პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი შვილი წელს სკოლაში მივიდა და კლასში მხოლოდ ერთი კლასელი დახვდა" - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა
"ჩვენი შვილი წელს სკოლაში მივიდა და კლასში მხოლოდ ერთი კლასელი დახვდა" - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა

ამ ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად და­ი­წყო. გი­ორ­გი ბე­ქა­ურ­მა და ხა­ტია სუ­ხაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მთა­ში გა­იც­ნეს, შემ­დეგ კი ჯვა­რი ზღვის დო­ნი­დან 4000 მეტრზე, მყინ­ვარწვერ­ზე პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო­ში და­ი­წე­რეს, სა­დაც ღმერ­თს სიყ­ვა­რუ­ლი შეჰ­ფი­ცეს.

გი­ორ­გი და ხა­ტია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ კი­დე­ვაც იყ­ვნენ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს გუ­და­მა­ყარ­ში, სო­ფელ გამსში ვეს­ტუმ­რეთ. გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით გუ­და­მაყ­რი­დან არის, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და, მუდ­მი­ვად იმას ცდი­ლობ­და, იქა­უ­რო­ბა არ და­ე­ვი­წყე­ბი­ნა და ისე ეცხოვ­რა, რო­გორც ამას მისი წი­ნაპ­რე­ბი ახერ­ხებ­დნენ...

ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და. ისი­ნი უკვე სამ­ნი არი­ან, - ჰყავთ 6 წლის გო­გო­ნა, ელე­ნე. მთის სიყ­ვა­რულ­მა ისე იმ­ძლავ­რა, რომ ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლა­ქი­დან ხე­ო­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ. აა­შე­ნეს კო­ტე­ჯი და უნ­დათ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ხალ­ხის­გან დაც­ლი­ლი გუ­და­მა­ყა­რი, ტუ­რის­ტუ­ლად მა­ინც გა­ა­ცო­ცხლონ... AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი ამ­ჯე­რად ხა­ტი­აა და ახლა უკვე მათი ოჯა­ხის სე­რი­ო­ზულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

- თქვე­ნი მთის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი კი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახლა იქ უკვე ცხოვ­რე­ბაც გა­და­გი­წყვე­ტი­ათ. რო­გორ მოხ­და ეს?

- გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა, მისი მხა­რეა და ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც ზუს­ტად ეს გახ­და. ყო­ველ დას­ვე­ნე­ბის დღეს, თა­ვი­სუ­ფალ დროს გული აქეთ მო­უ­წევ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი, რომ ამ ხე­ო­ბის­თვის ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაც დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა... ამა­ზე ფიქ­რი რამ­დე­ნი­მე წელი გრძელ­დე­ბო­და, ვგეგ­მავ­დით, რა­ღაც ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. შემ­დეგ კი იმა­ზე შევ­ჯერ­დით, რომ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბა აქ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ე.ი. გინ­დო­დათ გუ­და­მა­ყარ­თან კი­დევ მეტი კავ­ში­რი გქო­ნო­დათ...

- კი, მჭიდ­რო და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კავ­ში­რი, მუდ­მი­ვად აქეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და კო­ტე­ჯი ავა­შე­ნეთ, რო­მელ­საც დღეს უკვე სტუმ­რებ­ზე, ტუ­რის­ტებ­ზე ვა­ქი­რა­ვებთ. ამ საქ­მის კე­თე­ბა კი შო­რი­დან არ გა­მო­ვი­დო­და. ამას მა­შინ მივ­ხვდით, როცა მშე­ნებ­ლო­ბას ვი­წყებ­დით. მშე­ნებ­ლო­ბა კლი­მა­ტის და სხვა­დას­ხვა წვრილ-წვრი­ლი პრობ­ლე­მის გამო დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, რა­მაც შეგ­ვა­ფერ­ხა. მუ­შა­ო­ბა უკვე ამ გა­ზა­ფხულ­ზე და­ვი­წყეთ... იცით, რომ აქეთ რთუ­ლი ზამ­თა­რიც იცის და ამის გა­მოც გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ნელ-ნელა ავ­მუ­შავ­დით და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს ვფიქ­რობთ.

- კი, ზამ­თა­რი მთა­ში მარ­თლაც მკაც­რია - ყინ­ვი­ა­ნი და თოვ­ლი­ა­ნი... გზაც დი­დად სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის...

- მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნია, გზაც არ არის მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი. ისე თბი­ლის­თან ახ­ლოს კია, - აქ ამოს­ვლას მაქ­სი­მუმ 2 სა­ა­თი უნდა. ამ მხა­რეს ცოტა ცნო­ბა­დო­ბაც აკ­ლია და ამის გამო ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი არ არის. კო­ტე­ჯის აშე­ნე­ბა ამი­ტომ უფრო გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ხე­ო­ბის­თვის რამე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ასე რომ, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, დავ­დი­ვართ, აქ­ტი­უ­რად ვმოძ­რა­ობთ და ვარ­ჩი­ეთ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის საქ­მეც მიგ­ვე­ბა, რომ უფრო ჩვე­ნი მხა­რე ცნო­ბა­დი გაგ­ვე­ხა­და.

- კო­ტე­ჯი თქვენს სო­ფელს, გამსსა და ზან­დუკს შო­რის აა­შე­ნეთ... დიდი გზის გავ­ლა გი­წევთ?

- კო­ტე­ჯი ამ ორ სო­ფელს შო­რის არის. ჩვე­ნი სახ­ლი­დან კი­ლო­მეტ­რი არც იქ­ნე­ბა. სტუმ­რებს, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე კო­ტეჯს ტე­ლე­ფო­ნით ჯავ­შნი­ან, გზა­ზე ვხვდე­ბი და იქ ვტო­ვებ. სხვა შე­თა­ვა­ზე­ბა ჯერ არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბას ვფიქ­რობთ.

- ხა­ტია თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ხარ. ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის არ არის რთუ­ლი ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა?

- ისე, გა­ვი­ზარ­დე, სო­ფე­ლი არ მქო­ნია და სო­ფელ­ზე ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი. ბე­ბია-პა­პე­ბიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ. სულ მინ­დო­და, რომ სა­დღაც წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ ვინ­მე დამ­ხვედ­რო­და. მოკ­ლედ, გი­ორ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით ეს სურ­ვი­ლი ავიხ­დი­ნე. თა­ვი­დან კო­ტე­ჯი სა­ერ­თოდ, ჩვენ­თვის გვინ­დო­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჯერ მცი­რე ბიზ­ნე­სად ვაქ­ცი­ეთ. მშე­ნებ­ლო­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ბევ­რი რამ თვი­თონ გა­ვა­კე­თეთ. პრო­ექ­ტი გი­ორ­გიმ შექ­მნა, და­ხა­ზა, ამის­თვის პროგ­რა­მა­ში პრო­ექ­ტი­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად ის­წავ­ლა. ეს ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნი­თაც გა­ა­კე­თა და თან, გვინ­დო­და, ჩვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ასე რომ, ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თეთ - ეზო, მი­წის მოჭ­რა, ქვა­ფე­ნი­ლე­ბი, ღობე, - ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შაო ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღეთ...

- რო­გორც ვიცი, მხატ­ვა­რი ხარ...

- კი, მხატ­ვა­რი ვარ და გი­ორ­გი აიტი სპე­ცი­ა­ლის­ტი... სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე წელი ხე­ლოვ­ნე­ბას ვას­წავ­ლი­დი. ბავ­შვო­ბი­დან ბუ­ნე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის, ცხე­ნე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მქონ­და. ამ ად­გილ­ზე, რო­გორც ვთქვი, ეს სურ­ვი­ლე­ბი ავიხ­დი­ნე. გი­ორ­გი­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს ეს ყვე­ლა­ფე­რი და ახლა ბავ­შვია ცხე­ნებ­ზე და ძაღ­ლებ­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ოჯახ­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ­ლე­ბიც ამ გა­რე­მო­ზე ვგიჟ­დე­ბით და ამი­ტო­მა­ცაა, რომ ჩვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ას ვი­წყობთ.

- მთა რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვართ. ეს ჯერ კი­დევ ოჯა­ხის შექ­მნის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთის სიყ­ვა­რუ­ლი თქვენ­ში სულ უფრო მა­ტუ­ლობს...

