მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის" - მიგრაცია თუ რუსული ექსპანსია რბილი ძალით?
"რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის" - მიგრაცია თუ რუსული ექსპანსია რბილი ძალით?

რუ­სეთ­ში ე.წ. ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დგომ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი ქვეყ­ნი­დან გას­ვლას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ცდი­ლობს, მათ შო­რის დიდი ნა­კა­დი მო­ა­წყდა სა­ქარ­თვე­ლო­საც, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. დიდი პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ხან­გრძლი­ვია მათ­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის ვადა - 360 დღე. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ეს ვადა არა ხან­გრძლი­ვი, არა­მედ უსას­რუ­ლოა. საქ­მე ის არის, რომ რო­დე­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს თით­ქმის მთე­ლი წლით ვუშ­ვებთ ქვე­ყა­ნა­ში, მას შე­უძ­ლია წლის ბო­ლოს გა­დაკ­ვე­თოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ან სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი, ისა­დი­ლოს, მერე ისევ გად­მო­ვი­დეს უკან და კი­დევ ერთი წლით გა­ი­ხან­გრძლი­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა.

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე შე­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე სეგ­მენ­ტად იყო­ფო­და. იქ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ჩა­მო­ვიდ­ნენ, უფრო მეტ­ნი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც რუ­სეთ­ში შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის ბიზ­ნეს­ში, და იყ­ვნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით - მათი ამო­ცა­ნა იყო აქ შექ­მნი­ლი­ყო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იმის­თვის, რომ რუ­სე­თის პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ე­წყვი­ტათ, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის მარ­თვა. მათ ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნეს და დღემ­დე მოქ­მე­დე­ბენ. ეს იყო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ თვა­ლი და­ხუ­ჭა და ამ­გვა­რად რუ­სე­თის­თვის და­სავ­ლე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ომში რუ­სე­თის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდა.

დღეს ეს სუ­რა­თი შე­და­რე­ბით და­იწ­მინ­და - ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ახლა შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ უნ­დათ ომში წას­ვლა. ის კი არა, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას არ ეთან­ხმე­ბი­ან, არა­მედ ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ეში­ნი­ათ და ტო­ვე­ბენ რუ­სეთს, რათა არ მოხ­ვდნენ "ხორცსა­კეპ­ში".

ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს კარ­გი შან­სი, რომ ჩა­კე­ტოს სა­ზღვა­რი. ამ­ჯე­რად რუ­სეთს ეს არ ეწყი­ნე­ბა. ეტყვი­ან, რომ მათ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში უწყო­ბენ ხელს. თუ არ ჩა­კე­ტა­ვენ, მა­შინ ფილტრა­ცია მა­ინც მო­ახ­დი­ნონ, შე­ავ­სე­ბი­ნონ დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც შე­მომ­სვლე­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ არ სურთ ომში წას­ვლა და გა­ა­კე­თე­ბენ გა­ნა­ცხადს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მო­თხოვ­ნით. ასე, რო­გორც რუ­სეთს, ისე და­სავ­ლეთს დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ავუხ­სნით ჩვენს პო­ზი­ცი­ას. თუმ­ცა ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ არც ერთი მხა­რე არ მსჯე­ლობს ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე. მთა­ვა­რია, რომ რა­ღაც მოს­წონთ ან არ მოს­წონთ. არა­და, პო­ლი­ტი­კა მო­წო­ნე­ბა-არ­მო­წო­ნე­ბით არ იწარ­მო­ე­ბა. პო­ლი­ტი­კა იწარ­მო­ე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გათ­ვლით და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სარ­გე­ბელ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ით. ამ მხრივ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა აბ­სო­ლუ­ტურ კა­ტას­ტრო­ფა­შია. არა­ვინ აფა­სებს პრო­ცე­სებს სა­ხელ­მწი­ფო სარ­გებ­ლის პრიზ­მა­ში, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არც ოპო­ზი­ცია.

გარ­და ამი­სა, გვაქვს წმინ­დად დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ გარ­შე­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­დის ქვეყ­ნი­დან. ბოლო ხანს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ემიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში უმ­ძი­მეს წლებ­შიც კი ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი არ ყო­ფი­ლა. ამას­თან, ერთი კვარ­ტა­ლის სტა­ტის­ტი­კით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა შო­ბა­დო­ბას. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის ათა­სო­ბით რუსი. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ­ხე­ლა ნა­კა­დით ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა თუ გაგ­რძელ­და, ეს სე­რი­ო­ზულ დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მა­საც შეგ­ვიქ­მნის.

კი­თხვა მაქვს: დღე­ში 1500 მან­ქა­ნას რომ უშ­ვე­ბენ, ვინ­მე ამოწ­მებს ამ ხალ­ხს "ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვი­ნაც არ ამოწ­მებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებ­ზე თვალს ხუ­ჭა­ვენ ჩვე­ნი სა­სა­ზღვრო და სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ამ­გვა­რი სა­კი­თხია, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, წყალს ამ­ღვრევს, რო­მელ­შიც ვი­ღაც თევზს იჭერს.

