მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი - იხილეთ ჩამონათვალი
სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი - იხილეთ ჩამონათვალი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აცრა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51g

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აცრა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 400-მდე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის ჩარ­თუ­ლი.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 400-მდე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის ჩარ­თუ­ლი. 21 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ოთხ -კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნით აცრა. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც დიდ ქა­ლა­ქებ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. პირ­ველ რიგ­ში იც­რე­ბი­ან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ასე­ვე ხან­დაზ­მუ­ლე­ბი. აც­რის წერ­ტი­ლი ყვე­ლა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია, სა­დაც მი­ე­წო­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ ვაქ­ცი­ნე­ბის მა­რა­გი. უმ­ჯო­ბე­სია, პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც ის იმ­ყო­ფე­ბა აღ­რი­ცხვა­ზე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის­თვის. თუ პა­ცი­ენ­ტი მი­დის სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და არ აქვს ფორ­მა ასი, რთუ­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დი­ა­ბე­ტი აქვს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა თუ სხვა, ასე­ვე რამ­დე­ნად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა აც­რას კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

უმ­ჯო­ბე­სია, თუ მივ­ლენ იქ, სა­დაც მისი ოჯა­ხის ექი­მია და იცის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ იქ მის­ვლას, მა­შინ თან უნდა იქო­ნი­ონ ფორ­მა ასი. აც­რე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჯერ გრი­პის ვირუ­სის ცირ­კუ­ლა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა, უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყოს, კარ­გია აც­რე­ბი, რომ და­ვი­წყეთ, რად­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა. პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ­სად არ არის. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ყო­ველ­დღე მიყ­ვე­ბა პრო­ცესს, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­აც გა­ფარ­თოვ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

ცნო­ბის­თვის, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 21 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ, 200 000 დოზა, „სა­ნო­ფი პას­ტე­რის“ წარ­მო­ე­ბის, ოთხ-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა უკვე შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია ჯან­მოს მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ ვაქ­ცი­ნებს შო­რის.

გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია რისკ ჯგუ­ფებს, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი აქვთ უფა­სოდ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. რის­კის ჯგუ­ფებს, შე­უძ­ლი­ათ, მი­მარ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად, თან უნდა იქო­ნი­ონ სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 400-მდე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის ჩარ­თუ­ლი.

2-ჯერ აცრილი
1

მგონი, ტყუილად უხმობთ ხალხს. აცრებმა იმდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ გრიპზე ასაცრელად აღარავინ შეიწუხებს თავს. კორონამ, როცა თავი ამოწურა, ისევე გაქრა ორ წელიწადში, როგორც ისპანკა. მიუხედავად იმისა, რომ ისპანკაზე აცრა არ არსებობდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი - იხილეთ ჩამონათვალი

სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი - იხილეთ ჩამონათვალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.

დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51g

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.

"ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.

უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, „სანოფი პასტერის“ წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ. რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.