- იცით, რომ მე და გი­ორ­გიმ ერ­თმა­ნე­თი მთა­ში გა­ვი­ცა­ნით. გი­ორ­გის რომ შევ­ხვდი, მთის სიყ­ვა­რუ­ლი უკვე მქონ­და, მაგ­რამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ტად გამ­ძაფ­რდა. ადა­მი­ა­ნი რომ გიყ­ვარს, მისი ყვე­ლა ემო­ცი­აც შენ გი­კავ­შირ­დე­ბა... მხატ­ვა­რი ვარ, ხე­ლო­ვა­ნი მეთ­ქმის და ამი­ტომ აქ ბუ­ნე­ბას­თან კავ­ში­რის, გა­სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბის გა­მოც ემო­ცი­ე­ბი მე­ტად მიმ­ძაფ­რდე­ბა.

ფოტო: გი­ორ­გის და ხა­ტი­ას ქორ­წი­ლი მყინ­ვარწვერ­ზე, 2015 წელი

- კარ­გია, რომ პრობ­ლე­მებს არ უშინ­დე­ბით. აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებთ. ამი­ტომ, მგო­ნია, ცოტა ხან­ში შე­დე­გიც უკე­თე­სი გექ­ნე­ბათ...

- აქ სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლა რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რის­კებ­საც გან­ვი­ხი­ლავ­დით, რად­გა­ნაც გუ­და­მა­ყარს კარ­გად ვიც­ნობთ... მთა­ში ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მე­სა­ქონ­ლე­ო­ბაა, გვინ­დო­და, ამის­თვის ტუ­რის­ტუ­ლი ხა­ზიც დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა, ხე­ო­ბა­ში რა­ღაც შეგ­ვეც­ვა­ლა, ტუ­რის­ტუ­ლად დაგ­ვეტვირ­თა და გან­გვე­ვი­თა­რე­ბი­ნა. ცუდი ისაა, რომ ხალ­ხიც აღარ დარ­ჩა, ყვე­ლა მი­დის...

- აგ­რო­ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც ხომ არ ფიქ­რობთ?

- ამის სურ­ვი­ლი გვაქვს, მინ­და, ამ საქ­მე­ში მო­სახ­ლე­ო­ბაც ჩა­ერ­თოს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­დის... ისე, აგრო მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი კი გა­დავ­დგი, პა­ტა­რა სათ­ბუ­რი გა­ვა­კე­თე. დაგ­ვა­ფი­ნან­სეს. ჰო, და­ფი­ნან­სე­ბას რაც ეხე­ბა, ასე­ვე გრან­ტით კო­ტე­ჯის შიდა ინ­ვენ­ტა­რი შე­ვი­ძი­ნეთ - ჩე­ხურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­ვა­ფი­ნან­სა. მად­ლო­ბა მათ. არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში - ფშავ-ხევ­სუ­რეთ­სა და გუ­და­მა­ყარ­ში იყო ეს პრო­ექ­ტე­ბი დ ამით ვი­სარ­გებ­ლეთ. ასე პა­ტარ-პა­ტა­რა გრან­ტე­ბი ჩვენ­თვის რა­ღა­ცას ნიშ­ნავს.

- თქვე­ნი შვი­ლი, ელე­ნე წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში. მან მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის სკო­ლა­ში და­ი­წყო სწავ­ლა. ეს სა­კი­თხი მარ­ტი­ვად გა­და­წყვი­ტეთ?

- ესეც რთუ­ლი სა­კი­თხია, რად­გა­ნაც აქ არ არი­ან პა­ტა­რა ასა­კის სას­კო­ლო ბავ­შვე­ბი. სკო­ლა­ში მთი­ა­ნი ხე­ო­ბი­დან სულ 10 ბავ­შვიც არ იქ­ნე­ბა. რთუ­ლია, მაგ­რამ ელე­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა. მა­ნამ­დეც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, პი­რო­ბე­ბი შეგ­ვექ­მნა. მო­ვუყ­ვა­ნეთ კურ­დღლე­ბი, ცხე­ნებ­თან და ძაღ­ლებ­თან დარ­ბის. ცხო­ვე­ლე­ბი უზო­მოდ უყ­ვარს. ნელ-ნელა, ყო­ველ წელს ვცდი­ლობ­დით, რომ აქეთ მეტი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, რომ სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბო­და. წელს სკო­ლა­ში მის­ვლამ მო­უ­წია და კლას­ში მხო­ლოდ ერთი თა­ნაკ­ლა­სე­ლი დახ­ვდა. ზან­დუ­კის სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი უფრო მე­ტია, ვიდ­რე მოს­წავ­ლე...

