პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მიწაზე მოვხვდი" - ვითარება ლარსზე და ადამიანების ემოციები, რომლებმაც საქართველოში შემოსვლა შეძლეს
"ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მიწაზე მოვხვდი" - ვითარება ლარსზე და ადამიანების ემოციები, რომლებმაც საქართველოში შემოსვლა შეძლეს

რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობს. რუ­სეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე, ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გია.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზემო ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლას 2500 ავ­ტო­მო­ბი­ლი ელო­და. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, რი­გის სიგ­რძე 10 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზემო ლარ­სის პუნ­ქტზე გა­მოჩ­ნდა რუ­სე­ბის ჯავ­შან­მან­ქა­ნა, ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იქ სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის პუნ­ქტის, კო­მი­სა­რი­ა­ტის მო­წყო­ბას აპი­რე­ბენ.

ekhokavkaza.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ანას­ტა­სია სლო­ვინ­სკა­ია, რო­მე­ლიც პი­რა­დად ესა­უბ­რა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს, ყვე­ბა, თუ რა ხდე­ბა სა­ზღვრის მე­ო­რე, რუ­სე­თის მხა­რეს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც რუ­სე­თის მხრი­დან - ხალ­ხის ზღვა, მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ცო­ბი.

არ ვიცი რამ­დე­ნად კარ­გად შე­მიძ­ლია ემო­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა, არ ვიცი რამ­დე­ნად კარ­გად ამო­ვი­კი­თხე ემო­ცი­ე­ბი მათი სა­ხე­ე­ბი­დან (გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს), მაგ­რამ რაც და­ვი­ნა­ხე, პირ­ვე­ლი ემო­ცია - შვე­ბაა", - ამ­ბობს ანას­ტა­სია.

  • მისი თქმით, მან­ქა­ნე­ბის გარ­და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სკუ­ტე­რით და ვე­ლო­სი­პე­დი­თაა, ზო­გიც ფე­ხით.

"მე ვკი­თხე მათ, რა მი­გაქვთ თან? - და მათი პა­სუ­ხი იყო, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფე­რი, ორი მა­ი­სუ­რი და ფეხ­საც­მე­ლი - სულ ეს არის. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნით მი­დი­ან, რა თქმა უნდა, მეტს წა­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ ეს არ არის ტე­ლე­ვი­ზო­რი, ან მა­ცი­ვა­რი."

  • რამ­დე­ნი ხნით აპი­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას?

ანას­ტა­სი­ას თქმით, ემო­ცია და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რაც ამ ადა­მი­ა­ნებს ახლა ამოძ­რა­ვებთ რუ­სე­თის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვე­ბაა.

"შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ექ­ვსი თვის საკ­მა­რი­სი და­ნა­ზო­გი, მაგ­რამ რა უნდა გა­ა­კე­თონ შემ­დეგ, უც­ნო­ბია. ახლა მათ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ჰქონ­დეთ დრო რუ­სე­თის და­სა­ტო­ვებ­ლად, სა­ნამ სა­ზღვა­რი და­ი­კე­ტე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

  • ekhokavkaza.com ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლებ­მაც სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს.

არ მინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვიყო.

იმე­დი მაქვს, ეს სი­გი­ჟე დას­რულ­დე­ბა.

რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს უკვე ვე­ღარ ვხე­დავ.

„ერ­თა­დერ­თი, რაც გან­წყო­ბას ამაღ­ლებს, ისაა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­წა­ზე მოვ­ხვდი - ამ­ბო­ბენ რუ­სე­ბი, რომ­ლებ­მაც ლარ­სი გად­მოკ­ვე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა ეს.
45

5 წელში რეფერენდუმი და რუსეთის გუბერნია ვართ. საიდანაც დავიწყეთ იქვე ვბრუნდებით.

მიშა
19

იმედია რამოდენიმე ათეულ წელში რეფერენდუმს არ ჩაატარებენ ჩვენთან და საფლავიდან ამოსათხრელი არ გვეყოლება ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მიწაზე მოვხვდი" - ვითარება ლარსზე და ადამიანების ემოციები, რომლებმაც საქართველოში შემოსვლა შეძლეს

"ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მიწაზე მოვხვდი" - ვითარება ლარსზე და ადამიანების ემოციები, რომლებმაც საქართველოში შემოსვლა შეძლეს

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. რუსეთ საქართველოს საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან რამდენიმე კილომეტრიანი რიგია.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში, საქართველოში შესვლას 2500 ავტომობილი ელოდა. ზოგიერთი ცნობით, რიგის სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენდა. მოგვიანებით, ზემო ლარსის პუნქტზე გამოჩნდა რუსების ჯავშანმანქანა, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ იქ სამხედრო მობილიზაციის პუნქტის, კომისარიატის მოწყობას აპირებენ.

ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი ანასტასია სლოვინსკაია, რომელიც პირადად ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, ყვება, თუ რა ხდება საზღვრის მეორე, რუსეთის მხარეს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრიდან ყველაფერი ისე არ გამოიყურება, როგორც რუსეთის მხრიდან - ხალხის ზღვა, მრავალკილომეტრიანი საცობი.

არ ვიცი რამდენად კარგად შემიძლია ემოციების წაკითხვა, არ ვიცი რამდენად კარგად ამოვიკითხე ემოციები მათი სახეებიდან (გულისხმობს ადამიანებს, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს), მაგრამ რაც დავინახე, პირველი ემოცია - შვებაა", - ამბობს ანასტასია.

  • მისი თქმით, მანქანების გარდა ბევრი ადამიანი სკუტერით და ველოსიპედითაა, ზოგიც ფეხით.

"მე ვკითხე მათ, რა მიგაქვთ თან? - და მათი პასუხი იყო, რომ ფაქტობრივად არაფერი, ორი მაისური და ფეხსაცმელი - სულ ეს არის. ადამიანები, რომლებიც მანქანით მიდიან, რა თქმა უნდა, მეტს წაიღებენ, მაგრამ ეს არ არის ტელევიზორი, ან მაცივარი."

  • რამდენი ხნით აპირებენ საქართველოში დარჩენას?

ანასტასიას თქმით, ემოცია და მთავარი მიზანი, რაც ამ ადამიანებს ახლა ამოძრავებთ რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებაა.

"შეიძლება ჰქონდეთ ექვსი თვის საკმარისი დანაზოგი, მაგრამ რა უნდა გააკეთონ შემდეგ, უცნობია. ახლა მათთვის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეთ დრო რუსეთის დასატოვებლად, სანამ საზღვარი დაიკეტება, ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებისთვის", - ამბობს ჟურნალისტი.

  • ekhokavkaza.com ასევე აქვეყნებს იმ ადამიანების კომენტარებს, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს.

არ მინდა, რომ დანაშაულის თანამონაწილე ვიყო.

იმედი მაქვს, ეს სიგიჟე დასრულდება.

რუსეთში ცხოვრების პერსპექტივებს უკვე ვეღარ ვხედავ.

„ერთადერთი, რაც განწყობას ამაღლებს, ისაა, რომ ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მიწაზე მოვხვდი - ამბობენ რუსები, რომლებმაც ლარსი გადმოკვეთეს.