პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა
როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კი­სა და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა და მას­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს, და­ვის სა­განს აღარ წარ­მო­ად­გენს. წლი­დან წლამ­დე სულ უფრო იზ­რდე­ბა იმ ქარ­თველ ფერ­მერ­თა რი­ცხვიც, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვებს ეც­ნო­ბი­ან და მათ თა­ვი­ან მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ნერ­გა­ვენ. ამ გზით კი, იმარ­ტი­ვე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ზრდი­ან მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბა­საც და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ხა­რისხსაც.

ამის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბაა“. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა უახ­ლეს ევ­რო­პულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ემ­ყა­რე­ბა, რაც მე­ურ­ნე­ო­ბის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდას უზ­რუნ­ველ­ყოფს. დღეს ის 30-მდე სა­ხე­ო­ბის ვა­ზის ჯი­შის­გან 50-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს ქმნის.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის პრო­ცეს­ში „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ წლე­ბია პარტნი­ო­რო­ბას „აგ­როს­ფე­რო“ უწევს. ის აც­ნობს ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ეხ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის შერ­ჩე­ვა-შე­ძე­ნა­ში, მი­წო­დე­ბა­სა და პრო­დუქ­ტის რე­სურ­სის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბა­ში.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბა­სა“ და „აგ­როს­ფე­როს“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი, მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ვე­ნა­ხის კომ­ბა­ი­ნის და­ნერგვაა. სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი ყუ­რძნის მო­სავ­ლის აღე­ბის პრო­ცესს ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულს ხდის, რაც ამ­ცი­რებს მუ­შა­ხე­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას, მო­სავ­ლის აღე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას და, მე­ტიც, ეხ­მა­რე­ბა ყუ­რძნის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად მოკ­რე­ფა­სა და კი­დევ უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ში. რო­გორც „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი, ან­ზორ მღებ­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ვე­ნა­ხის კომ­ბა­ინ­მა მო­სავ­ლის აღე­ბის ხარ­ჯე­ბი 8-9-ჯერ გა­ა­ი­ა­ფა.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბამ“ „აგ­როს­ფე­როს“ რე­კო­მენ­და­ცი­ით არ­ჩე­ვა­ნი PELLENC-ის ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვე­ნა­ხის კომ­ბა­ინ­ზე შე­ა­ჩე­რა. ის ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აგ­რო­ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლია და ინ­დუსტრი­ა­ში ლი­დე­რი პო­ზი­ცია უკა­ვია. რად­გა­ნაც მო­ლო­დი­ნებ­მა გა­ა­მარ­თლა, წელს „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბამ“ PELLENC-ის კი­დევ ერთი კომ­ბა­ი­ნი შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­საც და­მა­ტე­ბით სე­ლექ­ცი­უ­რი ხაზი აქვს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყუ­რძნის მარ­ცვლე­ბი კლერ­ტის­გან, ტო­ტე­ბი­სა და ფოთ­ლე­ბის­გან 99.87%-ით იწ­მინ­დე­ბა და ნა­ყო­ფის კლერტსაც­ლელ და­ნად­გარ­ში და­მუ­შა­ვე­ბა სა­ჭი­რო აღა­რაა. კომ­ბა­ი­ნის ეს ფუნ­ქცია შე­საძ­ლე­ბელს ხდის, ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ყუ­რძნის სა­წარ­მო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყოს.

ვი­დე­ო­ში დე­ტა­ლუ­რად გა­ი­გებთ ვე­ნა­ხის კომ­ბა­ი­ნის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე, მის­გან მი­ღე­ბულ სარ­გე­ბელ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­ტექ­ნი­კის და­ნერგვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე

„აგ­როს­ფე­რო“ „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას­თან“ პარტნი­ო­რო­ბის მსგავს წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თებს უკვე თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წე­ლია ქმნის. ის აგ­რო­ბიზ­ნეს­ში 2005 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს და მა­ლე­ვე გახ­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის უმ­სხვი­ლე­სი დის­ტრი­ბუ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას­თან ერ­თად, კომ­პა­ნია პარტნი­ორ ფერ­მე­რებს უწევს აგრო-კონ­სულ­ტა­ცი­ას, ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­ანთ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა­სა და მათ ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი „მეღვინეობა ხარებაა“. კომპანიის წარმოება უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს ემყარება, რაც მეურნეობის სწრაფად განვითარებასა და ზრდას უზრუნველყოფს. დღეს ის 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში „მეღვინეობა ხარებას“ წლებია პარტნიორობას „აგროსფერო“ უწევს. ის აცნობს ღვინის მწარმოებელს მოწინავე ტექნოლოგიებს, ეხმარება საჭირო ტექნიკის შერჩევა-შეძენაში, მიწოდებასა და პროდუქტის რესურსის სრულად ათვისებაში.

„მეღვინეობა ხარებასა“ და „აგროსფეროს“ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მეურნეობაში ვენახის კომბაინის დანერგვაა. სპეციალური დანადგარი ყურძნის მოსავლის აღების პროცესს ავტომატიზებულს ხდის, რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებას, მოსავლის აღების ხანგრძლივობას და, მეტიც, ეხმარება ყურძნის დაუზიანებლად მოკრეფასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში. როგორც „მეღვინეობა ხარებას“ კახეთის რეგიონის მთავარი აგრონომი, ანზორ მღებრიშვილი ამბობს, ვენახის კომბაინმა მოსავლის აღების ხარჯები 8-9-ჯერ გააიაფა.

„მეღვინეობა ხარებამ“ „აგროსფეროს“ რეკომენდაციით არჩევანი PELLENC-ის ფრანგული წარმოების ვენახის კომბაინზე შეაჩერა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის აგროტექნიკის მწარმოებელია და ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია უკავია. რადგანაც მოლოდინებმა გაამართლა, წელს „მეღვინეობა ხარებამ“ PELLENC-ის კიდევ ერთი კომბაინი შეიძინა, რომელსაც დამატებით სელექციური ხაზი აქვს, რისი საშუალებითაც ყურძნის მარცვლები კლერტისგან, ტოტებისა და ფოთლებისგან 99.87%-ით იწმინდება და ნაყოფის კლერტსაცლელ დანადგარში დამუშავება საჭირო აღარაა. კომბაინის ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის, ღვინის წარმოების პროცესი ყურძნის საწარმოში ტრანსპორტირებისთანავე დაიწყოს.

ვიდეოში დეტალურად გაიგებთ ვენახის კომბაინის უპირატესობებზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვის მნიშვნელობაზე

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/T_V6di_56hs" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

„აგროსფერო“ „მეღვინეობა ხარებასთან“ პარტნიორობის მსგავს წარმატების მაგალითებს უკვე თითქმის ორი ათეული წელია ქმნის. ის აგრობიზნესში 2005 წლიდან მოღვაწეობს და მალევე გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად, კომპანია პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციას, ეხმარება თავიანთ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასა და მათ ეფექტურად გამოყენებაში.

NS