29 წლის წინ რუსეთის მიერ პროვოცირებულ და მხარდაჭერილ ძალებთან სოხუმი დაეცა. ამას მოჰყვა ეთნიკური წმენდა, მასობრივი მკვლელობები და 250 ათას ადამიანზე მეტის იძულებითი გადასახლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, დღეს თავისუფლებისთვის უკრაინულმა თავგანწირვამ, რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა.
"რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და მის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება”, - წერს ევროპარლამენტარი.