მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ღამეს ბასილაშვილი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, სანამ პატრული არ გამოიძახა... ბინაში მათთან ერთად შევიდა და ნახა ჭურჭელი დამტვრეული იყო" - რას იხსენებს ჩოგბურთელის ადვოკატი?
"ერთ ღამეს ბასილაშვილი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, სანამ პატრული არ გამოიძახა... ბინაში მათთან ერთად შევიდა და ნახა ჭურჭელი დამტვრეული იყო" - რას იხსენებს ჩოგბურთელის ადვოკატი?

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე არ არის.

ად­ვო­კა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ჩანს.

"ნე­ბის­მი­ერ ობი­ექ­ტურ პირს დარ­ჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე არ არის. საქ­მე­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც წინა, ასე­ვე დღე­ვან­დელ პრო­ცე­სებ­ზე, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასეთ დროს, ჩვენ ვე­ფუძ­ნე­ბით არა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის ჩვე­ნე­ბებს, არა­მედ, ისეთ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რიც მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რე­ბი და მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი აუ­დიო, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბია", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ აქვს დაც­ვის მხა­რეს ეჭვი, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შე­საძ­ლოა, დე­ტექ­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­და, ან რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, გვა­ზა­ვა პა­სუ­ხობს, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვილს არა­სა­ი­მე­დო პი­როვ­ნე­ბად მი­იჩ­ნევ­და.

"არ­სე­ბობ­და გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვი, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობ­და და ეს მას და­ე­ტყო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, როცა კი­თხვე­ბი გაჟ­ღერ­და სწო­რედ ამ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­იბ­ნა, აღელ­და და ბუ­ნებ­რი­ვია, შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­საც მი­ვაწ­ვდით ამ კუ­თხით ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით, ამ ეტა­პი­სათ­ვის ჩვენც რამე კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნელი დო­რო­ყაშ­ვილს არა­სა­ი­მე­დო პი­როვ­ნე­ბად მი­იჩ­ნევ­და, მი­თუ­მე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა მან არა­ერ­თხელ, მათ შო­რის, სა­ჯა­როდ, სხვა პი­რე­ბის თან­დას­წრე­ბით და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მუ­ქა­რა, რის შემ­დე­გაც, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნელი დო­რო­ყაშ­ვილს არას­დროს ხვდე­ბო­და პი­რა­დად და ის შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ყო­ველ­თვის სხვა პი­რებ­თან ერ­თად მი­დი­ო­და, რად­გან მსგავს საფრ­თხეს ის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან ყო­ველ­თვის გრძნობ­და. გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან ყო­ფი­ლი­ყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სახ­ლში არ ავი­და, ვიდ­რე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია არ გა­მო­ი­ძა­ხა, ვი­ნა­ი­დან ის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ას ელო­და. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი ბი­ნა­ში შე­ვი­და, სა­დაც ჭურ­ჭე­ლი დამ­ტვრე­უ­ლი იყო. ამას ადას­ტუ­რებს არამ­ხო­ლოდ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, არა­მედ, ის მოწ­მე, რო­მე­ლიც მას პატ­რუ­ლებ­თან ერ­თად თან ახ­ლდა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკატერინე
0

ეტყობა ამ ქალისმაგვარ სიბიროტეს ვეღარ უძლებდა ქმარი და თავს უშველა ფინანსურად პრობლემას არ უწქმნის მაგრამ ეტყობა ეცოტავება მე ამ ყველაფრის შემყურე ბავშვი მეცოდება 

არა ტროლი
0

ეკვე ამატი დანახვაც არ მინდა , გადავიღალეთ, დაამტავრეტ რა...........................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ერთ ღამეს ბასილაშვილი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, სანამ პატრული არ გამოიძახა... ბინაში მათთან ერთად შევიდა და ნახა ჭურჭელი დამტვრეული იყო" - რას იხსენებს ჩოგბურთელის ადვოკატი?

"ერთ ღამეს ბასილაშვილი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, სანამ პატრული არ გამოიძახა... ბინაში მათთან ერთად შევიდა და ნახა ჭურჭელი დამტვრეული იყო" - რას იხსენებს ჩოგბურთელის ადვოკატი?

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს.

"ნებისმიერ ობიექტურ პირს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. საქმეში არაერთი მტკიცებულება არის მოთავსებული, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია, როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესებზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთ დროს, ჩვენ ვეფუძნებით არა ნელი დოროყაშვილის მეგობრების ჩვენებებს, არამედ, ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიც მის მიერ განხორციელებული მიმოწერები და მის მიერ დამზადებული აუდიო, ვიდეოჩანაწერებია", - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რატომ აქვს დაცვის მხარეს ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა, დეტექტივის მეშვეობით უთვალთვალებდა, ან რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დამადასტურებლად, გვაზავა პასუხობს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა.

"არსებობდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი რაღაც ინფორმაციების შეგროვებას ცდილობდა და ეს მას დაეტყო პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა კითხვები გაჟღერდა სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით, დაიბნა, აღელდა და ბუნებრივია, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც მივაწვდით ამ კუთხით ინფორმაციას, მაგრამ დაზუსტებით, ამ ეტაპისათვის ჩვენც რამე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მან არაერთხელ, მათ შორის, საჯაროდ, სხვა პირების თანდასწრებით და კომუნიკაციის მეშვეობით განახორციელა მუქარა, რის შემდეგაც, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასდროს ხვდებოდა პირადად და ის შეხვედრების დროს, ყოველთვის სხვა პირებთან ერთად მიდიოდა, რადგან მსგავს საფრთხეს ის ნელი დოროყაშვილისგან ყოველთვის გრძნობდა. გარკვეული საფრთხე, რომელიც შეიძლება ნელი დოროყაშვილისგან ყოფილიყო პროვოცირებული. ერთ-ერთი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ღამის საათებში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, ვიდრე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, ვინაიდან ის გარკვეული სახის პროვოკაციას ელოდა. საპატრულო ეკიპაჟი ბინაში შევიდა, სადაც ჭურჭელი დამტვრეული იყო. ამას ადასტურებს არამხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ, ის მოწმე, რომელიც მას პატრულებთან ერთად თან ახლდა“, - განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ნახეთ ასევე: