ავტორი:

"შეხვედრა გაიმართა აფხაზურ მიწაზე" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ლუკაშენკოს ადმინისტრაცია

"შეხვედრა გაიმართა აფხაზურ მიწაზე" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ლუკაშენკოს ადმინისტრაცია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდა. ლუკაშენკოს ადმინისტრაცია ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი "აფაზეთის მიწაზე იმყოფებოდა."

  • "ლუკაშენკომ 28 სექტმბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. შეხვედრა გაიმართა აფხაზურ მიწაზეც. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიას ეკონომიკური პროექტები განიხილა და მას თანამშრომლობას დაჰპირდა", - ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.

რელიზში ყურადღება გამახვილებულია აფხაზეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღნიშნულია, რომ როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, ურთიერთობის საფუძველი უნდა გახდეს ეკონომიკური კავშირი.

"სიკეთით ჩამოვედით. და თუ რამეში დაგეხმარებით, მეტიც, ეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა იქნება", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

  • რელიზში ასევე მოყვანილია ბელარუსის განცხადება აფხაზეთის საკითხზე პუტინთან დიალოგის შესახებ.

"ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, ის ჩემზე მეტადაა ჩართული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში. ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედით, რომ აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება.. აფხაზეთის მიტოვება, როგორც ის (პუტინი) ამბობს, არ შეიძლება. დახმარებაა საჭირო, რომ ამ აყვავებულ მიწაზე ხალხმა ნორმალურად იცხოვროს."