მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინსულტის რისკის შესამცირებლად თანამედროვე პროცედურა საქართველოში პირველად ჩატარდა
ინსულტის რისკის შესამცირებლად თანამედროვე პროცედურა საქართველოში პირველად ჩატარდა

მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ის ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის­თვის ინ­სულ­ტის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ჩა­ტარ­და. მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყუ­რის და­ხურ­ვის პრო­ცე­დუ­რა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლაშა მო­სი­აშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა. ეს პრო­ცე­დუ­რა წარ­მო­ად­გენს პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შემ­დგო­მი ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის რისკს მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს.

პრო­ცე­დუ­რა­ზე, მის შე­დე­გებ­ზე, რის­კჯ­გუფ­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­სა და პრე­ვენ­ცი­ა­ზე თა­ვად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა მო­სი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყუ­რის და­ხურ­ვის პრო­ცე­დუ­რა­ზე.

პრო­ცე­დუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, გულ­მკერ­დზე გა­ნაკ­ვე­თის გა­რე­შე მოხ­დეს გუ­ლის მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყუ­რის და­ხურ­ვა. პრო­ცე­დუ­რის დროს ხდე­ბა მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყურ­ში იმპლან­ტის ე. წ. ქოლ­გის გან­თავ­სე­ბა, რო­მე­ლიც ავ­სებს წი­ნა­გულს და შე­სა­ბა­მი­სად, ხელს უშ­ლის გუ­ლის ამ სივ­რცე­ში სის­ხლის შე­დი­ნე­ბას.

შე­დე­გად, მცირ­დე­ბა ინ­სულ­ტის რის­კი, რად­გა­ნაც სწო­რედ მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყური წარ­მო­ად­გენს გუ­ლის იმ სივ­რცეს, სა­დაც, რო­გორც წესი, მდო­რე დი­ნე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სის­ხლის შე­დე­დე­ბა, თრომ­ბუ­ლი მა­სე­ბის ფორ­მი­რე­ბა და შემ­დგომ სის­ხლის ნა­კა­დით ამ მა­სე­ბის სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ში მოხ­ვედ­რა, რაც იწ­ვევს ინ­სულტს და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის თრომ­ბო­ზებს.

ვის სჭირ­დე­ბა მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყუ­რის და­ხურ­ვის პრო­ცე­დუ­რა?

ბევრ ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით 60 წელს ზე­მოთ, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა მო­ციმ­ცი­მე არით­მია. ის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ჩნდე­ბა. თა­ვი­დან აქვს პა­რო­ქ­სიზ­მუ­ლი ფორ­მა ანუ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რიტ­მით, მა­ღა­ლი შე­კუმ­შვე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ის მოხ­სნა ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა ქრო­ნი­კულ არით­მი­ა­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ამ დროს პა­ცი­ენტს რე­გუ­ლა­რუ­ლად უწევს სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბის ანუ ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბის მი­ღე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტიც ენიშ­ნე­ბა. ამ დროს სის­ხლის გა­თხე­ლე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, რომ წი­ნა­გულ­ში არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს თრომ­ბე­ბი და გან­ვი­თარ­დეს ინ­სულ­ტი. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სის­ხლდე­ნე­ბის რის­კი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბი დავ­ნიშ­ნოთ. სწო­რედ ამ ორი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს სჭირ­დე­ბათ მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყუ­რის და­ხურ­ვის პრო­ცე­დუ­რა.

რო­გორ მუ­შა­ობს მე­ქა­ნიზ­მი?

რო­დე­საც გული ზო­მი­ე­რად იკუმ­შე­ბა, თრომ­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი არ არ­სე­ბობს. მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ის დროს გული არას­ტა­ბი­ლუ­რად იკუმ­შე­ბა, თით­ქოს ფარ­თხა­ლებს. შე­დე­გად კი ბევ­რი მიკ­როთ­რომ­ბი ყა­ლიბ­დე­ბა. მათი 90% მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყურ­ში შე­დის, გროვ­დე­ბა და კონ­გლო­მე­რა­ტი ხდე­ბა. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ის ტო­ვებს მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყურს, გა­და­დის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის წრე­ში და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თავ­ში ან ფილ­ტვის არ­ტე­რი­ა­ში იჭე­დე­ბა. შე­დე­გად გვაქვს ინ­სულ­ტი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ი­მუ­შა­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბარ­ძა­ყის ვე­ნი­დან შე­დის გულ­ში, მარ­ცხე­ნა წი­ნა­გუ­ლის ყურ­ში აყე­ნებს ე. წ. „ქოლ­გას“. ეს ქოლ­გა სის­ხლის შეს­ვლის პრო­ცესს აფერ­ხებს და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც თრომ­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა და გროვ­დე­ბა. ინ­სულ­ტის რის­კიც აღარ გვაქვს.

