პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლში ეშინიათ, რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება" - ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებას აფასებს
"კრემლში ეშინიათ, რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება" - ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებას აფასებს

"უკ­რა­ი­ნა არ დას­ხმია რუ­სეთს, რუ­სე­თი და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას! არა ომს!“ - ამ ლო­ზუნ­გით და­ღეს­ტან­ში მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ნა­წი­ლობ­რივ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებს. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­მო­იხ­სნან მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე უკვე და­იხ­სნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ და­ღეს­ტნე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გარ­და ომ­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღეს­ტან­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. და­ღეს­ტა­ნი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის ერ­თა­დერ­თი არ არის, სა­დაც პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ - მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ხალ­ხის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

  • რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ კი კავ­კა­სი­ა­ში, ამის შე­სა­ხებ უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პულ­თა სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ და­ღეს­ტან­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად იზა­რა­ლა, ბუ­რი­ა­ტი­ის შემ­დეგ. ზო­გა­დად, ამ ომში, კავ­კა­სი­ე­ლე­ბი დიდი დო­ზით არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის დო­ნე­ზე. ცალ­კე სა­კი­თხია ჩეჩ­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად "როსგვარ­დი­ა­ში“ არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი.

ეს იყო კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა. კავ­კა­სი­ე­ლე­ბი რუ­სე­თის ჯარ­ში ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, იმი­ტომ რომ ჯა­რის გა­რე­შე მათი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში კავ­კა­სი­ე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ნე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, მა­ნამ­დე პრო­ტეს­ტი არა­ვის არ გა­მო­უთ­ქვამს. თუ არ ჩავ­თვლით რე­გი­ო­ნი­დან ევ­რო­პა­ში წა­სულ ემიგ­რა­ცი­ას.

მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა და­ი­წყო და­ღეს­ტან­ში, რო­მელ­მაც ამ ომის გამო ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, კავ­კა­სი­ი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის რი­ცხვი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ეს ძა­ლი­ან კარ­გად ეტყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარს. ზოგს ჰგო­ნია, რომ ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან მომ­წყდა­რი ხალ­ხი მხო­ლოდ რუ­სე­ბი არი­ან. პი­რა­დად მე მო­მი­წია დავ­ხმა­რე­ბო­დი არა­ერთ კავ­კა­სი­ელს, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­მო­ცამ­დე ოჯა­ხი და­მი­კავ­შირ­და. აქე­დან დიდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­დნენ ჩერ­ქე­ზე­ბი, ადი­ღე­ლე­ბი და ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბი. ასევ იყ­ვნენ ინ­გუ­შე­ბი და და­ღეს­ტნე­ლე­ბი. ჩეჩ­ნებს მხო­ლოდ ორი ოჯა­ხი წარ­მო­ად­გენ­და. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა, მათ შო­რის ორმა ჩე­ჩენ­მა - 24 და 25 წლის ბი­ჭებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მო­ლახ­ვა ვერ შეძ­ლეს.

- ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებს არ უშ­ვე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მი­ზე­ზით?

- კი, ვი­ღა­ცე­ბი არ შე­მო­უშ­ვეს. ზუს­ტად არ ვიცი რა მი­ზე­ზით არ უშ­ვე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლებს, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ვიცი, ეს აფხა­ზეთ­ში და ცხინ­ვალ­ში ყოფ­ნაა. მა­გა­ლი­თად ერთი ყა­ბარ­დო­უ­ლი ოჯა­ხი - ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, რომ­ლე­ბიც მე და­მი­კავ­შირ­დნენ დახ­მა­რე­ბის­თვის, არ შე­მო­უშ­ვეს. მი­ზე­ზი რომ ვი­კი­თხე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ცოლი აფხა­ზეთ­ში იყო ნამ­ყო­ფი. შე­იძ­ლე­ბა სხვა მი­ზე­ზე­ბიც იყოს, მათ შო­რის რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რიგ შემ­თხვე­ვა­ში მე­სა­ზღვრეც უშ­ვებ­დეს შეც­დო­მას. მე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი იმი­ტომ წა­მო­ვი­წყე, მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ომში წა­სას­ვლე­ლად მო­ხა­ლი­სე­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა არ ჭირ­და, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლი არა­ვის არ აღ­მო­აჩ­ნდა.

- თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, და­ღეს­ტან­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი გახ­დე­ბა თუ არა შე­უქ­ცე­ვა­დი?

- ზო­გა­დად, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა უკვე არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო რუ­სე­თის­თვის. ჩვენ გვახ­სოვს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­გორ შე­უბ­რუ­ნეს ია­რა­ღი რუ­სებს ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ბა­ტა­ლი­ო­ნებ­მა. მთე­ლი რიგი რაზ­მე­ბი იქ­მნე­ბო­და, ტყე­ებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ და პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებს აწარ­მო­ებ­დნენ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მოს­კოვ­ში არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ასე­თი რამ ისევ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. რუ­სეთ­ში ნამ­დვი­ლად ეში­ნი­ათ იმის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არა­რუ­სი ხალ­ხი ერთ დღეს რუ­სეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ფრონტზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გა­ნიც­დის....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
1

ქარიშხალი იწყება,ვდგებით არჩევანის წინაშე.

1.გეი დასავლეთი და ევროპა :) რომლებსაც არც საზღვარიაქვთ ჩვენთან და არც არანაირი სურვილი :) გარდა გეი პრაიდის ორგანიზებისა და მავნე ენჯეოების დამფინანსებელი.