კი, არ არის ად­ვი­ლი, თუმ­ცა სკო­ლა­ში მის­ვლამ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა, ყო­ველ დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა მოს­წონს და დი­ლით სი­ხა­რუ­ლით, სკო­ლა­ში ბედ­ნი­ე­რი მირ­ბის. თა­მა­შობს, ერ­თო­ბა, სწავ­ლობს, ყვე­ლა­ფერს ერ­თად აკე­თებს. ვფიქ­რობ, რომ ელე­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის მეტი უნა­რი აქვს. ჭკვი­ა­ნიც არის და ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს...

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი მშობ­ლე­ბის აზრი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- ჩემს მშობ­ლებს რომ ვუ­თხა­რი, აქეთ ვა­პი­რებ­დი წა­მოს­ვლას, არ მი­ჯე­რებ­დნენ, გა­უკ­ვირ­დათ. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გა და კო­ტე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ, მიხ­ვდნენ, რომ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. რა თქმა უნდა, წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ არის. უბ­რა­ლოდ, ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მაგ­რამ არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

მიხარია ვინც უბრუნდება მთას მაგრამ,რა მიკვირს იცით,რატომ იდებენ თავს,უი სოფელთან შეხება არ მქონია,უი ბებია ფესვგადგმული თბილისელია თურმე და ა.შ.... პატარა ქვეყანა გვაქვს და ყველა ყველას რაღაცნაირად იცნობს რომ იტყვიან რააა....

ზსს
2

აგაშენათ და გაგახარათ ღმერთმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"ჩვენი შვილი წელს სკოლაში მივიდა და კლასში მხოლოდ ერთი კლასელი დახვდა" - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა

"ჩვენი შვილი წელს სკოლაში მივიდა და კლასში მხოლოდ ერთი კლასელი დახვდა" - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა

ამ ახალგაზრდა წყვილმა ცხოვრება ორიგინალურად დაიწყო. გიორგი ბექაურმა და ხატია სუხაშვილმა ერთმანეთი მთაში გაიცნეს, შემდეგ კი ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, მყინვარწვერზე პატარა სამლოცველოში დაიწერეს, სადაც ღმერთს სიყვარული შეჰფიცეს.

გიორგი და ხატია რამდენიმე წლის წინ ამ თემაზე სასაუბროდ კიდევაც იყვნენ ჩვენი რესპონდენტები. ინტერვიუს ჩასაწერად ახალდაქორწინებულ წყვილს გუდამაყარში, სოფელ გამსში ვესტუმრეთ. გიორგი წარმოშობით გუდამაყრიდან არის, იმის მიუხედავად, რომ ქალაქში ცხოვრობდა, მუდმივად იმას ცდილობდა, იქაურობა არ დაევიწყებინა და ისე ეცხოვრა, როგორც ამას მისი წინაპრები ახერხებდნენ...

ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე წელი გავიდა. ისინი უკვე სამნი არიან, - ჰყავთ 6 წლის გოგონა, ელენე. მთის სიყვარულმა ისე იმძლავრა, რომ ისინი საცხოვრებლად ქალაქიდან ხეობაში გადავიდნენ. ააშენეს კოტეჯი და უნდათ, რომ ფაქტობრივად, ხალხისგან დაცლილი გუდამაყარი, ტურისტულად მაინც გააცოცხლონ... AMBEBI.GE-ს რესპონდენტი ამჯერად ხატიაა და ახლა უკვე მათი ოჯახის სერიოზულ გადაწყვეტილებაზე გვიამბობს.

- თქვენი მთის სიყვარულის ამბავი კი ვიცოდი, მაგრამ ახლა იქ უკვე ცხოვრებაც გადაგიწყვეტიათ. როგორ მოხდა ეს?

- გიორგის ძალიან უყვარს აქაურობა, მისი მხარეა და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველიც ზუსტად ეს გახდა. ყოველ დასვენების დღეს, თავისუფალ დროს გული აქეთ მოუწევდა. საბოლოოდ კი გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ამ ხეობისთვის ჩვენი საქმიანობაც დაგვეკავშირებინა... ამაზე ფიქრი რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ვგეგმავდით, რაღაც ვარიანტებს განვიხილავდით. შემდეგ კი იმაზე შევჯერდით, რომ აქეთ წამოვსულიყავით და საქმიანობასთან ერთად, ცხოვრება აქ გაგვეგრძელებინა.

- ე.ი. გინდოდათ გუდამაყართან კიდევ მეტი კავშირი გქონოდათ...

