ავტორი:

ცნობილი ამერიკელი რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეპერი, რომელსაც წარმატება ლეგენდარულმა ჰიტმა, Gangsta's paradise მოუტანა, Coolio, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც რეპერის მენეჯერმა ჯარეზ პოსიმ ამერიკულ მედიას განუცხადა, ქულიო გარდაცვლილი იპოვეს ლოს ანჯელესში, მეგობრის სახლის სააბაზანოში. მენეჯერი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა რეპერის სიკვდილი გულის შეტევას უკავშირდებოდეს.

დამატებით დეტალები გარდაცვალების მიზეზებზე ჯერჯერობით უცნობია. რეპერმა კარიერა 1980 წლიდან დაიწყო, თუმცა რეპის სამყაროში ადგილის დამკვიდრება 1995 წლიდან შეძლო, როდესაც ცნობილი სიმღერა Gangsta's paradise გამოვიდა.