2.თურქეთი,რომელიც ოცნებობს აჭარაზე და სამცხე ჯავახეთზე,რომლის იმპერიულ ძრახვებს მარტო კომპეტენტური ადამიანი თუ დაინახავს.

3.რუსეთი,რომელიც ძალიან აგებს საინფორმაციო ომს,რასაცქვია ჩააჩეს პროპაგანდის საშუალებით,მაგრამ საკმაოდ ძლიერია და ნებისმიერ სიტუაციაში მიაღწევს მაინც იმას რაც სურს.

არ გამომიხტეთ ეხლა რუსეთის აგენტი ხარო და მსგავსი უაზრო ხალხი! 

სერიოზულ გეოპოლიტიკურ ძვრებში ვართ და შანსი გვაქ ქვეყანა გავაერთიანოდ ანდაც ძალიან დიდი ხნით ჩავიძიროთ წყვდიადში!

grisha
0

ექსპერთი კი არა მამალი ლელა კაკულიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კრემლში ეშინიათ, რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება" - ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებას აფასებს

"კრემლში ეშინიათ, რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება" - ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებას აფასებს

"უკრაინა არ დასხმია რუსეთს, რუსეთი დაესხა უკრაინას! არა ომს!“ - ამ ლოზუნგით დაღესტანში მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს. მომიტინგეები ცდილობენ გამოიხსნან მობილიზაციის მიზნით დაკავებული ადამიანები. რამდენიმე უკვე დაიხსნეს.

განსაკუთრებით აქტიურობენ დაღესტნელი ქალები, რომლებიც მობილიზაციის გარდა ომსაც აპროტესტებენ. დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღესტანი, რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს შორის ერთადერთი არ არის, სადაც პუტინის გადაწყვეტილებამ - მობილიზაციის გამოცხადების თაობაზე ხალხის პროტესტი გამოიწვია.

  • როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რეგიონში, კერძოდ კი კავკასიაში, ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაღესტანმა ყველაზე მეტად იზარალა, ბურიატიის შემდეგ. ზოგადად, ამ ომში, კავკასიელები დიდი დოზით არიან წარმოდგენილნი, მოხალისეების დონეზე. ცალკე საკითხია ჩეჩნური დაჯგუფებები, რომლებიც ოფიციალურ სტრუქტურებს წარმოადგენენ, მაგრამ ძირითადად "როსგვარდიაში“ არიან გაერთიანებულნი.

ეს იყო კადიროვის ინიციატივა. კავკასიელები რუსეთის ჯარში ყოველთვის სიამოვნებით მიდიოდნენ, იმიტომ რომ ჯარის გარეშე მათი კარიერული წინსვლა გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომში კავკასიელები თავიანთი ნებით მიდიოდნენ, მანამდე პროტესტი არავის არ გამოუთქვამს. თუ არ ჩავთვლით რეგიონიდან ევროპაში წასულ ემიგრაციას.

მობილიზაციის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პირველი აფეთქება დაიწყო დაღესტანში, რომელმაც ამ ომის გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კავკასიიდან გასული ახალგაზრდების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ძალიან კარგად ეტყობა საქართველო-რუსეთის საზღვარს. ზოგს ჰგონია, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან მომწყდარი ხალხი მხოლოდ რუსები არიან. პირადად მე მომიწია დავხმარებოდი არაერთ კავკასიელს, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ორმოცამდე ოჯახი დამიკავშირდა. აქედან დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ ჩერქეზები, ადიღელები და ყაბარდოელები. ასევ იყვნენ ინგუშები და დაღესტნელები. ჩეჩნებს მხოლოდ ორი ოჯახი წარმოადგენდა. სხვათა შორის, ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის ორმა ჩეჩენმა - 24 და 25 წლის ბიჭებმა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა ვერ შეძლეს.

- ბოლო დროს გავრცელებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოს მიმართულებით ჩრდილო კავკასიელებს არ უშვებენ. საინტერესოა, რა მიზეზით?

- კი, ვიღაცები არ შემოუშვეს. ზუსტად არ ვიცი რა მიზეზით არ უშვებენ ჩრდილოეთ კავკასიელებს, ერთ-ერთი მიზეზი ვიცი, ეს აფხაზეთში და ცხინვალში ყოფნაა. მაგალითად ერთი ყაბარდოული ოჯახი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც მე დამიკავშირდნენ დახმარებისთვის, არ შემოუშვეს. მიზეზი რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ცოლი აფხაზეთში იყო ნამყოფი. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს, მათ შორის რელიგიური ექსტრემიზმი. არ არის გამორიცხული, რომ რიგ შემთხვევაში მესაზღვრეც უშვებდეს შეცდომას. მე ამ თემაზე საუბარი იმიტომ წამოვიწყე, მინდოდა მეთქვა, რომ რეგიონებში, სადაც ომში წასასვლელად მოხალისეების შეგროვება არ ჭირდა, მობილიზაციის სურვილი არავის არ აღმოაჩნდა.

- თქვენი შეხედულებით, დაღესტანში დაწყებული პროცესი გახდება თუ არა შეუქცევადი?

- ზოგადად, მობილიზაციის გამოცხადება უკვე არის ძალიან სახიფათო რუსეთისთვის. ჩვენ გვახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ შეუბრუნეს იარაღი რუსებს ნაციონალურმა ბატალიონებმა. მთელი რიგი რაზმები იქმნებოდა, ტყეებში იმალებოდნენ და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი რამ ისევ შეიძლება მოხდეს. რუსეთში ნამდვილად ეშინიათ იმის, რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი ერთ დღეს რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის.... განაგრძეთ კითხვა