- კი, მჭიდრო და საფუძვლიანი კავშირი, მუდმივად აქეთ ვყოფილიყავით და კოტეჯი ავაშენეთ, რომელსაც დღეს უკვე სტუმრებზე, ტურისტებზე ვაქირავებთ. ამ საქმის კეთება კი შორიდან არ გამოვიდოდა. ამას მაშინ მივხვდით, როცა მშენებლობას ვიწყებდით. მშენებლობა კლიმატის და სხვადასხვა წვრილ-წვრილი პრობლემის გამო დიდხანს გაგრძელდა, რამაც შეგვაფერხა. მუშაობა უკვე ამ გაზაფხულზე დავიწყეთ... იცით, რომ აქეთ რთული ზამთარიც იცის და ამის გამოც გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა ავმუშავდით და საინტერესო რაღაცებს ვფიქრობთ.

- კი, ზამთარი მთაში მართლაც მკაცრია - ყინვიანი და თოვლიანი... გზაც დიდად სახარბიელო არ არის...

- მაღალმთიანი რეგიონია, გზაც არ არის მოასფალტებული. ისე თბილისთან ახლოს კია, - აქ ამოსვლას მაქსიმუმ 2 საათი უნდა. ამ მხარეს ცოტა ცნობადობაც აკლია და ამის გამო ტურისტულად აქტიური არ არის. კოტეჯის აშენება ამიტომ უფრო გადავწყვიტეთ, რომ ხეობისთვის რამე გაგვეკეთებინა. ასე რომ, აქაურობა ძალიან გვიყვარს, დავდივართ, აქტიურად ვმოძრაობთ და ვარჩიეთ, ამ ყველაფრისთვის საქმეც მიგვება, რომ უფრო ჩვენი მხარე ცნობადი გაგვეხადა.

- კოტეჯი თქვენს სოფელს, გამსსა და ზანდუკს შორის ააშენეთ... დიდი გზის გავლა გიწევთ?

- კოტეჯი ამ ორ სოფელს შორის არის. ჩვენი სახლიდან კილომეტრი არც იქნება. სტუმრებს, რომლებიც მანამდე კოტეჯს ტელეფონით ჯავშნიან, გზაზე ვხვდები და იქ ვტოვებ. სხვა შეთავაზება ჯერ არაფერი გვაქვს, მაგრამ განვითარებას ვფიქრობთ.

- ხატია თბილისში დაბადებული და გაზრდილი ხარ. ასეთი ადამიანისთვის არ არის რთული ხეობაში ცხოვრება?

- ისე, გავიზარდე, სოფელი არ მქონია და სოფელზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ბებია-პაპებიც თბილისში ცხოვრობდნენ. სულ მინდოდა, რომ სადღაც წავსულიყავი და იქ ვინმე დამხვედროდა. მოკლედ, გიორგის საშუალებით ეს სურვილი ავიხდინე. თავიდან კოტეჯი საერთოდ, ჩვენთვის გვინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯერ მცირე ბიზნესად ვაქციეთ. მშენებლობისას ადამიანები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ბევრი რამ თვითონ გავაკეთეთ. პროექტი გიორგიმ შექმნა, დახაზა, ამისთვის პროგრამაში პროექტირება სპეციალურად ისწავლა. ეს ფინანსების დაზოგვის მიზნითაც გააკეთა და თან, გვინდოდა, ჩვენზე მორგებული ყოფილიყო. ასე რომ, ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ - ეზო, მიწის მოჭრა, ქვაფენილები, ღობე, - ფიზიკური სამუშაო ძირითადად საკუთარ თავზე ავიღეთ...

- როგორც ვიცი, მხატვარი ხარ...

- კი, მხატვარი ვარ და გიორგი აიტი სპეციალისტი... სკოლაში რამდენიმე წელი ხელოვნებას ვასწავლიდი. ბავშვობიდან ბუნების, ცხოველების, ცხენების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. ამ ადგილზე, როგორც ვთქვი, ეს სურვილები ავიხდინე. გიორგისაც ძალიან უყვარს ეს ყველაფერი და ახლა ბავშვია ცხენებზე და ძაღლებზე გაგიჟებული. მოკლედ, ოჯახში ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებიც ამ გარემოზე ვგიჟდებით და ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის სასიამოვნო სიტუაციას ვიწყობთ.

