პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების "შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
"პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების "შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი პა­რას­კევს, 30 სექ­ტემ­ბერს, რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ორი­ვე პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლას გეგ­მავს და შე­საძ­ლოა, ეს მი­მარ­თვა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პუ­ტინ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი მი­მარ­თვა, რათა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დოს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­ერ­თე­ბა. რუ­სე­თის ლი­დე­რე­ბი, თით­ქმის და­ნამ­დვი­ლე­ბით, იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ შე­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის“ გა­მარ­თლე­ბა და ეს კონ­ფლიქ­ტის პატ­რი­ო­ტულ მხარ­და­ჭე­რას გა­აძ­ლი­ე­რებს“, - აცხა­დე­ბენ ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ მის­წრა­ფე­ბას ძირს უთხრის ის, რომ რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ბრძო­ლის ველ­ზე ბოლო დროს გან­ცდი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­სულ კვი­რას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გამო.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის ოთხ ოლ­ქში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სა­კი­თხზე ე.წ. "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი“ დღეს სრულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
5

დონეცკს და ლუგანსკ მიიერთებს და ამით დაასრულებს, თუკი კვლავ გაგრძელდება შეტევა უკრაინის მხრიდან , აი შემდეგ რაც მოხდება ბრიტანეთმა იმსჯელოს როცა მოსკოვი კიევს მიწასთან გაასწორებს 

აკი
2

შეიძლება ელიზაბეტას ორმოცს დაელოდოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების "შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

"პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების "შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს და შესაძლოა, ეს მიმართვა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოსაცხადებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. რუსეთის ლიდერები, თითქმის დანამდვილებით, იმედოვნებენ, რომ შეერთებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლება და ეს კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ მისწრაფებას ძირს უთხრის ის, რომ რუსეთში გაიზარდა ინფორმირებულობა ბრძოლის ველზე ბოლო დროს განცდილი წარუმატებლობის შესახებ და ასევე უკმაყოფილება გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმები“ დღეს სრულდება.