პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?" - ვახტანგ გომელაური
"რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?" - ვახტანგ გომელაური

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ტყუ­ი­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 დღის წინ, რუ­სე­თი­დან 5 ათა­სი­დან 6 ათას ადა­მი­ა­ნამ­დე შე­მო­ვი­და, გუ­შინ­წინ იყო 11 200 თუ 11 400 ადა­მი­ა­ნი და გუ­შინ 10 400 თუ 10 500 ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ხვალ და ზეგ შე­იძ­ლე­ბა ეს რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ გა­ი­ზარ­დოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნის შე­მოს­ვლას, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზეა ალ­ბათ, სა­უ­ბა­რი, ეს არას­წო­რი და ტყუ­ი­ლია. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ შე­მო­სუ­ლა და სა­ი­დან მო­გაქვთ ეს ციფ­რე­ბი არ ვიცი. და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 დღის წინ იყო 5 ათა­სი­დან 6 ათას ადა­მი­ა­ნამ­დე შე­მომ­სვლე­ლი. ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და, 40-45 %-ით მო­ი­მა­ტა და არ არის 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და არც 2 მი­ლი­ო­ნი, რა ვიცი, ვინ გე­უბ­ნე­ბათ და სა­ი­დან მო­გაქვთ?! მა­გა­ლი­თად, გუ­შინ­წინ იყო 11 200 ადა­მი­ა­ნი, გუ­შინ ღამე 10 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი, 100 ათა­სი და 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არ შე­მო­დის. გას­ვლით გა­დის და­ახ­ლო­ე­ბით 60%, შე­მომ­სვლე­ლის ფარ­დო­ბი­თი რომ ავი­ღოთ. ზა­ფხულ­ში იყ­ვნენ ტუ­რის­ტე­ბი და არა სხვა მიზ­ნით წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი აზ­რით, თავს არი­დე­ბენ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას.

ერთი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა ყო­ველ­თვის, ოპო­ზი­ცია ორად არის გა­ყო­ფი­ლი რო­გორც ჩანს, თუმ­ცა, მსოფ­ლი­ო­ში, ევ­რო­პა­ში სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ და სხვა მიდ­გო­მებ­ზე გა­და­დი­ან. ზოგი ამ­ბობს, ჩავ­კე­ტოთ და სა­ერ­თოდ აღარ შე­მო­ვუშ­ვა­თო, ზოგი ამ­ბობს პი­რი­ქით, შე­მო­ვუშ­ვათ, რომ ეს ხალ­ხი არ წა­ვი­დეს ომში. იქ­ნებ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რო­მე­ლი უნ­დათ, შე­მო­ვუშ­ვათ თუ არ შე­მო­ვუშ­ვათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?“ - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­კა­დის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­დეგ, კრი­მი­ნა­ლის დო­ნის ზრდა, გო­მე­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა, რომ ამის ალ­ბა­თო­ბა არის.

"კრი­მი­ნა­ლი შე­იძ­ლე­ბა ისე­დაც გა­ი­ზარ­დოს ან და­ი­წი­ოს. რაც მეტი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვა, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, იმის ალ­ბა­თო­ბა არის, რომ გა­ი­ზარ­დოს, შე­იძ­ლე­ბა არც გა­ი­ზარ­დოს“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე "ლარ­სის“ სა­ბა­ჟო­ზე არის. რო­გორც ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის.

"10 % არ არის, უფრო ნაკ­ლე­ბია“, - გან­მარ­ტა მან.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად მო­რა­ლუ­რია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა და გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა სა­ზღვრის ჩა­კეტვის სა­კი­თხი, გო­მე­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის შე­მო­დი­ოდ­ნენ და ამა­ზე არც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და პრობ­ლე­მა.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეთ­ნი­კუ­რად რუ­სე­ბი წლე­ბია და­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს უნდა გახ­დეს ეს პრობ­ლე­მა­ტუ­რი? უა­რე­სი მას­შტა­ბით იყო. ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი ხვდე­ბო­და და ღვი­ნო­ებს ური­გებ­და, თითო ბოთლს მან­ქა­ნა­ში რუ­სებს, შე­მობ­რძან­დით ხალ­ხო, თქვენ რა შუ­ა­ში ხართ, ეს პუ­ტი­ნია - მა­შინ არ გახ­სენ­დე­ბო­დათ? თქვენ ვინც გა­რი­გებთ ამას და კი­თხვებს ვინც გე­უბ­ნე­ბათ, ეს კი იცით. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყო­ველ­თვის შე­მო­დი­ოდ­ნენ და დღეს დავ­კე­ტოთ?“ -მი­მარ­თა გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლისტს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

უტვინო!

მერე ტურისტულად შემოდიან ახლა?

ჩინოვნიკი
0

ამათი არხეინი დამოკიდებულება აჩენს ეჭვს, რომ დიდი ფულია რუსეთიდან შემოსული ჩვენი ჩინოვნიკების მოსაქრთამად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?" - ვახტანგ გომელაური

"რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?" - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით 4-5 დღის წინ, რუსეთიდან 5 ათასიდან 6 ათას ადამიანამდე შემოვიდა, გუშინწინ იყო 11 200 თუ 11 400 ადამიანი და გუშინ 10 400 თუ 10 500 ადამიანი.

როგორც მან განმარტა, ხვალ და ზეგ შეიძლება ეს რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

"რაც შეეხება 250 ათასი ადამიანის შემოსვლას, რუსეთის მოქალაქეზეა ალბათ, საუბარი, ეს არასწორი და ტყუილია. ამდენი ადამიანი არ შემოსულა და საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი. ახლა დაახლოებით 10 ათასამდე გაიზარდა, 40-45 %-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი ადამიანი და არც 2 მილიონი, რა ვიცი, ვინ გეუბნებათ და საიდან მოგაქვთ?! მაგალითად, გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ ღამე 10 ათასზე ნაკლები, 100 ათასი და 200 ათასი ადამიანი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60%, შემომსვლელის ფარდობითი რომ ავიღოთ. ზაფხულში იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. ჩვენი აზრით, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი როგორც ჩანს, თუმცა, მსოფლიოში, ევროპაში სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათო, ზოგი ამბობს პირიქით, შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში. იქნებ ჩამოყალიბდნენ, რომელი უნდათ, შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები?“ - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოდინების შემდეგ, კრიმინალის დონის ზრდა, გომელაურმა უპასუხა, რომ ამის ალბათობა არის.

"კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა არის, რომ გაიზარდოს, შეიძლება არც გაიზარდოს“, - განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი მოქალაქე "ლარსის“ საბაჟოზე არის. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის.

"10 % არ არის, უფრო ნაკლებია“, - განმარტა მან.

კითხვაზე, რამდენად მორალურია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა და განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი, გომელაურმა უპასუხა, რომ რუსები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ამაზე არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა.

"ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოებს ურიგებდა, თითო ბოთლს მანქანაში რუსებს, შემობრძანდით ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია - მაშინ არ გახსენდებოდათ? თქვენ ვინც გარიგებთ ამას და კითხვებს ვინც გეუბნებათ, ეს კი იცით. რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?“ -მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.