შე­იძ­ლე­ბა და­ნამ­დვი­ლე­ბით ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლია სის­ტე­მუ­რი აგენ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს შეგ­ნე­ბუ­ლად უწყობს ხელს. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან ჭკუ­ა­მოკ­ლე, ბრიყ­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ზე აწყო­ბენ ბიზ­ნესს, ბიზ­ნესს უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, ამ ხალ­ხის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­სა და რე­გის­ტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე შემ­დეგ...

მოკ­ლედ, ოკუ­პა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ვართ. ოკუ­პა­ცია ტან­კე­ბით მოხ­დე­ბა თუ "ოპელ-ვექტრე­ბით", რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! ოკუ­პა­ცი­ის­თვის იმ­პე­რი­ე­ბი ყო­ველ­თვის უხეშ ძა­ლას არ იყე­ნე­ბენ, რბი­ლი ძა­ლი­თაც მოქ­მე­დე­ბენ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბა, ეს ოკუ­პა­ცი­აა რბი­ლი ძა­ლით. ბო­ლოს და ბო­ლოს, რა არის რბი­ლი ძალა? - ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ექ­სპან­სია, ასე­ვე მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ანუ გარ­კვე­ულ­წი­ლად დე­სან­ტის გა­დას­ხმა. დღეს ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­დე­ნი მან­ქა­ნის რუ­სე­თი­დან შე­მოს­ვლა. ისე­დაც რა დღე­შია დე­და­ქა­ლა­ქი ამ სა­ცო­ბე­ბის გამო და კი­დევ ეს მან­ქა­ნე­ბი ემა­ტე­ბა. თან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მან­ქა­ნებ­ზე ვრცელ­დე­ბა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და თუ რა­მეს ვა­შა­ვებთ, ვის­ჯე­ბით კი­დეც, მაგ­რამ ამის­გან სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. რა­საც უნდა და­ა­შა­ვე­ბენ და პა­სუხს არ აგე­ბენ. ამით კი­დევ მე­ტად აძ­ლი­ე­რე­ბენ შექ­მნილ ქა­ოსს. ესეც კი ვერ გა­და­წყვი­ტეს აქამ­დე, რომ მო­ძებ­ნონ თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცი­ის რა­ღაც ფორ­მა და მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ, თუ ყვე­ლა კომ­პო­ნენტს შე­ვა­ჯა­მებთ, ის, არც დღეს ხდე­ბა, ეს არის დიდი პრობ­ლე­მა, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი გვარ­წმუ­ნებს, არა­ფე­რი ხდე­ბაო. თურ­მე რო­დე­საც ვაპ­რო­ტეს­ტებთ რუ­სე­ბის შე­მოს­ვლას, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ვუშ­ლით ხელს. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რის­ხი რუ­სეთ­თან ასე­თი მა­ღა­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა რუს მიგ­რან­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­შინ უკვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვართ და ეგ არის. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cityzren
3

მეც შემიცოდეთ ვინმემ დამეხმარეთ მაჩუქეთ სახლი მინდა რომ მქონდეს ჩემი ჩემი ხელფასით 30 წელი უნდა ვაგროვო რომ სახლი ვიყიდო არავინ ხართ კეთილი და ქველმოქმედი

გოჩა
4

დღეს სოხუმის დაცემა გაიხსენეს, კამერების წინ წუხდნენ და ამავდროულათ 10 000 რაშისტის შემოსვლას ქვეყანაში გახარებულიბი შეხვდნენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის" - მიგრაცია თუ რუსული ექსპანსია რბილი ძალით?

"რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის" - მიგრაცია თუ რუსული ექსპანსია რბილი ძალით?

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან გასვლას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს, მათ შორის დიდი ნაკადი მოაწყდა საქართველოსაც, რაც ჩვენი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ხანგრძლივია მათთვის კანონით მინიჭებული საქართველოში ცხოვრების უფლების ვადა - 360 დღე. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გია ხუხაშვილი საუბრობს, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

გია ხუხაშვილი:

- ეს ვადა არა ხანგრძლივი, არამედ უსასრულოა. საქმე ის არის, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქეს თითქმის მთელი წლით ვუშვებთ ქვეყანაში, მას შეუძლია წლის ბოლოს გადაკვეთოს აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვარი, ისადილოს, მერე ისევ გადმოვიდეს უკან და კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს საქართველოში ცხოვრების უფლება.

რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი, რომელიც რუსეთიდან ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა, რამდენიმე სეგმენტად იყოფოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც რუსეთში შეექმნათ პრობლემები, მათ შორის ბიზნესში, და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ აბსოლუტურად კონკრეტული მიზნებით - მათი ამოცანა იყო აქ შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემები გადაეწყვიტათ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ნაკადების მართვა. მათ ეს ინფრასტრუქტურა საქართველოში შექმნეს და დღემდე მოქმედებენ. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რაზეც საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა და ამგვარად რუსეთისთვის დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს აღმოჩნდა.