ზო­გა­დად, მიკ­როთ­რომ­ბე­ბი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის წრე­ში მუდ­მი­ვად მოძ­რა­ო­ბენ, მაგ­რამ ისი­ნი კლი­ნი­კუ­რად გა­მო­სამ­ჟღავ­ნე­ბელ ზო­მას ვერ აღ­წე­ვენ და არც გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვე­ვენ.

რო­გო­რია პრო­ცე­დუ­რის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი?

პრო­ცე­დუ­რა მი­ნი­მა­ლუ­რად ინ­ვა­ზი­უ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი მე­ო­რე დღეს გა­ვუშ­ვით სახ­ლში.

პრო­ცე­დუ­რა თა­ნა­მედ­რო­ვეა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად თქვენ ჩა­ა­ტა­რეთ. თა­ვად თქვენ სად და­ე­უფ­ლეთ ტექ­ნი­კას?

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვან მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში და პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის, რად­გან ახ­დენს ინ­სულ­ტის პრე­ვენ­ცი­ას იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც აწუ­ხებთ წი­ნა­გულ­თა ციმ­ცი­მის მუდ­მი­ვი ფორ­მა (მო­ციმ­ცი­მე არით­მია) და ვერ უტარ­დე­ბათ ადეკ­ვა­ტუ­რი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი თე­რა­პია ან ეს თე­რა­პია არის არა­ე­ფექ­ტუ­რი და აქვთ ინ­სულ­ტის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი.

ტექ­ნი­კუ­რად ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა ჩვე­ნი ლი­ცენ­ზი­ის შე­სა­ბა­მი­სად შეგ­ვიძ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არაა, თუმ­ცა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა ესა თუ ის ჩა­რე­ვა, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დით გვიდ­გა­ნან. ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და აპა­რა­ტუ­რის მომ­წო­დებ­ლე­ბი თა­ვად­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ ექი­მებს ჩაგ­ვი­ტარ­დეს თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, მუ­ლაჟ­ზე გავ­დი­ვართ პრაქ­ტი­კას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვა­ტა­რებთ ოპე­რა­ცი­ებს.

მოგ­ვი­ყე­ვით „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით აშე­ნე­ბუ­ლი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაა, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სტა­ცი­ო­ნა­რულ და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს. კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტში უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სრულ­ყო­ფი­ლად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა სრუ­ლი სპექტრის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას.

შე­მიძ­ლია ამა­ყად გი­თხრათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კეთ­დე­ბა. ბევრ მათ­გან­ში „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ მო­წი­ნა­ვეა და ესა თუ ის პრო­ცე­დუ­რა პირ­ვე­ლი ჩვენ­თან ჩა­ტარ­და ან ამ დრომ­დე მხო­ლოდ ჩვენ­თან კეთ­დე­ბა.

ხში­რად გვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გია ბევ­რად უფრო მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

R

კახელი
0

ჯობია ის მაფია დაამარცხოთ,რომელიც უკვე ინსულტიანებს სასწრაფოს მანქანებით ქრთამის გადამხდელ,არა პროფილიან საავადმყოფოებში რომ მიაქანებენ და ადამიანებს წირავენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინსულტის რისკის შესამცირებლად თანამედროვე პროცედურა საქართველოში პირველად ჩატარდა

ინსულტის რისკის შესამცირებლად თანამედროვე პროცედურა საქართველოში პირველად ჩატარდა

მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტისთვის ინსულტის რისკის შესამცირებლად თანამედროვე ჩარევა საქართველოში პირველად „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა. მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა მოსიაშვილმა შეასრულა. ეს პროცედურა წარმოადგენს პროფილაქტიკურ საშუალებას, რომელიც ინსულტის განვითარებისა და შემდგომი ინვალიდიზაციის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

პროცედურაზე, მის შედეგებზე, რისკჯგუფში მყოფ პაციენტებსა და პრევენციაზე თავად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა მოსიაშვილი გვესაუბრება.

მოგვიყევით მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურაზე.

პროცედურის საშუალებით შესაძლებელია კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, გულმკერდზე განაკვეთის გარეშე მოხდეს გულის მარცხენა წინაგულის ყურის დახურვა. პროცედურის დროს ხდება მარცხენა წინაგულის ყურში იმპლანტის ე. წ. ქოლგის განთავსება, რომელიც ავსებს წინაგულს და შესაბამისად, ხელს უშლის გულის ამ სივრცეში სისხლის შედინებას.

შედეგად, მცირდება ინსულტის რისკი, რადგანაც სწორედ მარცხენა წინაგულის ყური წარმოადგენს გულის იმ სივრცეს, სადაც, როგორც წესი, მდორე დინების გამო შესაძლებელია მოხდეს სისხლის შედედება, თრომბული მასების ფორმირება და შემდგომ სისხლის ნაკადით ამ მასების სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრა, რაც იწვევს ინსულტს და სხვა ორგანოების თრომბოზებს.

