სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!
ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, ან­გუ­ლა­რის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურსს იწყებს, რო­გორც გა­მოც­დი­ლი, ასე­ვე დამ­წყე­ბი IT პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის.

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის ერ­თობ­ლი­ვი კურ­სის მი­ზა­ნია, უპა­სუ­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია IT სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის სიმ­ცი­რეს­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა პრო­ექ­ტში, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზეც. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ექ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ი­ა­როს პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვან უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ებ­ში, მი­ი­ღოს სერ­ტი­ფი­კა­ტი და და­ე­უფ­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პრო­ფე­სი­ას.

„Angular არის IT პროგ­რა­მი­რე­ბის ენა, რომ­ლი­თაც იწე­რე­ბა მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ვებ-გვერ­დე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად - Google-ის ძი­რი­თა­დი პლატ­ფორ­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი კომ­პა­ნი­ის შიდა მოხ­მა­რე­ბის აპ­ლი­კა­ცია და სხვა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია დღეს, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დღეს­დღე­ო­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის ძა­ლი­ან დიდ დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­თვის USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ან­გუ­ლა­რის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სი ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის IT ინ­დუსტრი­ის ხელ­შე­წყო­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია“. - აღ­ნიშ­ნავს ირინ­კა და­ვი­თაშ­ვი­ლი, ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

„მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რის ფარ­გლებ­შიც მხარს ვუ­ჭერთ ოც­და­ათ რო­გორც გა­მოც­დილ, ასე­ვე დამ­წყებ IT პრო­ფე­სი­ო­ნალს თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში Angular-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მათ და­ეხ­მა­რე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სექ­ტორ­ში მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბა­ში. შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბი კურ­სის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს მის­ცემს უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და შე­უქ­მნის პრაქ­ტი­კულ სას­წავ­ლო გა­რე­მოს, სა­დაც ის მი­ი­ღებს რო­გორც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, ასე­ვე მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას. ” - აღ­ნიშ­ნავს USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მარკ მა­კკორ­დი.

სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვა კი ორ ეტა­პად - ტეს­ტი­რე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად მოხ­დე­ბა. შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი 6 თვი­ან პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლას ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბენ. პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, ეწ­ვი­ეთ ბმულს.

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი სრუ­ლად ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც 2002 წელს და­ფუძნ­და და ამ­ჟა­მად 15 ქვეყ­ნის 2100 სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს 4 სკო­ლა­ში, ესე­ნია: მე­დი­ცი­ნის, ბიზ­ნე­სის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და სა­მარ­თლის სკო­ლე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი­აა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცოდ­ნი­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რის მი­ცე­მა, იმი­სათ­ვის, რომ შექ­მნან და­მა­ტე­ბი­თი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ასე­ვე იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ეს­ტუმ­რეთ ვებ-გვერდს: www.alte.edu.ge.

USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ

5-წლი­ა­ნი, USAID-ის მიერ $23 მი­ლი­ო­ნით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა DAI Global-ის მიერ. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი სექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მელ­თაც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის, მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნი­ათ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ეწ­ვი­ეთ მი­თი­თე­ბულ ბმულს: https://www.facebook.com/EconSecProgram.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!

ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები IT პროფესიონალებისთვის.

ალტე უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი კურსის მიზანია, უპასუხოს საქართველოში არსებულ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია IT სფეროში პროფესიონალი კადრების სიმცირესთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესებული პირების აქტიურად ჩართვა პროექტში, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა ჩართულობაზეც. წარმატებული კურსდამთავრებულების უმეტესობას ექნება უნიკალური შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა საქართველოში წამყვან უმსხვილეს კომპანიებში, მიიღოს სერტიფიკატი და დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.

„Angular არის IT პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება მულტიფუნქციური ვებ-გვერდები და აპლიკაციები, როგორიც არის მაგალითად - Google-ის ძირითადი პლატფორმები, საქართველოში უამრავი კომპანიის შიდა მოხმარების აპლიკაცია და სხვა. ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით პროფესიონალი კადრების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ანგულარის სასერტიფიკატო კურსი ორმაგად საპასუხისმგებლოა, გამომდინარე იქედან, რომ ალტე უნივერსიტეტისთვის IT ინდუსტრიის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ქალების გააქტიურება, სამოქმედო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“. - აღნიშნავს ირინკა დავითაშვილი, ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.

„მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ალტე უნივერსიტეტთან, რის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ ოცდაათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ IT პროფესიონალს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში Angular-ის მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებაში. შეძენილი უნარები კურსის თითოეულ მონაწილეს მისცემს უამრავ შესაძლებლობას და შეუქმნის პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც ის მიიღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. ” - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი.

სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია 27 სექტემბერს დაიწყო. მონაწილეთა შერჩევა კი ორ ეტაპად - ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 6 თვიან პროგრამაზე სწავლას ნოემბრის დასაწყისში დაიწყებენ. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ალტე უნივერსიტეტის შესახებ

ალტე უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 15 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტის მისიაა სტუდენტებისთვის სრულფასოვანი ცოდნისა და ყველა საჭირო უნარის მიცემა, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.alte.edu.ge.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ

5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.facebook.com/EconSecProgram.

R