დღეს ეს სურათი შედარებით დაიწმინდა - ის ხალხი, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ომში წასვლა. ის კი არა, რომ რუსეთის პოლიტიკას არ ეთანხმებიან, არამედ ომში მონაწილეობის ეშინიათ და ტოვებენ რუსეთს, რათა არ მოხვდნენ "ხორცსაკეპში".

ჩვენს ხელისუფლებას აქვს კარგი შანსი, რომ ჩაკეტოს საზღვარი. ამჯერად რუსეთს ეს არ ეწყინება. ეტყვიან, რომ მათ მობილიზაციაში უწყობენ ხელს. თუ არ ჩაკეტავენ, მაშინ ფილტრაცია მაინც მოახდინონ, შეავსებინონ დოკუმენტი, რომლითაც შემომსვლელები აღიარებენ, რომ არ სურთ ომში წასვლა და გააკეთებენ განაცხადს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნით. ასე, როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს დოკუმენტირებულად ავუხსნით ჩვენს პოზიციას. თუმცა ამაზე საქართველოში არავინ ლაპარაკობს. ჩვენი პოლიტიკის უბედურება ის არის, რომ არც ერთი მხარე არ მსჯელობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავარია, რომ რაღაც მოსწონთ ან არ მოსწონთ. არადა, პოლიტიკა მოწონება-არმოწონებით არ იწარმოება. პოლიტიკა იწარმოება რაციონალური გათვლით და სახელმწიფოებრივ სარგებელზე ორიენტაციით. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურ კატასტროფაშია. არავინ აფასებს პროცესებს სახელმწიფო სარგებლის პრიზმაში, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია.

გარდა ამისა, გვაქვს წმინდად დემოგრაფიული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ქვეყნიდან. ბოლო ხანს გაძლიერებულია ემიგრაციული პროცესები, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმძიმეს წლებშიც კი ასეთი ინტენსიური არ ყოფილა. ამასთან, ერთი კვარტალის სტატისტიკით, სიკვდილიანობა ბევრად აღემატება შობადობას. ამის პარალელურად ქვეყანაში შემოდის ათასობით რუსი. რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის.

კითხვა მაქვს: დღეში 1500 მანქანას რომ უშვებენ, ვინმე ამოწმებს ამ ხალხს "ოკუპაციის შესახებ" კანონის შესაბამისად? დარწმუნებული ვარ, არავინაც არ ამოწმებს. ფაქტობრივად, კანონის მოთხოვნებზე თვალს ხუჭავენ ჩვენი სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები. ძალიან ბევრი ამგვარი საკითხია, რაც, ფაქტობრივად, წყალს ამღვრევს, რომელშიც ვიღაც თევზს იჭერს.

შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური აგენტურა, რომელიც ამ ყველაფერს შეგნებულად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ხელისუფლებაში არიან ჭკუამოკლე, ბრიყვი ადამიანები, რომლებიც ამაზე აწყობენ ბიზნესს, ბიზნესს უძრავ ქონებაში, ამ ხალხის ლეგალიზაციასა და რეგისტრაციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ...

მოკლედ, ოკუპაციის რეჟიმში ვართ. ოკუპაცია ტანკებით მოხდება თუ "ოპელ-ვექტრებით", რა მნიშვნელობა აქვს! ოკუპაციისთვის იმპერიები ყოველთვის უხეშ ძალას არ იყენებენ, რბილი ძალითაც მოქმედებენ. დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს ოკუპაციაა რბილი ძალით. ბოლოს და ბოლოს, რა არის რბილი ძალა? - ეკონომიკური და კულტურული ექსპანსია, ასევე მიგრაციული პროცესები, ანუ გარკვეულწილად დესანტის გადასხმა. დღეს ამ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება.

კიდევ ერთი პრობლემაა ყოველდღიურად ამდენი მანქანის რუსეთიდან შემოსვლა. ისედაც რა დღეშია დედაქალაქი ამ საცობების გამო და კიდევ ეს მანქანები ემატება. თან გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებზე ვრცელდება ქვეყნის კანონმდებლობა და თუ რამეს ვაშავებთ, ვისჯებით კიდეც, მაგრამ ამისგან სრულიად გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანები. რასაც უნდა დააშავებენ და პასუხს არ აგებენ. ამით კიდევ მეტად აძლიერებენ შექმნილ ქაოსს. ესეც კი ვერ გადაწყვიტეს აქამდე, რომ მოძებნონ თუნდაც დროებითი რეგისტრაციის რაღაც ფორმა და მექანიზმი, რომლითაც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების მეპატრონეები დაემორჩილებიან საქართველოს კანონმდებლობას.

საბოლოოდ, თუ ყველა კომპონენტს შევაჯამებთ, ის, არც დღეს ხდება, ეს არის დიდი პრობლემა, ჩვენი ხელისუფლება კი გვარწმუნებს, არაფერი ხდებაო. თურმე როდესაც ვაპროტესტებთ რუსების შემოსვლას, ქვეყნის განვითარებას ვუშლით ხელს. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ჩვენი ინტეგრაციის ხარისხი რუსეთთან ასეთი მაღალია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება რუს მიგრანტებზეა დამოკიდებული, მაშინ უკვე ოკუპირებული ვყოფილვართ და ეგ არის. იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: