, - ამაზე ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვესაუბრება.

  • "18-საათიან დიეტას ინტერვალურ შიმშილს ეძახიან. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ წონის კლება ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე მოხდეს და არა კუნთოვანი განლევის ხარჯზე. კუნთოვანი განლევით კლება ბევრი არასწორად დაბალანსებული დიეტის შედეგია" - აღნიშნავს ნუტრიციოლოგი.

- კვლევებით დადასტურებულია, რომ წონაში დაკლება ცხიმოვანი ქსოვილის კლების ხარჯზე ხდება?

- გააჩნია, იმ 6 საათის განმავლობაში ადამიანი როგორ იკვებება. თუ მაღალია სიმსუქნის ხარისხი, შეიძლება 18-საათიანი შიმშილის ხარჯზე პირველ ჯერზე, 2 თვეში, დაახლოებით, 12-14 კილო დაიკლოს. თუ დასაკლებია მხოლოდ 4-5 კილოგრამი, რაც ძალიან ხშირია, მაშინ ეს ინტერვალური შიმშილი წონაში დაკლების სიჩქარით ნაკლებად გვაოცებს. არ მიმაჩნია, რომ ეს კვების მოდელი წონაში დასაკლებად ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ რადგან ეს კვების მოდელი ასეთი ტრენდული გახდა, ვიტყვი, რომ ღამის ინტერვალი კარგია, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან ჯერ გლუკოზა და გლიკოგენი „ამოლაგდება“, შემდეგ კი უკვე ცხიმები. იმ დანარჩენ 6 საათს თუ ადამიანი ჯანსაღად იკვებება, კალორიულ დეფიციტს ქმნის, უფრო მეტ კალორიებს ხარჯავს, ვიდრე იღებს, მაშინ წონაში კლების პროცესი შესამჩნევია.

- ე.ი. იმ 6 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და ალბათ ნახშირწყლებიც ნაკლებად უნდა მივიღოთ, ხომ?..

- ნახშირწყლები შეიძლება, ოღონდ, ის უნდა იყოს სწორად შერჩეული და მომზადებული - ბურღულეული, უსაფუვრო პური, დოზირებული ხილი, ცოცხალი ბოსტნეული, ბოსტნეულის წვნიანი, ან ჰაერღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული - ეს მათთვის, ვისაც ბოსტნეულის ცოცხლად მიღება არ სიამოვნებს. თუ არ უყვარს ხილი, მიიღოს ხილის სმუზი, ან მცირე რაოდენობით ჩირი, თუ ალერგიული არ არის, თხილეული.

მაგრამ იმ 6 საათის განმავლობაში თუ სწრაფი კვების ობიექტის პროდუქტებით იკვებება, ეს სიკეთეს არ მოიტანს. კანს დასტრესავს, კუჭ-ნაწლავის პრობლემას შეიძენს და ზოგადად ორგანიზმისთვის სასარგებლო არ იქნება. ამ მოდელში ერთი პლუსია, - თუ სხვადასხვა დიეტაში რაციონის ოდენობა მკაცრად, გრამობით არის გაწერილი, ამას ეს არ სჭირდება. პორციას ადამიანი თვითონ ირჩევს და მიირთმევს. უბრალოდ აქცენტი კეთდება ტექნოლოგიურად სწორად მომზადებულ ჯანსაღ პროდუქტებზე. მაგრამ თუ წიწიბურა რძეზე მოვხარშეთ, მერე კარაქი დავუმატეთ და სოსისი ჩავაჭერით, ასე ამ პროდუქტის თითქმის ყველა სასარგებლო თვისებას დავკარგავთ. წყალზე მოხარშული წიწიბურა ყველთან, მწვანე ფერის ცოცხალ ბოსტნეულთან კი ნამდვილად სასარგებლოა...

- 6 საათის განმავლობაში რამდენჯერ უნდა იკვებოს ადამიანმა?

