მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეკა დოროყაშვილი აპირებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს
ნეკა დოროყაშვილი აპირებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ყვე­ლა მის და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მისი სტა­ტუ­სი ან სა­ხე­ლი, რო­გორც პრი­ვი­ლე­გია.

"სას­ჯე­ლის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მე სა­სა­მარ­თლო­ში გან­ვა­ცხა­დე, რომ ნი­კო­ლოზ­მა უნდა აგოს პა­სუ­ხი და ისე­ვე და­ი­სა­ჯოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პირი და არ უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მისი სტა­ტუ­სი, სა­ხე­ლი და ეს არ უნდა იყოს რა­ი­მე სა­ხის პრი­ვი­ლე­გია",-გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

  • რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან მას­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

"ჩემ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­წო­ლა მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან, თა­ვი­სი­ვე დას­მულ კი­თხვებ­ზე, რო­გორ კი სა­უ­ბარს და­ვი­წყებ­დი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­დნენ, რომ არ მე­სა­უბ­რა. მთხოვ­დნენ და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ „კი“ ან „არა“ მე­პა­სუ­ხა ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვა­ზე და ის შე­კი­თხვე­ბიც ისე ჰქონ­დათ დას­მუ­ლი, ვერც „კი“-ს და ვერც „არას“ ვერ ვუ­პა­სუ­ხებ­დი. რო­გორც კი ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უ­ბარს ვი­წყებ­დი, მათ მიერ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მა­ჩე­რებ­დნენ. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩემი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, რო­გორც ქა­ლის და რო­გორც ცო­ლის. იყო და­მაკ­ნი­ნე­ბელ ას­პექ­ტში მოხ­სე­ნი­ე­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია. ბუ­ნებ­რი­ვია, მე მათ­თან პო­ლე­მი­კის­თვის არ მო­ვე­დი, არა­მედ მო­ვე­დი სა­სა­მარ­თლოს და მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე ყვე­ლაფ­რის მო­სა­ყო­ლად. ჩემ­თვის მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ მე თავ­და­პირ­ვე­ლად­ვე ავირ­ჩიე სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი სი­ჩუ­მეს და ამ წნეხს ვი­ტან­დი", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ერ­თოს და კი­თხვებ­ზე თა­ვის არი­დე­ბა არ უნდა სცა­დოს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა არ იხუ­რე­ბა და ირ­ღვე­ბა თუ არა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რით არას­რულ­წლოვ­ნის უფ­ლე­ბე­ბი, დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ თუ მო­სა­მარ­თლე სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, სხდო­მის ნა­წილს და­ხუ­რავს.

  • გარ­და ამი­სა, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს ამ­ზა­დებს.

"ირმა ჭკა­დუა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­ვე, რო­გორც სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, ასე­ვე მე­დი­ა­სივ­რცე­ში და მე­დი­ის გა­რეთ არ­ღვევს ჩემი და ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის უფ­ლე­ბებს. ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს ქალ­ბა­ტო­ნი ირმა ჭკა­დუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ, აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა­ზე. ვგუ­ლის­ხმობ ცი­ლის­წა­მე­ბას, ჩემი და არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­ნი­ნე­ბას. ჩემი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლი­სა და სტა­ტუ­სის შე­ბღალ­ვას, პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ირმა ჭკა­დუა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ამას ორი წე­ლია და ეს იყო მისი თვით­მი­ზა­ნი. თვი­თონ გა­ხა­დეს სა­ჯა­რო თემა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თო­რემ მე ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად ვი­ყა­ვი. ახლა და­იხ­ვია ხელ­ზე, რომ ვი­თომ ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის ინ­ტე­რე­სებს მე ვარ­ღვევ, რა­საც თვი­თონ აკე­თე­ბენ ბოლო 2 წე­ლია", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!?!?!
3

ამ ქალის ადგილას მე ადვოკატს გამოვიცვლიდი.

ვახო
1

ისე რა გრაცია და ინტელექტი გამოსჭვივის დგომაზე ეტყობა...

თან ტელეფონი როგორ სვეცკურად უჭირავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ნეკა დოროყაშვილი აპირებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს

ნეკა დოროყაშვილი აპირებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილმა ყველა მის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გამოყენებული მისი სტატუსი ან სახელი, როგორც პრივილეგია.

"სასჯელის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი და ისევე დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა პირი და არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი სტატუსი, სახელი და ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პრივილეგია",-განაცხადა დოროყაშვილმა.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა.

"ჩემზე მიმდინარეობდა მიზანმიმართული ზეწოლა მისი ადვოკატების მხრიდან, თავისივე დასმულ კითხვებზე, როგორ კი საუბარს დავიწყებდი, კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ მესაუბრა. მთხოვდნენ და მაიძულებდნენ „კი“ ან „არა“ მეპასუხა ნებისმიერ შეკითხვაზე და ის შეკითხვებიც ისე ჰქონდათ დასმული, ვერც „კი“-ს და ვერც „არას“ ვერ ვუპასუხებდი. როგორც კი ძალადობაზე საუბარს ვიწყებდი, მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე კატეგორიულად მაჩერებდნენ. მიმდინარეობდა ჩემი, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია, როგორც ადამიანის, როგორც ქალის და როგორც ცოლის. იყო დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მე მათთან პოლემიკისთვის არ მოვედი, არამედ მოვედი სასამართლოს და მოსამართლის წინაშე ყველაფრის მოსაყოლად. ჩემთვის მორალურად ძალიან რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ მე თავდაპირველადვე ავირჩიე სამართლებრივი გზა და 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი სიჩუმეს და ამ წნეხს ვიტანდი", - განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესში უნდა ჩაერთოს და კითხვებზე თავის არიდება არ უნდა სცადოს.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო სხდომა არ იხურება და ირღვება თუ არა პირად ცხოვრებაზე საუბრით არასრულწლოვნის უფლებები, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ თუ მოსამართლე საჭიროდ ჩათვლის, სხდომის ნაწილს დახურავს.

  • გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

"ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია", - განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.