მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა - "რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი"
საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა - "რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი"

უკ­რა­ი­ნის ოთხი ოლ­ქის რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე ფაქ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­მა წუ­ხელ გა­მო­ა­ცხა­დეს 5-დღი­ა­ნი, ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის "სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი“, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, მათი ცნო­ბით, ხმე­ბის 100%-ის დათ­ვლის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას დო­ნეც­კის ოლ­ქში "ამომ­რჩევ­ლე­ბის“ 99.23%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ლუ­განსკში - 98.42%-მა, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში - 93.11%-მა, ხერ­სონ­ში კი - 87.05%-მა.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მტკი­ცე­ბით, "რე­ფე­რენ­დუ­მის“ დროს უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის ოთხ ოლ­ქში - დო­ნეცკ­ში, ლუ­განსკში, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სონ­ში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სა­კი­თხზე ე.წ. "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი“ 23-27 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და.

27 სექ­ტემ­ბერს, უკ­რა­ი­ნის პერ­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ ონ­ლა­ინ მი­მარ­თა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის 4 ოლ­ქში ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის სა­კითხს გან­ხი­ლავ­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს არის სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­პარ­ვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის წაშ­ლის მცე­ლო­ბა და მისი აღ­კვე­თის გზაა რუ­სე­თის გა­რი­ცხვა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, მათ შო­რის გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მუდ­მი­ვი წევ­რის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვა, უკ­რა­ი­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა და იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თის მიერ ფსევ­დო­რ­ე­ფე­რენ­დუ­მე­ბის აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა ე.წ. ყი­რი­მის სცე­ნა­რის რე­ა­ლი­ზა­ცია და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­რი­გი ანექ­სი­ის მცდე­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის ამ პრე­ზი­დენ­ტთან სა­ლა­პა­რა­კო აღა­რა­ფე­რია, ის მარ­ტო რჩე­ბა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სწო­რედ ეს მკა­ფიო სიგ­ნა­ლი უნდა გა­უგ­ზავ­ნოს პუ­ტინს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მებს უწო­და "რუ­სე­თის მიერ მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ ჩა­დე­ნი­ლი ფარ­სი" და გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მა­ტე­ბის ლუ­ლის ქვეშ ადა­მი­ა­ნებს აი­ძუ­ლებ­დნენ რა­ღაც ქა­ღალ­დე­ბის შევ­სე­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო სუ­რა­თის შე­საქ­მნე­ლად.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
1

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, ისევე როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.

არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განხორციელებასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს შორის, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ტერიტორიის შეცვლა შეუძლებელია მისი თანხმობის გარეშე.

კონკრეტული მაგალითისათვის გავიხსენოთ საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე, რაც პირდაპირი დარღვევა იყო საბჭოთა კავშირში მოქმედი კანონისა, რომლის თანახმადაც ქვეყნიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით...

მაგრამ მიუხედავად ამ კანონის ფუნდამენტალური დარღვევისა რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

პ.ს. თბილისის სამგორის რაიონის საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მეც მივიღე მონაწილეობა ერთერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან.

tngh
2

ეს ქაოსი, ანარქია... კოსოვოს აღიარების შემდეგ დაიწყო. მაშინ გაიხსნა ყველა უბედურების პანდორას ყუთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა - "რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი"

საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა - "რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი"

უკრაინის ოთხი ოლქის რუსული საოკუპაციო ხელისუფლების დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი, ე.წ. რეფერენდუმების "საბოლოო შედეგები“, რომელთა თანახმად, მათი ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში "ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, "რეფერენდუმის“ დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.

27 სექტემბერს, უკრაინის პერზიდენტმა ზელენსკიმ ონლაინ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც უკრაინის 4 ოლქში ე.წ. რეფერენდუმების საკითხს განხილავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს არის სხვა სახელმწიფოსთვის ტერიტორიების მოპარვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების წაშლის მცელობა და მისი აღკვეთის გზაა რუსეთის გარიცხვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა, უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა და იურიდიული ძალის მქონე უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების აღიარება იქნება ე.წ. ყირიმის სცენარის რეალიზაცია და უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის მცდელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან სალაპარაკო აღარაფერია, ის მარტო რჩება მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ და სწორედ ეს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს პუტინს მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ე.წ. რეფერენდუმებს უწოდა "რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი" და განაცხადა, რომ ავტომატების ლულის ქვეშ ადამიანებს აიძულებდნენ რაღაც ქაღალდების შევსებას სატელევიზიო სურათის შესაქმნელად.