- მინიმუმ ორჯერ. ჩემთვის, როგორც ნუტრიციოლოგისთვის, ერთჯერადი კვება მიუღებელია. შეიძლება, ამ დროს ნაღვლის ბუშტმა მწვავე რეაქცია მოგვცეს, არტერიული წნევის ვარდნა მოხდეს, სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაეცეს, საჭესთან მჯდომმა ან ფიზიკურად დატვირთულმა ადამიანმა გონება დაკარგოს... ერთჯერადი კვებისას კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები, თუმცა ჩემი აზრით, ასეთ დროს ორგანიზმი ისტრესება. ერთჯერადი კვება შეიძლება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში ექიმის, ექთნის, გამოცდილი პერსონალის გარემოცვაში, სადაც იციან პაციენტის ანამნეზი, ბიოქიმიური ანალიზების პასუხები და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

- უშაქრო ჩაი და ყავა ამ შიმშილობის 18 საათში შესაძლებელია?

- 18 საათის განმავლობაში აუცილებელია წყლის მიღება (დღეში მინიმუმ 1,5 ლ) კლასიკური უზმო ინტერვალის დროს, ყავა და ჩაი არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი დისკომფორტს განიცდის, თავს შეუძლოდ გრძნობს, მაშინ 1-2 ფინჯანი უშაქრო ჩაისა და ყავის მიღება შესაძლებელია. დისკომფორტის დროს კარგი იქნება წნევის გასინჯვა და გლუკომეტრით შაქრის შემცველობის განსაზღვრა.

- წონის კლება როდის იწყება?

- ეს ინდივიდუალურია. პაციენტების უმრავლესობა დასაწყისში უკეთ იკლებს და მერე რაღაც მომენტში „პლატო“ იწყება, ანუ წონის კლების შენელება, ან შეჩერება. ზოგი დასაწყისში ვერ იკლებს, რადგანაც 18-საათი შიმშილი ნერვული სისტემისთვის დიდი დატვირთვაა, შიმშილმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, ტაქიკარდია, ძილის რეჟიმის დარღვევა. ამის ფონზე წონაში კლება შენელებულია ან შეჩერებულია. თუ იმ 6 საათის განმავლობაში კალორიები მაინც მეტ-ნაკლებად დოზირებულია, ნაკლებს იღებს, ვიდრე გასცემს, მაინც დაიკლებს, მაგრამ კლების რიტმი ყველას სხვადასხვა აქვს.

- ე.ი. 6 საათს სერიოზული გადახედვა უნდა.

- კი, მნიშვნელოვანია, ამ დროს როგორ იკვებები. ადამიანმა ამას უნდა გადახედოს, ან ფიზიკური დატვირთვა გაზარდოს, ან გაიგოს რამე სხვა მიზეზი ხომ არ აქვს, იქნებ ჰორმონალური ბალანსია დარღვეული ან ძილის რეჟიმი... თუ ამანაც არ მოიტანა შედეგი, მაშინ ექიმის კონსულტაცია იქნება საჭირო, რათა დადგინდეს, წონის მატება რამ გამოიწვია.

- წონის მომატებას ვფიქრობ, რომ მაინც ენდოკრინოლოგიური პრობლემები იწვევს...

- ვერ დაგეთანხმებით, ენდოკრინოლოგიური პრობლემები არ არის ერთადერთი ფაქტორი. დიდ როლს ცხოვრების წესი განსაზღვრავს, რაშიც მხოლოდ კვება არ შედის. შეიძლება კარგად ვიკვებები, მაგრამ არ მძინავს, ან მთელი დღე ვზივარ, ჯდომით სამუშაო მაქვს და თითქმის არ ვმოძრაობ...

- რამდენ ხანს შეიძლება 18-საათიანი დიეტის დაცვა?