- მთა რომ გამორჩეულად გიყვართ. ეს ჯერ კიდევ ოჯახის შექმნის პირველივე დღეებში გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, მთის სიყვარული თქვენში სულ უფრო მატულობს...

- იცით, რომ მე და გიორგიმ ერთმანეთი მთაში გავიცანით. გიორგის რომ შევხვდი, მთის სიყვარული უკვე მქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მეტად გამძაფრდა. ადამიანი რომ გიყვარს, მისი ყველა ემოციაც შენ გიკავშირდება... მხატვარი ვარ, ხელოვანი მეთქმის და ამიტომ აქ ბუნებასთან კავშირის, გასაოცარი ხედების გამოც ემოციები მეტად მიმძაფრდება.

ფოტო: გიორგის და ხატიას ქორწილი მყინვარწვერზე, 2015 წელი

- კარგია, რომ პრობლემებს არ უშინდებით. აქტიურად მოქმედებთ. ამიტომ, მგონია, ცოტა ხანში შედეგიც უკეთესი გექნებათ...

- აქ საცხოვრებლად გადმოსვლა რომ გადავწყვიტეთ, რისკებსაც განვიხილავდით, რადგანაც გუდამაყარს კარგად ვიცნობთ... მთაში ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა, გვინდოდა, ამისთვის ტურისტული ხაზიც დაგვემატებინა, ხეობაში რაღაც შეგვეცვალა, ტურისტულად დაგვეტვირთა და განგვევითარებინა. ცუდი ისაა, რომ ხალხიც აღარ დარჩა, ყველა მიდის...

- აგროტურისტულ მიმართულებაზეც ხომ არ ფიქრობთ?

- ამის სურვილი გვაქვს, მინდა, ამ საქმეში მოსახლეობაც ჩაერთოს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის... ისე, აგრო მიმართულებით ნაბიჯები კი გადავდგი, პატარა სათბური გავაკეთე. დაგვაფინანსეს. ჰო, დაფინანსებას რაც ეხება, ასევე გრანტით კოტეჯის შიდა ინვენტარი შევიძინეთ - ჩეხურმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსა. მადლობა მათ. არაგვის ხეობაში - ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში იყო ეს პროექტები დ ამით ვისარგებლეთ. ასე პატარ-პატარა გრანტები ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს.

- თქვენი შვილი, ელენე წელს პირველად წავიდა სკოლაში. მან მეზობელი სოფლის სკოლაში დაიწყო სწავლა. ეს საკითხი მარტივად გადაწყვიტეთ?

- ესეც რთული საკითხია, რადგანაც აქ არ არიან პატარა ასაკის სასკოლო ბავშვები. სკოლაში მთიანი ხეობიდან სულ 10 ბავშვიც არ იქნება. რთულია, მაგრამ ელენეს ძალიან უყვარს აქაურობა. მანამდეც ყველანაირად ვეცადეთ, პირობები შეგვექმნა. მოვუყვანეთ კურდღლები, ცხენებთან და ძაღლებთან დარბის. ცხოველები უზომოდ უყვარს. ნელ-ნელა, ყოველ წელს ვცდილობდით, რომ აქეთ მეტი დრო გაეტარებინა, რომ სოფლად ცხოვრება არ გასჭირვებოდა. წელს სკოლაში მისვლამ მოუწია და კლასში მხოლოდ ერთი თანაკლასელი დახვდა. ზანდუკის სკოლაში მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე მოსწავლე...

კი, არ არის ადვილი, თუმცა სკოლაში მისვლამ ძალიან გაახარა, ყოველ დილით ადრე გაღვიძება მოსწონს და დილით სიხარულით, სკოლაში ბედნიერი მირბის. თამაშობს, ერთობა, სწავლობს, ყველაფერს ერთად აკეთებს. ვფიქრობ, რომ ელენეს განვითარების მეტი უნარი აქვს. ჭკვიანიც არის და ბევრი შესაძლებლობაც აქვს...

- როგორი იყო თქვენი მშობლების აზრი ამ გადაწყვეტილებაზე?

- ჩემს მშობლებს რომ ვუთხარი, აქეთ ვაპირებდი წამოსვლას, არ მიჯერებდნენ, გაუკვირდათ. საქმე საქმეზე რომ მიდგა და კოტეჯის მშენებლობა დავიწყეთ, მიხვდნენ, რომ უკვე სერიოზული გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არავინ არის. უბრალოდ, ნერვიულობდნენ, მაგრამ არავინ ჩარეულა.