ვის სჭირდება მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა?

ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ, ვისაც აღენიშნება მოციმციმე არითმია. ის სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება. თავიდან აქვს პაროქსიზმული ფორმა ანუ ძალიან მაღალი რიტმით, მაღალი შეკუმშვებით მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში მკურნალობის ფონზე მოციმციმე არითმიის მოხსნა ხერხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადება ქრონიკულ არითმიაში გადაიზრდება. ამ დროს პაციენტს რეგულარულად უწევს სისხლის გამათხელებლების ანუ ანტიკოაგულანტების მიღება. რიგ შემთხვევაში რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტიც ენიშნება. ამ დროს სისხლის გათხელებაზე ვზრუნავთ, რომ წინაგულში არ ჩამოყალიბდეს თრომბები და განვითარდეს ინსულტი. თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც თანმხლები დაავადებები, სისხლდენების რისკი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სისხლის გამათხელებლები დავნიშნოთ. სწორედ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლებს სჭირდებათ მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა.

როგორ მუშაობს მექანიზმი?

როდესაც გული ზომიერად იკუმშება, თრომბის წარმოქმნის რისკი არ არსებობს. მოციმციმე არითმიის დროს გული არასტაბილურად იკუმშება, თითქოს ფართხალებს. შედეგად კი ბევრი მიკროთრომბი ყალიბდება. მათი 90% მარცხენა წინაგულის ყურში შედის, გროვდება და კონგლომერატი ხდება. გარკვეულ ეტაპზე ის ტოვებს მარცხენა წინაგულის ყურს, გადადის სისხლის მიმოქცევის წრეში და ხშირ შემთხვევაში თავში ან ფილტვის არტერიაში იჭედება. შედეგად გვაქვს ინსულტი.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბარძაყის ვენიდან შედის გულში, მარცხენა წინაგულის ყურში აყენებს ე. წ. „ქოლგას“. ეს ქოლგა სისხლის შესვლის პროცესს აფერხებს და შესაბამისად, აღარც თრომბი წარმოიქმნება და გროვდება. ინსულტის რისკიც აღარ გვაქვს.

ზოგადად, მიკროთრომბები სისხლის მიმოქცევის წრეში მუდმივად მოძრაობენ, მაგრამ ისინი კლინიკურად გამოსამჟღავნებელ ზომას ვერ აღწევენ და არც გართულებებს იწვევენ.

როგორია პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?

პროცედურა მინიმალურად ინვაზიურია და შესაბამისად, პაციენტის რეაბილიტაციაც სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს. პროცედურის შემდეგ პაციენტი მეორე დღეს გავუშვით სახლში.

პროცედურა თანამედროვეა და საქართველოში პირველად თქვენ ჩაატარეთ. თავად თქვენ სად დაეუფლეთ ტექნიკას?

აღნიშნული პროცედურა მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის, რადგან ახდენს ინსულტის პრევენციას იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ წინაგულთა ციმციმის მუდმივი ფორმა (მოციმციმე არითმია) და ვერ უტარდებათ ადეკვატური ანტიკოაგულაციური თერაპია ან ეს თერაპია არის არაეფექტური და აქვთ ინსულტის მომატებული რისკი.

ტექნიკურად ამ პროცედურის ჩატარება ჩვენი ლიცენზიის შესაბამისად შეგვიძლია. განსაკუთრებული რთული პროცედურა არაა, თუმცა, როცა საქართველოში პირველად ტარდება ესა თუ ის ჩარევა, ჩვენი უცხოელი კოლეგები ყოველთვის გვერდით გვიდგანან. ტექნიკური აღჭურვილობისა და აპარატურის მომწოდებლები თავადვე უზრუნველყოფენ, რომ ექიმებს ჩაგვიტარდეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები, მულაჟზე გავდივართ პრაქტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ ვატარებთ ოპერაციებს.

მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სერვისების შესახებ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის დეპარტამენტში უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულყოფილად უზრუნველვყოფთ გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

შემიძლია ამაყად გითხრათ, რომ ამ მიმართულებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ უმაღლეს დონეზე ტარდება ყველა პროცედურა, რაც დღეს საქართველოში კეთდება. ბევრ მათგანში „ნიუ ჰოსპიტალსი“ მოწინავეა და ესა თუ ის პროცედურა პირველი ჩვენთან ჩატარდა ან ამ დრომდე მხოლოდ ჩვენთან კეთდება.

ხშირად გვყავს პაციენტები რეგიონის ქვეყნებიდანაც, რადგან საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგია ბევრად უფრო მაღალ დონეზეა განვითარებული.

R