- თუ 18-საათიანი დიეტა დაიცავით და 21 დღის შემდეგ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, თავი გტკივათ, დისკომფორტი გაქვთ და შეგაწუხათ კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა, მაშინ 18-საათიანი განტვირთვა თქვენი არ არის და 16-საათიანზე უნდა გადახვიდეთ და დააკვირდეთ. თუ შემდეგი 21 დღე 16-საათიანი უზმო ინტერვალი კომფორტულია, მაშინ შეიძლება, ეს მოდელი მთელი ცხოვრება წესად აქციოთ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ იმ 6 ან 8 საათში ჯანსაღად იკვებებით. ხოლო თუ 16-საათიანიც გაგიჭირდებათ, მაშინ 12 საათი უზმო ინტერვალი სცადეთ. ეს არის ფიზიოლოგიური ნორმა. ამან შეიძლება წონა არ დაგაკლებინოთ, მაგრამ 12-14-საათიანი ღამის ინტერვალი, ყველა დაავადების დროს შეიძლება. 18-საათიანი განტვირთვა კი დაუშვებელია მაგალითად, მეძუძური ქალებისთვის, ორსულებისთვის, კუჭის წყლულოვანი დაავადების მქონეთათვის. თუ მაინც დაიცავთ, თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში უნდა იყოს.

- საუზმე ზოგადად ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.18-საათიანი შეზღუდვა კი მას ფაქტობრივად, მენიუდან აგდებს... ეს უარყოფითად არ აისახება ჯანმრთელობაზე?

- გეთანხმებით, საუზმე მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ის მსუყე იყოს. ჩემი პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ საუზმეს ვერ იტანენ და ვერ მიირთმევენ. ამას „დილის ანორექსიას“ ვეძახით. ასეთ ადამიანებს ვურჩევთ, რომ მცირე ულუფა მაინც მიიღონ, რომ „სისტემა ჩაირთოს“, რომ ნაღვლის ბუშტმა მუშაობა დაიწყოს, კუჭქვეშა ჯირკვალმა გამოყოს ფერმენტები. პირველი კვება თუ საუზმე მნიშვნელოვანია, სასარგებლო ინგრედიენტებით მომზადებული იყოს და ჯანსაღიც. საუზმე მძიმე, ცხიმიანი საკვებით არ უნდა დავიწყოთ, ან ჩიფსით და ტკბილი გაზიანი სასმელით. 18-საათიანი შიმშილის შემდეგ ასეთ აგრესიული საკვებისა და სასმლის მიღება ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაა.

- ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე წავიკითხე, რომ 18-საათიანი დიეტა დემენციას და სხვადასხვა რთული დაავადებების პრევენციას ახდენსო...

- ამას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომლებმაც მოიწესრიგეს სახსრების, კანის, კუჭ-ნაწლავის პრობლემა. სულ არ უნდოდათ წონაში კლება, მაგრამ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო მოუწიათ. ცხოვრების სტილი შეიცვალეს. 18-საათიანი და 16-საათიანი შიმშილის გარდა ძილის საკითხი მოიწესრიგეს, ფეხით სეირნობას მოუმატეს, წყლის რაოდენობა გაზარდეს. ყველაფერში კომპლექსური მიდგომაა გადამწყვეტი. ზოგადად ასეთი განტვირთვა იმუნიტეტისთვისაც სასარგებლოა, თუმცა გარკვეული დისკომფორტის გამო ბევრმა ამას ვერ გაუძლო. არიან ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან, არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა. კეტო-დიეტაზე ზოგი მეუბნება, მეორედ დავიბადე, რა კარგი ყოფილაო. ზოგი მეუბნება თირკმელები დავიზიანეო. ყველაფერი ინდივიდუალურია...

- ყველაზე კარგად წონაში ვინ იკლებს?

- ვინც მაქსიმალურად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის თხოვნას. ჯანსაღად იკვებება, ფიზიკურად აქტიურია, ძილი მოიწესრიგა, გამოისწორა კვებითი ჩვევის მოდელი და გადაწყვიტა, რომ ეს მისი ცხოვრების წესია.